რინორეტი გამწ.30მლ სპ+10მლ წვ.

რინორეტი გამწ.30მლ სპ+10მლ წვ.

რინორეტი

გამწმენდი ეფექტით

შემადგენლობა:

ევროპული ციკლამენის ექსტრაქტი, ვიტამინი A (B-კაროტინის ზეთოვანი ხსნარი), აბუსალათინის ოქსიეთილირებული ჰიდროგენიზებული ზეთი, გელის წარმომქმნელი პოლიმერი (კარბომერი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის მეტაბილსულფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბუთილოქსიანიზოლი, წყალი.

ჩვენება

გამოიყენება როგორც დამხმარე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში, ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის გაწმენდისთვის, კატარული ან ჩირქოვანი ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ეთმოიდიტის, კომბინირებული სინუსიტის, მათ შორის ჩირქოვანი, მწვავე და ქრონიკული რინიტების დროს.

უკუნაჩვენებია:

პრეპარატის ცალკეული კომპონენტრების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

მიღებისმეთოდი:

თავი უკან უნდა გადაწიონ და ყოველ ნესტოში ჩაიწვეთონ 2-3 წვეთი გელი. შემდეგ თავი დახარონ და ორივე ნესტოზე თითიხ მოჭერით 3-4 ჯერ შეისუნთქონ ჰაერი. ამის შემდეგ რეკომენდებულია 1-2 წუთის შემდეგ თავის ქვემოთ დახრა 10-15 წუთით ისე, რომ ცხვირის წვერი იყოს თავის მდებარეობის ყველაზე ქვემო ნაწილი, ამ დროის განმავლობაში ნელა უნდა გაბერონ ცხვირის ორივე მხარე, ცხვირზე მოჭერის გარეშე. თავის ამგვარი მდებარეობისას ცხვირის ყველა დანამატი ღრუს შიგთავსი იცლება, ამიტომ შესაძლებელია ცხვირიდან მნიშვნელოვანი გამონადენი. მნიშვნელოვანი გამონადენის შეწყვეტიდან 20-30 წუთის შემდეგ, რეკომენდებულია ცხვირის ღრუს დამუშაება აღმდგენი გელით, პროცედურა უნდა ჩატარდეს დღე-ღამეში 2-3-ჯერ.

მიღებისთავისებურებები:

გამოყენების კურსი არა უმეტეს 7 დღე. მიღებისას შესაძლებელია ცხვირხახაში სუსტი წვის შეგრძნება, რეფლექტორული მოვლენა ნერწყვდენის სახით, უფრო იშვიათად ხანმოკლე ცრემლდენა. არც ერთ მითითებულ შემთხვევაში საჭირო არ არის მიღების შეწყვეტა.

შეფუთვა:

პლასტმასის ფლაკონი-საწვეთური, 10მლ მოცულობით.

შენახვისპირობები:

რინორეტი ინახება სინთალისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე. გამოყენება რეკომენდებულია ფლაკონის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

მწარმოებელი:

FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ, ბულგარეთის რესპუბლიკა. 

 

რინორეტი

აღმდგენი

შემადგენლობა:

გამოხდილი ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი, ვიტამინი А (B-კაროტინის ზეთოვანი ხსნარი), ალოეს ექსტრაქტი, კალენდულას ექსტრაქტი, აბუსალათინის ოქსიეთილირებული ჰიდროგენიზებული ზეთი, გელის წარმომქმნელი პოლიმერი (კარბომერი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის მეტაბილსულფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბუთილოქსიანიზოლი, წყალი.

ჩვენება

გამოიყენება როგორც დამხმარე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებებისას ლორწოვანი გარსის ფუნქციის აღდგენისთვის. ცხვირით კომფორტული სუნთქვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციის აღდგენისთვის, რაც დარღვეულია ჩირქოვან-ანთებითი ცვლილებების და აქტიური სამკურნალო ღონისძიებების შედეგად.

უკუნაჩვენებია:

პრეპარატის ცალკეული კომპონენტრების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

მიღებისმეთოდი:

ცხვირის გამონადენის დასარბილებლად და მოსაშორებლად, ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციის აღდგენისთვის, 4-6-ჯერ დღე-ღამეში, 2-3 შესხურება ყოველ ნესტოში. გამოყენება რეკომენდებულია გამწმენდი გელის გამოყენებიდან მინიმუმ 20-30 წუთის შემდეგ. დანამატი ღრუების ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენისგან გაწმენდის დასრულებისას, რეკომენდებულია დღე-ღამეში 4-6-ჯერ შესხურება, 5-7 დღის განმავლობაში.

შეფუთვა:

სპრეი, 30მლ მოცულობით.

შენახვისპირობები:

რინორეტი ინახება სინთალისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე. რეკომენდებულია გამოყენება 45 დღის განმავლობაში ფლაკონის გახსნის შემდეგ.

მწარმოებელი:

FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ, ბულგარეთის რესპუბლიკა.