როქსისპესი
Roxyspes
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
როქსიტრომიცინი 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპროლოზა, პოლოვიდონი, სილიციუმის ორჟანგი, პოლოქსალკოლი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, დექსტროზა, პროპილენ გლიკოინი, ტიტანიუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
როქსიტრომიცინი წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკს მაკროლიდების ჯგუფიდან. მედიკამენტს ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus spp. (Str. Pyogenes, β ჰემოლიზური სტრეპტოკოკი A, B, C, F, G ჯგუფის, Str. Pneumonie, Str mutas, Str sanguis, Str miteor) ზოგიერთი სახეობის სტაფილოკოკებიStaphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis, Bacillus cereus, Corinebacterium diphteriae, Listeria monocytogenes;
გრამ უარყოფითი ბაქტერიები: Bordetella pertussis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Gardnerella vaginalis, Haemophilus, ducreyi, Haemopilus influenzae, Helicibacter pylori, Legionella pneumophilia,
Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Pasteurela multocida, Vibrio cholerae;
ანაერობული ბაქტერიები: Actinomyces spp, Bacteroides oralis, Bacteroides urealiticus, Clostridium spp, Eubacterium spp, Peptococcus spp, Peptostreptococcus spp, Porphyromonas spp, Prevotella melaninogenica, Propionbacterium acnes.
როქსისპესი აგრეთვე აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Micoplazma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Toxoplsma gondii, Chlamydia pneuminiae, Chamidia psittaci, Chlamydia trachomatis, Cryptosporidium spp, Borrelia burgdorferi, Mycobacterium avium complex, Mycobacterium tuberculosis, Rickettsia richttsii.
ჩვენება:
პრეპარატი ეფექტურია მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
-ლორ ორგანოების ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი;
-ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ბრონქოპნევმონია, პნევმონია (ნეიტროპენიის და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, ჰოსპიტალური, ამბულატორიული და ატიპიური პნევმონია, რომელიც გამოწვეულია უჯრედშიდა გამომწვევებით – მიკოპლაზმა, ქლამიდია, ლეგიონელა), სასუნთქი გზების ქლამიდიური ინფექცია ახალშობილებსა და ბავშვებში;
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, ცელულიტი, კარბუნკული, პიოდერმია, იმპეტიგო, ინფექციური დერმატიტი, ერითრაზმა, მეორადი ინფექციური დერმატოზი, პარონიქია;
-ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
-რევმტიზმის მკურნალობა და პროფილქტიკა პენიცილინისადმი ალერგიის მქონე პაციენტებში;
-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, მწვავე გასტროენტეროკოლიტი (გამოწვული ჩამპყლობაცტერ ჯეჯუნი-ით);
-უროგენიტალური ინფექციები: ურეთრიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, კოლპიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი (მათ შორის ტოქსოპლაზმოზი ორსულებში);
-დიფტერია, აიროვანი განგრენა;
-ქლამიდიური კონიუნქტივიტი;
-პირის ღრუს ორგანოთა ინფექიები: პერიოდონტიტი, პერიოსტიტი;
-პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან ტეტრაციკლინების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
წინააღმდეგჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა როქსიტრომიცინის ან სხვა მაკროლიდების მიმართ;
ორსულობის I ტრიმესტრი.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილბში: 1 ტაბლეტი (150 მგ) 2-ჯერ დღეში ან 2 ტაბლეტი (300 მგ) 1-ჯერ დღეში, კვებამდე 15 წთ-ით ადრე.
მკურნალობის კურსი 5-10 დღე.
ქლამიდიური ინფექციისა და ტოქსოპლაზმოზის დროს: პირველი 3 დღე
2 ტაბლეტი (300 მგ) 2-ჯერ დღეში, Eკვების წინ; IV_VII Dდღეს 1 ტაბლეტი (150 მგ) 2-ჯერ დღეში, ოსრულობისას მკურნალობის კურსი ტარდება ორსულობის III, V და VII თვეებზე.
ბავშვებში: 5-8 მგ/კგ წონაზე 2–ჯერ დღეში, 15 წთ-ით ადრე კვებამდე, მკურნალობის ხანგრძლოვობა 5-10 დღე.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინიშნება 150 მგ 1-ჯერ დღეში.
თირკმლის დისფუნქციის დროს დოზის მოდიფიცირება არ არის საჭირო.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია კუჭის გამორეცხვა, პრეპარატის მიმართ ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა:
#10 ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.
მწარმოებელი:
SPECIFAR S.A.
1, 28 ოქტოვრიუს ქ. 12351 აგ. ვარვარა, ათენი, საბერძნეთი
ტელ: +210 54 01 500
ელ-ფოსტა: [email protected]
ლიცენზიის მფლობელი :
Alet Pharmaceuticals SA, საბერძნეთი