როქსიტას-150
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: როქსითრომიცინი აბები 150მგ
სამკურნალო პროდუქტის ზოგადი ინფორმაცია
როქსიტასი არის ერითრომიცინის მსგავსი მაკროლიდური ანტიბიოტიკი, რომელიც ნაჩვენებია მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული რესპირატორული ტრაქტის ინფექციების, საშარდე გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ.
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული აბი შეიცავს:
როქსითრომიცინი BP --------------- 150მგ
ფერი კაშკაშა ლურჯი და ტიტანის დიოქსიდი
კლინიკური ფარმაკოლოგია:
როქსიტასი ეკვრის მგრძნობიარე ორგანიზმების 50 რიბოსომული ქვეჯგუფის P ადგილს და ახდენს რნმ-დამოკიდებული პროტეინის სინთეზის ინჰიბირებას რიბოსომიდან პეპტიდილ T-რნმ-ის დაშლის სტიმულირებით.
ის ეფექტურია გრამ პოზიტიური და გრამ ნეგატიური ბაქტერიების მიმართ. მინიმალური მაღალი კონცენტრაციები ყველაზე მგრძნობიარე შტამებისათვის მერყეობს დაახლოებით 0.03-1 მსგ/მლ-ს შორის, თუმცა ორგანიზმი მინიმალური მაღალი კონცენტრაციებით დაახლოებით 2მსგ/მლ-მდე ზოგადად ითვლება მგრძნობიარედ. პერორალური მიღების შემდეგ როქსიტასი კარგად აბსორბირდება. დაახლოებით 6-8 მსგ/მლ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 150 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ. აბსორბცია მცირდება, როდესაც პრეპარატის მირება ხდება არა ჭამის შემდეგ, არამედ ჭამამდე. ის ფართოდ ვრცელდება ქსოვილებში და ორგანიზმის სითხეში. დაახლოებით 96% ეკვრის პლაზმის პროტეინებს. როქსითრომიცინის მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება ღვიძლში. დოზის უდიდესი ნაწილი გამოიყოფა განავალში უცვლელი პრეპარატისა და მეტაბოლიტების სახით. აღმოფხვრის ნახევარ პერიოდია 8-13 საათი.
ჩვენებები:
როქსიტასი ნაჩვენებია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების, საშარდე გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, ძვლის ინფექციების, სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ.
დოზირება და მიღების წესი:
როქსიტასი ნაჩვენებია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების, საშარდე გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, ძვლის ინფექციების, სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები და გაფრთხილებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია როქსითრომიცინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ჰეპატური უკმარისობის დროს ან როდესაც ის მიიღება პოტენციურ ჰეპატოტოქსიკურ საშუალებებთან ერთად. ერითრომიცინისა და ტერფენადინის ურთიერთქმედების თვალსაზრისით, სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც როქსიტასი მიიღება იმ პაციენტის მიერ, რომელიც მკურნალობს ტერფენადინით.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატი გამოიყენება ორსულებში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. ის გამოიყოფა დედის რძეში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
პრეპარატის მიღება ერგოტამინთან ან მისგან ნაწარმოებ საშუალებებთან იწვევს არტერიულ სპაზმს, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს იშემია. აბსორბცია მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად.
გვერდითი ეფექტები:
როქსიტასი საერთოდ კარგად გადაიტანება. ყველაზე ხშირად ვლინდება კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები მაგ. გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. სხვა გვერდითი ეფექტებია: სისუსტე, კანდიდოზი, თავბრუსხვევა, ტინიტი, თავის ტკივილი, ეგზემა, ანორექსია, გამონაყარი ქავილით, ჭინჭრის გამონაყარი, მხედველობის დარღვევა და სხვ.
შეფუთვა:
როქსიტასის აბები წარმოდგენილია ბლისტერებში. თითოეულ ბლისტერში 10 აბი, რომელიც მოთავსებულია მუყაოს ნაბეჭდ კოლოფში. თითოეულ კოლოფში არის 10 ამგვარი ბლისტერი (10X10).