როგლიტი 8მგ #30ტ

როგლიტი
ROGLIT



საერთაშორისო დასახელება - rosiglitazone


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები; სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბ. 2 მგ: 60 ც.

შემოგარსული ტაბ. 4 მგ: 30 და 60 ც.
შემოგარსული ტაბ. 8 მგ: 30 ც.

1. რას წარმოადგენს ეს პრეპარატი და რა დაავადებებისას გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ, სანამ დაიწყებთ როგლიტის ტაბლეტების მიღებას?
3. როგორ უნდა მიიღოთ როგილიტის ტალეტბები?
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება.
5. შენახვის პირობები.

როგლიტი გარსით დაფარული ტაბლეტები 2 მგ
როგლიტი გარსით დაფარული ტაბლეტები 4 მგ
როგლიტი გარსით დაფარული ტაბლეტები 8 მგ
მოქმედი ნივთიერება:

როგლიტის 2მგ ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2.213 მგ როსიგლიტაზონის კალიუმს.
როგლიტის 4მგ ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 4.426 მგ როსიგლიტაზონის კალიუმს. როგლიტის 8მგ ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8.852 მგ როსიგლიტაზონის კალიუმს.
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
გარსი: opadrai II. 85F28751 თეთრი (ტალკი, მაკროგოლი 3000, ტიტანის დიოქსიდი C.I.77891, E 171, პოლივინილის სპირტი).
გარეგნულად:
როგლიტის გარსით დაფარული ტაბლეტები 2 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმაგად ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტები, წარწერით “A 03” ცალ მხარეს.
როგლიტის გარსით დაფარული ტაბლეტები 4 მგ:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმაგად ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტები, წარწერით “A 04” ცალ მხარეს.
როგლიტის გარსით დაფარული ტაბლეტები 8 მგ:
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმაგად ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტები, წარწერით “A 05” ცალ მხარეს.
შეფუთვა:
როგლიტის გარსით დაფარული ტაბლეტები 2 მგ: 10 ტაბლეტი ბლისტერში, რომელიც შედგება 3 ფენოვანი ალუმინის ფოლგისაგან, დაფარული პოლიამიდითა და პოლივინქლორიდით, და მაგარი ალუმინის ფოლგისაგან, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
როგლიტის გარსით დაფარული ტაბლეტები 4 მგ: 10 ტაბლეტი ბლისტერში, რომელიც შედგება 3 ფენოვანი ალუმინის ფოლგისაგან, დაფარული პოლიამიდითა და პოლივინქლორიდით, და მაგარი ალუმინის ფოლგისაგან, 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
როგლიტის გარსით დაფარული ტაბლეტები 8 მგ: 10 ტაბლეტი ბლისტერში, რომელიც შედგება  ფენოვანი ალუმინის ფოლგისაგან, დაფარული პოლიამიდითა და პოლივინქლორიდით, და მაგარი ალუმინის ფოლგისაგან, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

როგლიტი წარმოადგენს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატს და განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის II ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მიზნით.
II ტიპის შაქრიანი დაავადებისას ავადმყოფის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს საკმარისი რაოდენობით ან წარმოებული ინსულინი ნაკლებ ეფექტურია. ინსულინი, როგორც ბუნებრივი ქიმიური ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, მონაწილეობს შაქრის დონის რეგულაციაში. პრეპარატი ახდენს ორგანიზმში სეკრეტირებული ინსულინის აქტივობის გაძლიერებას და სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
პრეპარატი მიიღება მხოლოდ კომბინაციაში სულფონილშარდოვანასთან ან მეტფორმინთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს.

მიღების წესები და დოზები
როგორ უნდა მიიღოთ როგლიტის ტაბლეტები?
პრეპარატი უნდა იქნეს მიღებული ექიმის მიერ მითითებული დოზით, მითითებული ვადის განმავლობაში და წესით, ვინაიდან ისინი შერჩეულია თქვენი ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით.
ჩვეულებრივ დღე-ღამის დოზა შეადგენს 4 მგ და ნაწილდება 1 ან 2 მიღებაზე (დილას და საღამოს). საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დღე-ღამის დოზა გაზარდოს 8 მგ-მდე. ტაბლეტებს იღებენ დამოუკიდებლად საკვების მიღებისაგან ან ჭამის დროს, ან უზმოზე ჭიქა წყლის დაყოლებით და დაუღეჭავად. მიზანშეწონილია ტაბლეტების მიღება ყოველდღე დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს.
თუ თქვენ ჩათვლით, რომ პრეპარატის მოქმედება ზედმეტად ძლიერია ან პირიქით, ზედმეტად სუსტია, პრეპარატის დოზა არ შეცვალოთ თქვენი შეხედულებისამებრ – რჩევა ექიმს ჰკითხეთ.
ექიმი დაგინიშნავთ დიაბეტის შინაგანად მისაღებ სხვა წამლებს როგლიტის ტაბლეტებთან ერთად.
მკურნალობის პირველ წელს ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორულ ანალიზებს ატარებენ ყოველ ორ თვეში, შემდეგ მათ პერიოდულად იმეორებენ.
დიეტის დაცვა, რომელიც დაწყებულია როგლიტის ტაბლეტებით მკურნალობამდე და მიმართულია სხეულის ზედმეტი წონის შესამცირებლად, საჭიროა მთელი მკურნალობის განმავლობაში.
მკურნალობის დროს საჭიროა სხეულის წონის რეგულარული კონტროლი. სხეულის წონის სწრაფი მომატების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი ან აღმოაჩინეთ, რომ თქვენს წამალს ვინმე სხვა იღებს, ამის შესახებ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან პროვიზორს და აჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება,
გამოტოვებული დოზა მიიღეთ რაც შეიძლება ადრე, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
არასოდეს არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად!

