რინოსპრეი
ნაზალური სპრეი
ეფექტი:
ნაზალური სპრეი გამოიყენება ცხვირის გაჭედილობის და სურდოს ალაგებისთვის, ისევე როგორც, რინიტისა და რესპირატორული ტრაქტის ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
გამოყენება:
ცხვირით სუნთქვის პრობლემები, რინიტისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა.
მიღების წესი:
შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენებამდე! მოხსენით თავსახური, ფლაკონის თავი მიმართეთ თქვენგან მოპირდაპირედ და ძლიერად დაჭირეთ გამფრქვევს 2-3-ჯერ - სანამ სპრეი არ გამოიფრქვევა. მნიშვნელოვანია სპრეის განაწილება ცხვირის ღრუს კედლებზე.
მოზრდილებში: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში არაუმეტეს საათში ერთჯერ.
3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში არაუმეტეს 3 საათში ერთჯერ.
მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის!
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე მჭიდროდ დახურულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე.
შემადგენლობა (1გ სპერი შეიცავს):
ქაცვის ზეთი 1.5 მგ, კალენდულას ნაყენი10 მგ, ექინაცეას ნაყენი 10 მგ, ევკალიპტის ზეთი 2 მგ, პიხტის ზეთი 1.5 მგ, ბაღის პიტნის ზეთი 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
გასუფთავებული წყალი, ეთილის სპირტი, გლიცერინი, ნატრიუმის ქლორიდი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ჟელატინი.
მოცულობა: 20 მლ.
დისტრიბუტორი:
JSC „Olainfarm”, Rūpnīcu iela 5, Olaine, LV-2114, Latvia
მომხმარებლის პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
აო “ოლაინფარმის” წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც მდებარეობს მისამართზე, თბილისი, საქართველო, ვაჟა ფშაველას გამზირი #71, ოფისი #7, 0186, +99532 44 00 20
მწარმოებელი:
SIA „SILVANOLS” შპს „სილვანოლსი“
Kurbada 2A, Rīga, LV-1009, Latvia