რიმანტადინ-გრინდექსი
50 მგ ტაბლეტები
RIMANTADINE – GRINDEKS
Rimantadini hydrochloridum
50 მგ ტაბლეტები
RIMANTADINE – GRINDEKS
Rimantadini hydrochloridum
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს წამალი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა უკეთესი შედეგის მისაღწევად Rimantadine-Grindeks უნდა გამოიყენოთ ინსტრუქციის თანახმად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ ფარმაცევტს.
- თუ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა პრეპარატის მიღებიდან სამი დღის გასვლის შემდეგ, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
- თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ინსტრუქციაში შეიძლება გაგება:
1. რა არის Rimantadine-Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი
2. Rimantadine-Grindeks –ის მიღებამდე
3. როგორ მიიღება Rimantadine-Grindeks
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. როგორ შევინახოთ Rimantadine-Grindeks
6. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
1. რა არის Rimantadine-Grindeks და რისთვის იყენებენ მას
Rimantadine-Grindeks – ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. პრეპარატის Rimantadine-Grindeks აქტიური ნივთიერება– რიმანტადინის ჰიდროქლორიდი (შემდგომ ტექსტში – რიმანტადინი). პრეპარატი ეფექტურია A ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.
Rimantadine-Grindeks გამოიყენება A ტიპის გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის დაავადების ადრეულ ეტაპზე მოზრდილებში და 10 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში და ეპიდემიის პერიოდში A ტიპის გრიპის პროფილაქტიკისთვის 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე მოზრდილებში (ხანდაზმულები, დასუსტებული ჯანმრთელობის მქონე პაციენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და სხვა.)
2. Rimantadine-Grindeks –ის მიღებამდე
არ მიიღოთ Rimantadine-Grindeks შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია რიმანტადინის, ადამანტანის სხვა წარმოებულების და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება;
- თუ გაქვთ თირკმლების მწვავე და/ან ქრონიკული დაავადება;
- თუ გაქვთ თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);
- თუ ხართ ორსული ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
Rimantadine-Grindeks-ის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში
პრეპარატის მიღებამდე კონსულტირება გაიარეთ ექიმთან:
- თუ გაქვთ კუჭისა და ნაწლავის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ გულის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.
ამ შემთხვევებში რეკომენდებულია Rimantadine-Grindeks-ის დოზის დაქვეითება (ნახ. პუნქტი 3).
თუ გაქვთ ეპილეფსია და იღებთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს, Rimantadine-Grindeks –ის მიღებისას მატულობს ეპილეფსიის რისკის ხარისხი. ამ შემთხვევაში ამცირებენ Rimantadine-Grindeks-ის დოზას 100 მგ-მდე დღეში. კრუნჩხვების შემთხვევაში Rimantadine-Grindeks-ის მიღებას წყვეტენ.
შესაძლოა განვითარდეს რიმანტადინის მიმართ შეუთვისებლობა. შეუთვისებლობის განვითარების შესამცირებლად გრიპის მკურნალობას წყვეტენ სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვეულებრივ 5 დღის ან 24-48 საათის შემდეგ სიმპტომების გაქრობიდან. უნდა შეინიშნოს, რომ რიმანტადინის მიმართ შეუთვისებლობის განვითარება არის მისი გამოყენების მთავარი პრობლემა.
გრიპის ლოკალური აფეთქებისას პროფილაქტიკა უნდა ჩაუტარდეს ყველა კონტაქტურ პერსონას ვაქცინაციისგან დამოუკიდებლად არა ნაკლებ 1 კვირის განმავლობაში.
სხვა პრეპარატების გამოყენება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის რეცეპტურის გარეშე პრეპარატების შესახებ.
პარაცეტამოლი და აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს რიმანტადინის ეფექტურობას. ციმეტიდინმა შესაძლო გააძლიეროს რიმანტადინის მოქმედება.
Rimantadine-Grindeks-ის მიღება საჭმელთან ერთად
საჭმელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. სასურველია უარი თქვათ ალკოჰოლის მიღებაზე, რადგან შესაძლებელია არასასურველი რეაქციები ნერვული სისტემის მხრიდან.
ორსულობის პერიოდი და ძუძუთი კვება
არ შეიძლება პრეპარატის მიღება.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
პაციენტებმა, რომლებშიც პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევას, თავის ტკივილს და სხვა არასასურველ გვერდით ეფექტებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან, სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია Rimantadine-Grindeks-ის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
Rimantadine-Grindeks-ის შემადგენლობაში არის ლაქტოზის მონოჰიდრატი. თუ ექიმმა თქვა, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის გადაუტანლობა, Rimantadine-Grindeks-ის მიღებამდე კონსულტირება გაიარეთ ექიმთან.
3. როგორ მივიღოთ Rimantadine-Grindeks
გაურკვევლობის შემთხვევაში ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ წყლის დაყოლებით.
გრიპის სიმპტომების გაჩენის შემდეგ საჭიროა შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ Rimantadine-Grindeks-ის მიღება.
თერაპიული ეფექტი გამოხატულია, თუ პრეპარატი მიიღება დაავადების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.
