საბალ-ჰომაკ.1.1მლ #1ა

საბალ-ჰომაკორდი
Sabal-Homaccord
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ
საინექციო ხსნარი 1,1 მლ ამპულა #1

წვეთები: 100 გ (105 მლ) შეიცავს: Sabal serrulatum Q 0,9 g, Sabal serrulatum D10 0,3 g, Sabal serrulatum D30 0,9 g, Hepar sulfuris D10 0,7 g, Hepar sulfuris D15 0,7 g, Hepar sulfuris D30 0,7 g, Hepar sulfuris D200 0,7 g. Ethanol 43 vol%.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Sabal serrulatum D2, Sabal serrulatum D10, Sabal serrulatum D30 _ შესაბამისად 3.3 მკლ; Hepar sulfuris D12, Hepar sulfuris D15, Hepar sulfuris D30, Hepar sulfuris D200 _ შესაბამისად 7,7 მკლ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

ჩვენებები

პროსტატის ადენომის პირველი სტადია (გასინჯვისას წინამდებარე ჯირკვალი გადიდებულია), ცისტალგია.

მიღების წესები და დოზები

წვეთები: ჩვეულებრივ _ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში; მწვავე მდგომარეობისას _ იწყებენ 8-10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არაუმეტეს 2 საათისა. შარდის გამოყოფის დარღვევისას _ 15 წუთში ერთხელ 10 წვეთი, 1-2 საათის განმავლობაში შემდეგ პრეპარატებთან ერთად _ ღენეელ (შარდსასქესო ორგანოების დაავადებები), Spascupreel (სპაზმები, სტრანგურია), Berberis-Homaccord (თირკმელ-კენჭოვანი დაავადება), Traumeel S (შარდსასქესო ორგანოების ინფექციები), Solidago compositum S.
საინექციო ხსნარი: მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე, ჩვეულებრივ 1-3-ჯერ კვირაში ერთი ამპულა კანქვეშ, კუნთში, ვენაში, კანში.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები

Sabal-Homaccord ინიშნება პროსტატიტის, შარდსასქესო გზების გაღიზიანების და ანთებებისას; ასევე, როგორც დამხმარე თერაპია, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, ჰიდრონეფროზის და პიელოცისტიტისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH

გერმანია