როქსიბელი 150მგ #10ტ

როქსიბელი
ROXYBEL


საერთაშორისო დასახელება - roxithromycin

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - J01FA06

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მაკროლიდები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

150 მგ შემოგარსული ტაბლეტი 10ც ბლისტერში

მოქმედი ნივთიერება: როქსითრომიცინი 150მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ოქსიეთილენის ოქსიპროპილენის პოლიმერი, პოვიდონი, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, აეროსილი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

როქსითრომიცინი – ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან. უკავშირდება რიბოსომების 50s - სუბერთეულს, აფერხებს პროტეინების სინთეზს. ავლენს პოსტანტიბიოტიკურ ეფექტს. ლეიკოციტებსა და მაკროფაგებში აღინიშნება როქსითრომიცინის მაღალი კონცენტრაცია.
ანტიბაქტერიული სპექტრი.
როქსითრომიცინი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია. როქსითრომიცინი მაღალაქტიურია A, B და C ჯგუფის Streptococcus, მათ შორის Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus mitis, Streptococcus saunguis, Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae მიმართ; ასევე Meningococcus, Neisseria meningitidis; Moraxella catarrhalis (Branhamella); Bordetella pertussis; Listeria monocytogenes; Corinobacterium diphteriae; Clostridium spp.; Mycoplasma pneumoniae; Pasteurella multocida; Ureaplasma urealiticum; Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci; Legionella pneumophila; Campilobacter spp.; Gardnerella vaginalis, Helicobacter pylori მიმართ. როქსითრომიცინი ავლენს სხვადასხვა დონის ეფექტურობას Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae, Bacteroides fragilis, Vibrio cholerae და Staphylococcus epidermidis მიმართ. Enterobacter და Pseudomonas რეზისტენტულნი არიან როქსითრომიცინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
როქსითრომიცინი კუჭის მჟავე არეში სტაბილურობის გამო კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაციის პიკი მიიღწევა ერთჯერადი დოზის - 150 მგ-ის მიღებიდან 2 საათში. პრეპარატის შეღწევა მცირდება მისი საკვების შემდგომ მიღებისას. პრეპარატი კარგად აღწევს მრავალ ქსოვილში, განკსაკუთრებით ფილტვებში, ნუშისებრ ჯირკვლებში, გენიტალურ ორგანოებში. პრეპარატი ასევე კარგად აღწევს უჯრედის შიგნით, განსაკუთრებით ლეიკოციტებსა და მონოციტებში და ახდენს მათი ფაგოციტური აქტივობის სტიმულირებას. აქედან გამომდინარე როქსითრომიცინი მაღალ აქტიურია ყველა უჯრედშიდა პარაზიტების, განსაკუთრებით Chlamydia trachomatis მიმართ. პრეპარატის 96% უკავშირდება პლაზმის ცილებს. როქსითრომიცინის მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში; პრეპარატის ძირითადი ნაწილი შეუცვლელი ან შეცვლილი სახით გამოიყოფა ფეკალიებით, დაახლოებით 7 - 12% გამოიყოფა შარდით, 15% - ფილტვებით. ნახევრადგამომყოფი პერიოდი შეადგენს 8-13 საათს, რომელიც ბავშვებში უფრო ხანგრძლივია.

ჩვენებები

• ყელ-ყურ ცხვირის ინფექციები: ტონზილიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი.
• რესპირატორული ტრაქტის ინფექციები
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
• გენიტალური არაგონოკოკური ინფექციები

მიღების წესები და დოზები

როქსითრომიცინის პერორალური დოზა შეადგენს 300 მგ-ს ერთჯერადად ან 150 მგ-ს დღეში 2-ჯერ ჭამამდე. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობითა და ხანშიშესულ პირებში არ არის საჭიროება დოზის შემცირებისა. ღვიძლის დაავადებების მძიმე ფორმების დროს დოზა უნდა შემცირდეს 150 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრულ არეში, დიარეა.
კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ: ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ტრანსამინაზების დონის მატება.
მოულოდნელი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

სიფრთხილით ინიშნება ორსულობისას. მცირე ოდენობით (<0.05%) გამოიყოფა დედის რძით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი მიიღება ჭამის წინ. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინიშნება სიფრთხილით. ასეთ შემთხვევებში დოზა უნდა შემცირდეს 150 მგ-მდე. სიფრთხილით ინიშნება ორსულობისას. მცირე ოდენობით (<0.05%) გამოიყოფა დედის რძით.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას ინიშნება აბსორბენტები, წარმოებს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

როქსითრომიცინი არ ქმნის ციტოქრომა P450 სისტემასთან სტაბილურ კომპლექსებს. არ ურთიერთქმედებს ორალურ კონტრაცეპტივებთან. ერგოტამინი და დიჰიდროერგოტამინი აძლიერებენ როქსითრომიცინის ეფექტს. კარბამაზეპინის, თეოფილინის და ვარფარინის მიღებისას დოზა არ საჭიროებს კორექციას. როქსითრომიცინი არ ურთიერთქმედებს H2-რეცეპტორების აგონისტებთან და ანტაციდებთან. ეფექტურია კომბინაციურ თერაპიაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთად H. pylori-ით გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25ºC, სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვადა მითითებულია შეფუთვაზე. პრაპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ნობელფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.

თურქეთი