გვერდითი მოვლენები

როსიგლიტაზონის მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას შესაძლებელია:
წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის მხრივ: ხშირად სისხლნაკლებობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:
ხშირად შაქრის დაბალი დონე სისხლში; იშვიათად შაქრის მაღალი დონე სისხლში, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება, ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად თავის ტკივილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად ნაწლავში გაზების წარმოქმნის გაძლიერება, ღებინება, მუცლის ტკივილი, უსიამოვნი შეგრძნებები შეწოვის დარღვევის გამო; იშვიათად გულისრევა, მადის დაკარგვა, გაუვალობა.
როსიგლიტაზონის სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში მიღებისას:
წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის მხრივ:
იშვიათად სისხლნაკლებობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ:
ხშირად შაქრის დაბალი დონე სისხლში, სხეულის წონის მომატება; იშვიათად ქოლესტერინის, ცხიმების ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
იშვიათად ძილიანობა, თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის რომელიმე ნაწილში.
სუნთქვის ორგანოების მხრივ:
იშვიათად ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად ნაწლავში გაზების წარმოქმნის გაძლიერება, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის მომატება.
სხვა მოვლენები:
მომატებული დაღლილობა, ძალების დაქვეითება. თქვენს მკურნალ ექიმს ან პროვიზორს შეატყობინეთ ამ ინსტრუქციაში მიუთითებელი ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლინების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ორსულობას ან ძუძუთი კვებას გეგმავთ, მაშინ მკურნალობის დაწყებამდე ამის შესახებ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს და რჩევა ჰკითხეთ. ჩასახვის შემთხვევაში როგლიტის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს, რომლის შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღების დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს საინფორმაციო ფურცელი.
- შეინახეთ იგი, ვინაიდან თქვენ მომავალში შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მასში გადმოცემული ინფორმაცია.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.
- ეს პრეპარატი ექიმმა თქვენ გამოგიწერათ – ის არ მისცეთ სხვას არავის, ვინაიდან ის შესაძლებელია სხვებისათვის მავნებელი აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ჩივილები თქვენსას ჰგავს.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება:
- მაღალი მგრძნობელობისას (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- არსებული ან წარსულში განვითარებული გულის უკმარისობისას;
- ღვიძლის ნებისმიერი დაავადებისას;
- ღვიძლის ფუნქციის ცუდი ლაბორატორული მაჩვენებლებისას;
- ინსულინით მკურნალობისას;
- სამმაგ კომბინაციაში შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან;
- თირკმელების მძიმე დაავადებებისას, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ავადმყოფთა ამ ჯგუფში შესწავლილი არ არის;
- ორსულობის დროს, ვინაიდან ასეთი ავადმყოფებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის;
- ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ჩვილ ბავშვებზე პრეპარატის მოქმედება უცნობია;
- 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკის ჯგუფში დადგენილი არ არის.
მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი დიეტის აუცილებელი დაცვით. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში დიდ როლს თამაშობს საკვების კალორიულობისა და სხეულის ჭარბი წონის შემცირება, ასევე ფიზიკური ვარჯიში, ვინაიდან ისინი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდას ინსულინის მოქმედების მიმართ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მარტო მკურნალობის დასაწყისში, არამედ წამლით მკურნალობის ეფექტურობის შენარჩუნებაშიც. დიეტის დაცვა და სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი აუცილებელია მკურნალობის მთელ პერიოდში.
როდის უნდა გამოვლინდეს განსაკუთრებული სიფრთხილე?
როდესაც გაგაჩნიათ საკვერცხეების მრავალკისტოზური სინდრომი, აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან პრეპარატი ხელს უწყობს ჩასახვას. რჩევა ჰკითხეთ თქვენს გინეკოლოგს თქვენთვის მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების შერჩევაში.
მნიშვნელოვანი ცნობები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების შესახებ.
ლაქტოზას (რძის შაქრის) აუტანლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ როგლიტის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას: 2 მგ ტაბლეტი შეიცავს 54.403 მგ ლაქტოზას, 4 მგ ტაბლეტი – 108.806მგ და 8 მგ ტაბლეტი – 217.612 მგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიუხედავად იმისა, რომ, ჩვეულებრივ როგლიტის ტაბლეტებით მკურნალობის დროს შეიძლება გაგრძელდეს სხვა წამლების მიღება, მაინც შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს თქვენს მიერ ამჟამად მისაღები ან მომავალში დაგეგმილი წამლების მიღების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილის შესახებაც.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 15-30°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის მიღება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რერცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გედეონ რიხტერი

უნგრეთი