რუდაზა 3000ერთ#10სუპოზ.ვაგ/რექ

რუდაზა 3000ერთ#10სუპოზ.ვაგ/რექ

შემადგენლობა:

პრეპარატის რუდაზა რექტალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის განკუთვნილი 1 სანთელი შეიცავს:

ჰიალურონიდაზას წყალში ხსნად მაღალმოლეკულურ მტარებელთან (პოლიოქსიდონთან) -3000მე; კონიუგატს. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რუდაზა - პროტეოლიზური ფერმენტის ჰიალურონიდაზას მაკრომოლეკულური კომპლექსი მაღალმოლეკულურ მტარებელთან. მტარებლის სახით გამოიყენება ნ-ოქსიდ პოლი-1,4 ეთილენპიპერაზინის ჯგუფის წარმოებული ნივთიერება. ავლენს მაღალ ჰიალურონიდაზულ აქტივობას, რაც რამდენჯერმე აჭარბებს ნატიური ჰიალურონიდაზას მოქმედებას (კონიუგატის მაღალი გამძლეობის ხარჯზე ტემპერატურის და მაინჰიბირებელი ნივთიერებების მიმართ).

პრეპარატ რუდაზას ახასიათებს გამოხატული იმუნომოდულაციური, შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ხელატური მოქმედება.

ჰიალურონიდაზას სპეციფიკურ სუბსტრატებს წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებები - გლუკოზამინოგლიკანები (მათ შორის ქონდროიტინ-6-სულფატი, ქონდროიტინ-4-სულფატი, ქონდროიტინი და ჰიალურონის მჟავა). ჰიდროლიზის შედეგად ქვეითდება გლიკოზამინოგლიკანების წებოვნება და წყლის და მეტალების იონების შეკავშირების უნარი. რის შედეგადაც იმატებს ქსოვილების გამტარობა და ტროფიკა, მცირდება შეშუპება, იწოვება ჰემატომები, აგრეთვე უმჯობესდება ნაწიბუროვანი უბნების ელასტიურობა. ამას გარდა გლიკოზამინოგლიკანების გლიკოლიზის შედეგად მცირდება ან სრულიად იხსნება შეხორცებები და კონტაქტურები, აგრეთვე იზრდება სახსრების მოძრაობა.

პრეპარატ რუდაზას მაქსიმალური ეფექტურობა აღინიშნება პათოლოგიური პროცესის საწყის სტადიაში გამოყენებისას.

პრეპარატ რუდაზას ანტიოქსიდანტური ეფექტი რეალიზდება აქტიური ნივთიერების რკინის იონების დამაკავშირებელი უნარით, რაც ააქტიურებს თავისუფალ რადიკალურ რეაქციებს, ასტიმულირებს კოლაგენის და ჰიალურონიდაზას ინჰიბიტორების სინთეზს.

რუდაზა ახდენს გამოხატულ ფიბროზის საწინააღმდეგო ეფექტს. რაც დამტკიცებულია რიგი ელექტრო-მიკროსკოპიული, ბიოქიმიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით პნევმოფიბროზის მოდელებზე.

პრეპარატი არეგულირებს ანთების მედიატორების სინთეზს, ასტიმულირებს ჰუმორულ იმუნიტეტს, აგრეთვე ასუსტებს ანთებითი პროცესის მწვავე ფაზის მიმდინარეობის გამოხატულებას. რუდაზა შეიძლება გამოიყენებოდეს უხეში დანაწიბურების და შეხორცების პროცესის პროფილაქტიკისთვის, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რადგან არ იწვევს ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებას და ინფექციური პროცესის პროგრესირებას, აგრეთვე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენაზე.

