სეპტოგალი #20ტ

სეპტოგალი
(Septogal)


წამლის ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები

შემადგენლობა: ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: 0,5 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი, 3,0 მგ მენთოლი, 0,6 მგ თიმოლი, 0,6 მგ ევკალიპტის ეთერის ზეთი, 1,0 მგ ბაღის პიტნის ეთერის ზეთი.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალება.
   
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სეპტოგალის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები თავიანთი ძირითადი მოქმედებით წარმოადგენენ ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკურ საშუალებას. პრეპარატის ძირითადი ეფექტის მატარებელია – ბენზალკონიუმის ქლორიდი და მენთოლი, თუმცა თიმოლი, ბაღის პიტნა და ევკალიპტი, ასევე უწყობენ ხელს პრეპარატის ეფექტურობის გაუმჯობესებას. სეპტოგალის საწუწნი ტაბლეტები ხსნიან პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებს, გააჩნიათ სასიამოვნო, გამაგრილებელი გემო.

გამოყენების ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის მკურნალობა ჩვეულებრივი გაცივების დროს; მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომლის თანმხლებია ხმის ჩახლეჩვა; პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი.
 
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები ვითარდება ძალიან იშვიათად.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ 1 ტაბლეტის ოდენობით მის სრულ გაწოვამდე.

სიფრთხილეა საჭირო: პრეპარატის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის მიზანშწონილი. ვინაიდან სეპტოგალი შეიცავს საქაროზას, მისი გამოყენებისას შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში სიფრთხილეა საჭირო.

გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტები #20 შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გაიცემა ურეცეპტოთ.

მწარმოებელი ფირმა: “Iadran”  ხორვატია