გრიპის მკურნალობა
მოზრდილებს და 10 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს: 2 ტაბლეტი (100 მგ) 2 ჯერ დღეში.
ბავშვების მიერ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად კონსულტირება გაიარეთ ექიმთან.
ხანდაზმულ პაციენტებს (65 წელს ზემოთ): 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთჯერ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებს : 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ღვიძლის დაზიანებების მქონე პაციენტებმა საგულდაგულოდ თვალყური უნდა ადევნონ პრეპარატის გამოყენებას იმ შემთხვევებშიც, როდესაც საჭირო არ არის პრეპარატის დოზის შერჩევა.
თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებს: 2 ტაბლეტი (100 მგ) ერთხელ დღეში. მრავალჯერადი მიღებისას შესაძლებელია ორგანიზმში რიმანტადინის მეტაბოლიტების დაგროვება, ამიტომ პრეპარატის მიღება საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმის თირკმლების დაზიანებების მქონე პაციენტების მიერ უნდა იყოს კონტროლის ქვეშ და საჭიროებისას თან ახლდეს დოზების შერჩევა.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღე.
გრიპის პროფილაქტიკა
მოზრდილებს და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთჯერ დღეში.
მაღალი რისკის და ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებს: 1 ტაბლეტი (50 მგ) ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ეპიდემიის დაწყებასთან ერთად. პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს მთელი ეპიდემიის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.
ეპიდემიის ლოკალური კერის დროს კონტაქტურმა პირებმა უნდა მიიღონ რიმანტადინი 50 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი Rimantadine-Grindeks
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ღიმანტადინე-Gრინდეკს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ Rimantadine-Grindeks –ის მიღება ჩვეულ დროს, მაშინ გააკეთეთ ეს, როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ ჩვეულებრივად მიღება. “დავიწყებული” დოზის შესანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად Rimantadine-Grindeks –მა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია გავრცელების სიხშირის შესაბამისად:
ძალიან ხშირად – ერთი ან 1-ზე მეტი 10 პაციენტიდან;
ხშირად – 1-ზე ნაკლები 10-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტიდან;
იშვიათად – 1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 1 000 პაციენტიდან;
იშვიათად – 1-ზე ნაკლები 1 000-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 10 000 პაციენტიდან;
ძალიან იშვიათად – 1-ზე ნაკლები 10 000 პაციენტიდან.
გულის ფუნქციის დარღვევები: იშვიათად – ტაქიკარდია, გულის უკმარისობა (გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის დაქვეითება), ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გულის რითმის დარღვევა), გულის ფრიალი.
ნერვული სისტემის მხრიდან დარღვევები: ხშირად – უძილობა, იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული აღგზნებადობა, დაღლილობა, ყურადღების დარღვევები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, ძილიანობა, დამძიმებული განწყობა, მეტისმეტად ამაღლებული გუნება-განწყობა, სპონტანური მოძრაობები, ტრემორი, ჰალუცინაციები, არეულობა, კრუნჩხვები, ყნოსვის შეცვლა ან დაკარგვა.
ყურებისა და ლაბირინთის დარღვევები: იშვიათად – ხმაური ყურებში.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრიდან: იშვიათად – ქოშინი, ბრონქოსპაზი, ხველა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევები: ხშირად – ღებინება, გულისრევა, იშვიათად – მადის დაკარგვა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილები, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევვები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებები: იშვიათად - გამონაყარი.
სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევები: იშვიათად - მომატებული სისხლის წნევა, თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევა, გულის წასვლა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე: იშვიათად - სისუსტე.
გვერდითი მოვლენების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის მხრიდან, მატულობს რეკომენდებული დოზის მომატებისას.
ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდებული დოზის მომატებისას შეინიშნებოდა ცრემლდენა, გახშირებული შარდვა, ციებ-ცხელება, ყაბზობა, ოფლიანობა, პირის ლორწოვანას ანთება, კანის დაქვეითებული მგრძნობელობა, თვალების ტკივილი.
ჩვეულებრივ გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენ გაგიჩნდათ მსგავსი, ან სხვა ზემოთ აღუნიშნავი სიმპტომები, კონსულტირება გაიარეთ ექიმთან პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით.
5. Rimantadine-Grindeks –ის შენახვა
შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უჩინარ ადგილას.
არ მიიღოთ Rimantadine-Grindeks შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია ვარგისობის ვადაში მითითებული თვის უკანასკნელ დღემდე.
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
6. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
რას შეიცავს Rimantadine-Grindeks
- აქტიური ნივთიერება – რიმანტადინის ჰიდროქლორიდი.
- სხვა კომპონენტები: ლუდიპრესი (შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, პოვიდონს, კროსპოვიდონს), მიკროკრისტალურ ცელულოზას, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
Rimantadine-Grindeks ტაბლეტების გარეგნული შესახედაობა და შეფუთვა
თეთრი და თითქმის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლით.
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ან 3 ბლისტერი მუყაოს შეკვრაში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს “გრინდექსი”. კრუსტპილსის ქ., 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელ: 67083205;
ფაქსი: 67083505
ელ-ფოსტა: [email protected]
ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.