პრეპარატ რუდაზის გამოყენება იძლევა სხვა პრეპარატების ბიოშეღწევადობის მომატების საშუალებას, აგრეთვე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების დაჩქარების შესაძლებლობას. პრეპარატ რუდაზას ახასიათებს დაბალი ტოქსიკურობა, პრეპარატის აქტიური კომპონენტი არ მოქმედებს ნორმალურ რეპროდუქციულ ფუნქციაზე და იმუნური სისტემის ფუნქციაზე. რუდაზას არ ახასიათებს კანცეროგენური, მუტაგენური და ტერატოგენური მოქმედება, რექტალური გამოყენებისას პრეპარატ რუდაზის აქტიური კომპონენტი კარგად შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1 საათში. პრეპარატის რუდაზა ვაგინალური ან რექტალური შეყვანისას, ბიოშეღწევადობა აღწევს 70%-ს. პრეპარატი გადის ოფთალმოლოგიურ, ჰემატოპლაცენტურ და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

მტარებელი ორეგანიზმში იშლება ოლიგომერებად, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით, ორი ფაზით.  ჰიალურონიდაზა ორგანიზმში ექვემდებარება ჰიდროლიზს. აქტიური კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი რექტალური ან ვაგინალური შეყვანისას შეადგენს 42-დან 84-მდე საათს.

მიღების ჩვენება:

პრეპარატის რუდაზა სანთლები გამოიყენება იმ პაციენტების კომპლექსურ თერაპიაში, რომელთა დაავადებებსაც ახლავს შემაერთებელი ქსოვილის ჰიპერპლაზია.

კერძოდ პრეპარატი რუდაზა ინიშნება:

უროლოგიურ პრაქტიკაში ქრონიკული პროსტატიტის და ინტერსტიციული ცისტიტის დროს, აგრეთვე შარდსადენის და შარდსადენების შევიწროებისას, პეირონის დაავადებისას და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ადრეულ სტადიაში.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესებისას, რომლებსაც ახლავს შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (მათ შორის საშვილოსნოსშიდა სინექიებისას, ენდომეტრიტის ქრონიკული ფორმის და მილოვან-პერიტონეალური უნაყოფობის დროს).

ქირურგიულ პრაქტიკაში ჰიპერტროფიული ნაწიბურებისას (მათ შორის დამწვრობის, პიოდერმიის, ტრავმების, ოპერაციების დროს), ჩირქოვანი პროცესებისას მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, აგრეთვე ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობების დროს.

დერმატოვენეროლოგიურ პრაქტიკაში შემოფარგლული სკლეროდერმიის, აგრეთვე კელოიდური და ჰიპერტროფული ნაწიბურებისას ტრავების და დამწვრობის, პიოდერმიის, ოპერაციის შემდეგ.

პულმონოლოგიურ პრატიკაში და ფტიზიატრიაში, პნევმოსკლეროზის, კავერნოზულფიბროზული ან ინფილტრაციული ტუბერკულოზისას, ტუბერკულომისას, ფიბროზული ალვეოლიტისას, აგრეთვე პნევმოფიბროზის, სიდეროზის, პლევრიტის და ინტერსტიციული პნევმონიისას.  

ორთოპედიაში რუდაზა გამოიყენება სახსრების კონტრაქტურის, ართროზის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის და ჰემატომების დროს. აგრეთვე პრეპარატი რუდაზა შეიძლება დაინიშნოს ანტიმიკრობული პრეპარატების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ბიოშერწევადობის გაზრდისთვის უროლოგიურ, პულმონოლოგიურ, გინეკოლოგიურ და დერმატოვენეროლოგიურ პრაქტიკაში.

ექიმის გადაწყვეტილებით პრეპარატი რუდაზა შეიძლება გამოიყენონ სტრიქტურების და ნაწიბურების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, ოპერაციული ჩარევების შემდეგ.

გამოყენების მეთოდი:

რუდაზას სანთლები განკუთვნილია რექტალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის. რექტალურად პრეპარატის შეყვანა საჭიროა ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. ვაგინალური სანთლები როგორც წესი შეყავთ ძილის წინ, მწოლიარე მდგომარეობაში. პრეპარატ რაუდაზას გამოყენების ხანგრძლივობას და დოზას განსაზღვრავვს ექიმი.

უროლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რუდაზა რექტალურად 48 საათში ერთხელ, 10 დოზის შეყვანის შემდეგ, მიღებას შორის ინტერვალი იზრდება 2-3 დღემდე. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 20 სანთელს.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რუდაზა რექტალურად ან ვაგინალურად 3 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10 სანთელს. აუცილებლობისას ძირითადი კურსის შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია.

დერმატოვენეროლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად 2-3 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10-15 სანთელს.

ქირურგიულ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად 2-4 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10 სანთელს.

პულმონოლოგიურ პრატიკაში და ფტიზიატრიაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად 3-5 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10-20 სანთელს. პრეპარატ რუდაზას განმეორებითი კურსი როგორც წესი ინიშნება წინას დამთავრებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. შემანარჩუნებელი თერაპიის სახით დასაშვებია 1 სანთლის დანიშვნა 5-7 დღეში ერთხელ 3-4 თვის განმავლობაში. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აგრეთვე იმ პირებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ სისხლდენა აღენიშნებოდათ რეკომენდებული არ არის კვირაში 1 სანთელზე მეტის დანიშვნა.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატის რუდაზა გამოყენებისას, ერთეულ შემთხვევებში აღინიშნა სისტემური ან ადგილობრივი ალერგიული რექციები.

უკუჩვენება:

პრეპარატი რუდაზა არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სანთლის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

პრეპარატი რუდაზა არ გამოიყენება იმ პაციენტების თერაპიაში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. პედიატრიულ პრაქტიკაში რუდაზას სანთლები გამოიყენება მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

პრეპარატის რუდაზა დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, აგრეთვე იმ პირებში, რომლებმაც უახლოეს წარსულში გადაიტანეს სისხლდენა. რუდაზას სანთლები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექციური დაავადების მწვავე ფორმა (პრეპარატის რუდაზა დანიშნვნა დასაშვებია მხოლოდ ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად).

ორსულობა:

პრეპარატი რუდაზა რეკომენდებული არ არის ორსული და მეძუძური ქალების მკურნალობისთვის.

თუ ლაქტაციის დროს შეუძლებელია რუდაზას გამოყენების თავიდან აცილება, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

რუდაზა ზრდის ანტიმიკრობული საშუალებების, დიურეზული პრეპარტების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ეფექტურობას. აღინიშნება პრეპარატის რუდაზა ეფექტურობის დაქვეითება სალიცილატების, ესტროგენების, კორტიზონის, ანტიჰისტამინური საშუალებების და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყენებისას.

პრეპარატი რუდაზა არ უნდა დაინიშნოს ფუროსემიდთან, ფენიტოინთან და ბენზოდიაზეპინებთან ერთად.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატ რუდაზის სანთლის ფორმით გამოყენებისას, დოზის გადაჭარბება არ აღინიშნა.

გამოშვების ფორმა:

სანთლები ვაგინალური ან რექტალური გამოყენებისთვის რუდაზა 3000მე #10.

შენახვის პირობები:

პრეპარატ რუდაზის შენახვა რეკომენდებულია 25 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

უპირატესობები:

- მაღალი ფერმენტული აქტივობა, ტემპერატურის და ინჰიბიტორებისადმი გამძლეობა

- პროლონგირებული მოქმედება - ინიშნება 3-5 ღეში ერთხელ

- გამოხატული ანტიფიბროზული თვისებები

- კარგი ამტანობა

- ინიშნება ანთების მწვავე და ქრონიულ ფაზაში

- ზრდის იმუნურ პასუხს და ინფექციების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობას

- არ აზიანებს ნორმალურ შემაერთებელ ქსოვილს.

- არ ახასიათებს კანცეროგენური, მუტაგენური და ტერატოგენური მოქმედება.

- უსაფრთხოების მაღალი დონე, არ იწვევს ადგილობრივ და ზოგად ალერგიულ რეაქციებს.

გინეკოლოგიაში:

- მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესი შიგნითა სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას, პროფილაქტიკა და მკურნალობა.

