სორბიფერ დურულესი+ვიტC #50ტ

სორბიფერ დურულესი+ვიტC #50ტ

სორბიფერ დურულესი
SORBIFER DURULES 


სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ /პროლონგირებული მოქმედების/

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს ორვალენტიანი რკინის სულფატის 320 მგ-ს, ექვივალენტით _ 100 მგ Fე2+. ტაბლეტი, ასევე, შეიცავს: ასკორბინის მჟავას, პოვიდონს, პოლიეთილენის ფხვნილს, კარბომერს 934 P-ს , მაგნიუმის სტეარატს, მყარ პარაფინს, ჰიპრომელოზას, მაკროგოლ 6000-ს, ტიტანის დიოქსიდს, რკინის ყვითელ ოქსიდს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინაამღდეგო პრეპარატი.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემია, რკინის დეფიციტი, პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის დროს და სისხლის დონორებში.

უკუჩვენებები:
საყლაპავი მილის სტენოზი და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული ცვლილებები, მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ, ჰემოსიდეროზი.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და მოზარდები:
1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებისათვის, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 3-4 ტაბლეტამდე დღეში, ორ მიღებაზე (დილით და საღამოს).
ორსულობის დროს:
პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი დღეში.
სამკურნალო დოზა: 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ან დაღეჭვა. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დააყოლოთ არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე. არ შეიძლება ტაბლეტების მიცემა ავადმყოფისათვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე. დეპოს შემდგომი შევსებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ინდივიდუალური ხანგრძლივი თერაპია (მუდმივი ან შესვენებებით) ხშირად ნაჩვენებია ავადმყოფებისათვის რკინის მნიშვნელოვანი რეგულარული დანაკარგით (მაგალითად: უხვი მენსტრუაციის დროს).

გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად და შეადგენს 7-20 %-ს დოზირებისას 100 – 400 მგ-მდე დღეში.
ხშირი (> 1/100): კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ყაბზობა, ფაღარათი. იშვიათი (<1/100): კუჭ-ნაწლავის მხრივ: საყლაპავი მილის წყლულოვანი დაზიანება, საყლაპავი მილის სტენოზი.
კანის საფარის მხრივ: გამონაყარი.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი მუცელში, ღებინება და ფაღარათი (ხანდახან სისხლით), გაუწყლოვება, აციდოზი, ძილიანობა და შოკი. ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ უსიმპტომო პერიოდიდან 6-24 საათის შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს: კოაგულოპათია, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი (გულის უკმარისობა მიოკარდიუმის დაზიანების გამო), ჰიპერთერმია, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, კომა. შემდგომში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და პილოროსტენოზი; სეპტიცემია, რომელიც გამოწვეულია Yersinia enterocolitica-თი; ნაწლავების პერფორაციის რისკი.
მკურნალობა: ჩვენების შემთხვევაში – მიეცით რძე და გამოიწვიეთ ღებინება (რაც შეიძლება ჩქარა). შემდეგ საჭიროებისამებრ, ავადმყოფს ამოურეცხეთ კუჭი 2გ/ლ კონცენტრაციის დეფეროქსამინით, შემდეგ დეფეროქსამინის 5 გ უნდა გაიხსნას წყლის 50-100 მლ-ში და ეს ხსნარი უნდა დარჩეს კუჭში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებება:
ერთდროული გამოყენებისას, სორბიფერ დურულესს შეუძლია შეამციროს ენოქსაცინის, კლოდრონატის, გრეპაფლოქსაცინის, ლევოდოფას, ლევოფლოქსაცინის, მეთილდოფას, პენიცილამინის, ტეტრაციკლინების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეწოვა. პრეპარატ სორბიფერ დურულესის და, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა. პრეპარატ სორბიფერ დურულესის და ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას შორის საჭიროა მაქსიმალურად შესაძლებელი დროის დაცვა. რეკომენდირებული დროის მინიმალური ინტერვალი პრეპარატთა მიღებას შორის შეადგენს 2 საათს, გარდა ტეტრაციკლინისა, როდესაც მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 3 საათი.
სორბიფერ დურულესი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში: ციპროფლოქსაცინი, დოქსიციკლინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი.

განსაკუთრებული მითითებები:
რკინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვების მოწამვლა.
რკინის პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
სორბიფერ დურულესი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
სორბიფერ დურულესის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გამოშვების ფორმა:
50 ან 30 ტაბლეტი თავსდება ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენური ჩასაკეტი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი