ბრენდის სახელწოდება: ს ი მ ა რ ი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორები
ჯენერიული ფორმა: -სილიმარინი,L ორნითინი,L ასპარტატი მულტივიტამინებით და ამინომჟავებით.
შემადგენლობა: სილიმარინი 140 მგ; L ორნითინი Lასპარტატი 250 მგ; BI 10მგ; B2-10მგ; B3-50მგ; B6-3მგ; ლიზინი-25 მგ
უზრუნველყოფს ღვიძლის დაცვას:
-იცავს ღვიძლს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან და ანთებისაგან
-აღადგენს დაზიანებული ღვიძლის უჯრედებს
-პაციენტს იცავს ღვიძლის ციროზის განვითარებისაგან
-აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას ვირუსული ჰეპატიტის დროს
ჩვენებები:
- ჰეპატიტები
- ღვიძლის გაცხიმოვნება
- ღვიძლის ციროზი
- ალკოჰოლური ღვიძლი
- სიყვითლე
- ენცეფალოპათიები
- ნარკოტიული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები
მითითება:
სიმარი გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ,მათ შორის:
-ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები,მათ შორის ქვე მწვავე ,ქრონიკული და აქტიური ვირუსული ჰეპატიტის დროს
-რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში მწვავე და ვირუსული ფორმების დროს
-ღვიძლის დაზიანების დროს ,გამოწვეული ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევით,სტეატოზით,ღვიძლის გაცხიმოვნებით
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ციროზების დროს
-პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში ლიპიდურ-ქოლესტერინის მეტაბოლიზმის დარღვევის დროს
-სამკურნალოდ,ჰეპატოტოქსიურობის დროს
-ჰალოგენის შემცველი ნახშირწყალბადებით და მძიმე მეტალებით მოწამვლის დროს
-ინიშნება როგორც კომბინაციაში ასევე მონოთერაპიაში ღვიძლის სხვადასხვა ტოქსიური დაზიანების დროს,მათ შორის :
-ორგანული გამხსნელებით მოწამვლა
-ღციძლის ალკოჰოლური დაზიანების დროს,მათ შორის ქრონიკული ალკოჰოლიზმი და ეთილის სპირტით მწვავე მოწამვლის დროს.
უკუჩვენება:
-პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
-პირველადი ბილიარული ციროზი და სიყვითლე
-ნეფროლითიაზი
-ჰიპერვიტამინოზი
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ვისაც აქვს მიდრეკილება თრომბოზისადმი და კუჭისა და 12 გოჯას წყლულოვანი დაზიანების დროს
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ზოგადად კარგად გადაიტანება,მაგრამ იშვიათ შემთხვევებსი გვხვდება დოზის ინდივიდუალური აუტანლობა
გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ :გულისრევა,დისკომფორტის შეგრძნება ,დიარეა
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრის :
თავბრუხვევა,კოორდინაციის დარღვევა,პერიფერიული ნეიროპათია
კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ:
კიდურების შეშუპება,გლიკოგენის უტილიზაცია,შრატის ლიპიდების შემცირება,ქსოვილოვანი ცხიმოვანი მჟავების შემცირება
ალერგიული რეაქციები:კანის სიწითლე,ქავილი ,გამონაყარი
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია თვითოეული პაციენტისთვის,დაავადების ბუნებისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩვეულებრივ მოზრდილებში ინიშნება 1 ან 2 კაპსულა,2 ჯერ დღეში.
მოზრდილებში ციროზის განსხვავებული ფორმების შემთხვევის დროს ინიშნება 2 კაფსულა 2 ჯერ დღეში
რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება ინსტრუქციის გაცნობის შემდგომ.
კაფსულის გაყოფა არ არის რეკომენდირებული,კაფსულის მიღების დროს აუცილებელია წყლის საკმაო რაოდენობით მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 3 თვეს.
სპეციალური შენიშვნები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
პაციენტებს უვითარდებათ:ღებინება,გულისრევა,თავის ტკივილი,თავბრუხვევა,კუნთების ტკივილი.
დამატებით შეიძლება განვითარდეს დიარეა,მუცლის ტკივილი,ალერგიული რეაქციები.
პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია.ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა 3 ბლისტერ შეფუთვით,მყარ ყუთში.
შენახვის პირობები: ინახება გრილ და მშრალ ადგილას 30 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე,შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: გამოშვებიდან 3 წლის მანძილზე, არ გამოიყენოთ ვადაგასული.
ტექნიკური შეთანხმება:
Millennium Pharmacy, Brixston Road 68,London,
SW9 6BH,Great Britain,
წარმოებულია Scottish Pharma,Mumbai India;
Lactonova Nutripharm Pvt Ltd,
81-3,IDA Mallapur,Hyderabad,
Telangana 500076,India
მარკეტინგული მხარდაჭერა 3D Ltd ,Georgia