- შეხორცებითი პროცესის მკურნალობა ოპერაციული ჩარევის შემდეგ (მათ შორის აბორტისშემდგომი გართულებები)

- საშვილოსნოსშიდა სინექიები

- ქრონიკული ენდომეტრიტი

- მილოვან-პერიტონეალური უნაყოფობა

- სამკურნალო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ბიომისაწვდომლობის

გაზრდისთვის.

კლინიკური ეფექტურობა:

მუცლის ქვედა ნაწილში “მქაჩავი” ტკივილის გაქრობა.

მენსტრუალური სისხლის დანაკარგის მოცულობის შემცირებაც

მოყავისფრო-ვარდისფერი გამონადენის გაქრობა

მენსტრუალური ტკივილის შემცირება ან გაქრობა

ტკივილის შეწყვეტა.

საშვილოსნოს მილის გამავლობის აღდგენა საშვილოსნოსშიდა სინექიების პირველი-მეორე ხარისხის მქონე პაციენტების 83,3%-ში.

60% პაციენტებში მცირე მენჯის ღრუში მე-3-მე-4 ხარისხის შეხორცებების არსებობისას, საშვილოსნოს მილების გამავლობის აღდგენა ერთ ან ორივე მხარეს.

მე-2-მე-3 ხარისხის საშვილოსნოსშიდა სინექიების მქონე პაციენტების 88,8%-ში საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციის არ არსებობა.

ენდომეტრიუმის ნორმალური სტრუქტურის აღდგენა ყველა ქალში, რომელმაც ჩაიტარა მკურნალობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად ან ვაგინალურად 3 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10 სანთელს. აუცილებლობისას ძირითადი კურსის შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია.

უროლოგიაში:

ქრონიკული პროსტატიტი

ინტერსტიციალური ცისტიტი

შარსადენის და შარდსაწვეთების შევიწროება

პეირონის დაავადება

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საწყისი სტადია

სამკურნალო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ბიოშეღწევადობის გაზრდა.

კლინიკური ეფექტურობა:

ქრონიკული პროსტატიტი

რუდაზათი მკურნალობის ეფექტურობა შეადგენდა 76-84%-ს, ანთებითი პროცესის აქტივობის მიხედვით.

ქრება ან ნაკლებ ინტენსიური ხდება ტკივილი და პარესთეზიები

მცირდება დიზურია

უმჯობესდება შარდის გამოყოფის მაჩვენებლები

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი შეადგენს 20 სუპოზიტორიას. თითო სუპოზიტორია დღეგამოშვებით (10 სუპოზიტორია), შემდგომ თითო სუპოზიტორია 2-3 დღეში ერთხელ.

დერმატოვენეროლოგიაში:

შემოფარგლული სკლეროდერმია;

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ფიბროზული გართულებების პროფილაქტიკა.

კლინიკური ეფექტურობა:

ნაწიბურის ზომის და კანის დეფორმაციის შემცირება, ნაწიბურის მიდამოში

ტკივილის, პარესთეზიის, ქავილის შემცირება

ნაწიბურის შეფერილობის ნორმალიზაცია

ნაწიბურის და შეუცვლელი კანის გაერთგვაროვნება

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი 15 სანთელი: 1 სანთელი 1-2 დღეში ერთხელ.

ქირურგიაში:

შეხორცებითი პროცესის პროფილაქტიკა და მკურნალობა მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ;

ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობები.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი 10 სანთელი. 1 სანთელი 2-3 დღეში ერთხელ.

პულმონოლოგიაში და ფტიზიატრიაში

პნევმოფიბროზი;

სიდეროზი;

ტუბერკულოზი (კავერნოზულ-ფიბროზული, ინფილტრაციული, ტუბერკულომა);

ინტერსტიციალური პნევმონია

ფიბროზული ალვეოლიტი

პლევრიტი.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი 20 სანთელი. 1 სანთელი 2-4 დღეში ერთხელ.

მწარმოებელი:

CYDONIA Phytopharmaceuticals, ბოსნია-ჰერცოგოვინია