სერიქსი
საკვები დანამატი
სერიქსი არის მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული დამამშვიდებელი საშუალება. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.
უძველეს დროშიც კი, კატაბალახა ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზეძ ლიერ ფსიქოტროპულ მცენარედ ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. კატაბალახა ხასიათდება ფსიქოტროპული, სედაციური, ანტისპაზმური მოქმედებით. ის ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას და ამგვარად მიიღწევა დამამშვიდებელი ეფექტი.
სერიქსი ამსუბუქებს დაღლილობის სიმპტომებსა და სტრესის უარყოფით ეფექტებს. ის ხსნის ნერვულ დაძაბულობას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს ძილს. სერიქსი აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და უზრუნველყოფს გუნება-განწყობილების ამაღლებას.
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
კატაბალახას ექსტრაქტი |
210 მგ |
კრაზანა |
35 მგ |
სვია |
52.5 მგ |
სამკურნალო ბარამბო |
52.5 მგ |
ჩვენებები: სერიქსი სასარგებლოა შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:
• ფიზიკური ან ემოციური გადაღლა
• უძილობა (ძილის დარღვევები)
• ქრონიკული სტრესი
• შფოთვა ან გაღიზიანებადობა
• შიში და მომატებული აგზნებადობა
• ნევრალგია
• დაღლილობა და ყურებში ხმაური
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე
დოზირება: სერიქსი მიიღება ჭამის შემდეგ. მიღება შესაძლებელია 8 კვირამდე დროის განმავლობაში.
ძილის დარღვევების დროს: 2-3 კაფსულა დაძინებამდე 3 საათით ადრე.
სხვ აჩვენებები: 1-3 კაფსულა დღეში
შეფუთვა: 60 კაფსულა შეფუთვაში.
სიფრთხილის ზომები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ დოზის გადაჭარბებას.
შენახვა: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, გრილ და მშრალ ადგილას.
Eubion Corporation Sp. Z o.o.
Al. Rzeczypospolitej 33A, Lok. 29,
შპს კორპორაცია ეუბიონი
რზესციპოპოლიტეჯის ქ. # 33ა, ლოკ. 29,
ვარშავა, პოლონეთი, 02-972.
www.eubion.eu