სუპრასტინი®
SUPRASTIN®
SUPRASTIN®
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდს 25 მგ.
აქტიური ნივთიერების გარდა ტაბლეტი, ასევე, შეიცავს: სტეარინის მჟავას, ჟელატინს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, ტალკს, კარტოფილის სახამებელს, ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ფარმაკოთერაპიული ჯუფი:
ჰისტამინური H1 - რეცეპტორების ბლოკატორი.
ჩვენებები:
სუპრასტინის ტაბლეტები განკუთვნილია ალერგიული რეაქციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ქავილი (ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, დერმატიტი მცენარეებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შემდეგ), კვებისა და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების, ასევე მწერის ნაკბენის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) სუპრასტინის ტაბლეტების აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
- ასთმის მწვავე შეტევა;
- დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში;
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა შეიძლება მიიღონ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით.
სუპრასტინის მიღება თანმხლები დაავადებების არსებობის დროს.
- ღვიძლის დაავადებების დროს სუპრასტინის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან სპეციალური კონსულტაციის შემდეგ - საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება შემცირდეს.
- თირკმელების დაავადების არსებობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
- ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გლაუკომა (პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გლაუკომის მწვავე შეტევა), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, კუნთების დაავადებები, შარდის შეკავება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, ხანგრძლივი ყაბზობა სუპრასტინის მიღება საჭიროა სიფრთხილით.
- ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღების შემდეგ განვითარებული თავბრუსხვევის, ალერგიის სიმპტომების გაძლიერების, ან სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ სავალდებულოა ეცნობოს ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები:
- სუპრასტინის ტაბლეტების გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ხანდაზმულ ან დასუსტებულ ავადმყოფებში, რადგან ამ დროს ხშირია გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება).
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ან დროულ ახალშობილებში. დანიშვნის საჭიროების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად.
- გვიან საღამოს პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომები (ტკივილი კუჭისა და ეპიგასტრიუმის არეში, კუჭის მჟავის გადასროლა საყლაპავ მილში).
- პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია.
- ყოველი ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატის 116 მგ-ს. ამ რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები ლაქტოზის დეფიციტის, ნივთიერებათა ცვლის იშვიათი დარღვევის – გალაქტოზემიის ან გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომის მქონე ავადმყოფებში.
სუპრასტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.
ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისიტემაზე, რის გამოც სუპრასტინით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის ჩატარებული ორსულ ქალებში ადექვატური, სათანადოდ კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ. თუმცა, აღწერილია შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იმ ახალშობილების თვალის ბროლის უკან, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო ორი კვირის მანძილზე. შესაბამისად, სუპრასტინის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, პირველი ტრიმესტრისა და ბოლო თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ რისკისა და სასარგებლო ეფექტის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლიობა ისაზღვრება ინდივიდუალურად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორები, (მაგალითად: მოკლობემიდი ან სელეგილინი) აძლიერებს ან ახანგრძლივებს სუპრასტინის ტაბლეტების ანტიქოლინერგიულ ეფექტებს (პირის სიმშრალე, გუგების გაფართოვება, მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდის შეკავება).
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სუპრასტინის სხვა სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ატროპინთან, მუსკარინერგულ პარასიმპათოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს. სუპრასტინს და ნებისმიერს ამ პრეპარატთაგანს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად, დაუღეჭავად წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილებში: ჩვეულებრივი დოზა 75-100 მგ (ერთი ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ).
ბავშვებში: 1-12 თვის ასაკში: 2-3 ხ ¼ ტაბლეტი; 1-6 წლის ასაკში: 3 ხ ¼ ან 2 ხ ½ ტაბლეტი.; 6-14 წლის ასაკში: 2-3 ხ ½ ტაბლეტი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმულებისა და დასუსტებული ავადმყოფებისათვის სუპრასტინის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით.
არ შეიძლება პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა, რადგან ეს შეიძლება გახდეს დაავადების რეცედივის მიზეზი.
სუპრასტინის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება ჭარბი დოზირების რისკის გამო.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰალუცინაციები, შფოთვა, მოძრაობის დარღვევა, სპაზმები, პირის სიმშრალე, გუგების უმოძრაობა, აჩქარებული გულისცემა, შარდის შეკავება; ბავშვებში _ შფოთვა, ცხელება და სახის სიწითლე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება შიგნით. რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სუნთქვითი მაჩვენებლების მონიტორირება, ასევე, სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალება, სუპრასტინის ტაბლეტებს შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, საჭიროა შეწყდეს სუპრასტინის ტაბლეტების მიღება და ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს მომატებულ მგრძნობელობას სუპრასტინზე
სუპრასტინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ნერვული გაღიზიანება, სპაზმი, ხელების კანკალი, თავის ტკივილი, უმიზეზოდ ამაღლებული გუნება-განწყობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: დისკომფორტი კუჭის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, უმადობა, მადის გაძლიერება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, შარდვის გაძნელება, კუნთების სისუსტე, სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ფოტომგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გლაუკომის შეტევა).
ძალიან იშვიათად, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ. აუხსნელი ცხელების, ლარინგიტის, ლოყების ლორწოვან გარსზე წყლულების, სიფერმკრთალის, სიყვითლის, სისხლნაჟღენთების, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენის განვითარებისას საჭიროა ექიმის კომნსულტაცია..
გამოშვების ფორმა
20 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
ან: 10 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ბლისტერი – სულ 20 ტაბლეტი თავსდება მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი