1.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
(TABEX)
შემადგენლობა:
- აქტიური შემადგენელი ნაწილი – ციტიზინი (Cystisine) 1.5 მგ.
- სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებარი ოპადრა II ყავისფერი (E464, ლაქტოზას მონოჰიდრატი, E171, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინი, E172).
რას წარმოადგენს ტაბექსი და რისთვის გამოიყენება
ტაბექსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ციტიზინს, რომელიც მწეველის ორგანიზმზე ნიკოტინის მსგავსად მოქმედებს. ტაბექსის გამოყენება იწვევს თამბაქოს მოწევის თანდათან შეწყვეტას სიგარეტის უარყოფასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებისა და დისკომფორტის გარეშე.
ჩვენება
ტაბექსი გამოიყენება თამბაქოს მოწევაზე დამოკიდებულ (ქრონიკული ტაბაკიზმი) ადამიანებში, რომლებსაც თავის დანებების სურვილი აქვთ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნიკოტინდამოკიდებულების სამკურნალო საშუალება.
უკეჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ციტიზინის ან ტაბექსის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
- ცოტახნის წინ გადატანილი მიოკარდის ინფარქტი ან ტვინის შერყევა, არასტაბილური სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია), ათეროსკლეროზის მძიმე ფორმა;
- ორსულობა ან ლაქტაცია;
ტაბექსის გამოყენების უკუჩვენებები:
- თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინული სიმსივნეები;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (კუჭის წვენის გამოდევნა საყლაპავის ქვედა ნაწილში, რაც წვის შეგრძნებით ვლინდება);
- ფსიქიკური დაავადებები (შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმა).
განსაკუთრებული ყურადღება
ვინაიდან არ არსებობს ტაბექსის გამოყენების უსაფრთხოების საკმარისი კლინიკური გამოცდილება, აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში შემდეგი დაავადებებით:
- გულის იშემიური დაავადება (გულის კუნთის სისხლით მომარაგების დარღვევა);
- გულის უკმარისობა (გულის კუნთის სისუსტე);
- არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა);
- თავის ტვინის სისხლძაღვთა დაავადებები;
- სისხლძარღვების ოკლუზია;
- ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები;
- ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);
- წყლულოვანი დაავადება;
- დიაბეტი.
ასევე არ არსებობს ტაბექსის გამოყენების უსაფრთხოების საკმარისი კლინიკური გამოცდილება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელზე უფროს მოზრდილებში.
ამიტომ, ტაბექსის გამოყენება პაციენტების ამ კატეგორიაში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის და სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების გარეშე რეკომედებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ექიმს უნდა ეცნობოს ისეთი წამლების გამოყენების შესახებ, როგორებიცაა ფიზოსტიგმინი, გალანტამინი ან ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები, მათი გვერდითი მოქმედებების შესაძლო გაძლიერების გამო ტაბექსთან ერთად გამოყენებისას.
ტაბექსის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
საკვები და სასმელები ტაბექსის მოქმედებაზე ზეგავლენას არ ახდენს.
ორსულობა და ლაქტაცია
ექიმს უნდა ეცნობოს თუ პაციენტი ორსულად არის ან აპირებს დაორსულებას.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ტაბექსით მკურნალობა არ შეიძლება.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები ტაბექსის მავნე ზეგავლენის შესახებ იმ საქმიანობისას, რომელიც მაღალ ყურადღებასა და რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაბექსის შემადგენელი ზოგიერთი ნაწილის შესახებ
ეს სამკურნალო პრეპარატი ლაქტოზას შეიცავს. თუ პაციენტისათვის ცნობილია, რომ მას ზოგიერთი შაქრის აუტანლობა აწუხებს, პრეპარატის მიღებამდე ექიმს უნდა მიმართოს.
მიღების წესი
გამოყენების წესი: ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის მიყოლებით.
დოზირება: მკურნალობა ტარდება შემდეგი სქემის მიხედვით:
- 1-3-ე დღე – 1 ტაბლეტი დღეში 6-ჯერ (2 საათში). ამ დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოწეული სიგარეტების რიცხვის თანდათან შემცირება. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება 2-3 თვეში შეიძლება. დამაკმაყოფილებელი ეფექტის დროს (სიგარეტების რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირება) მკურნალობის მე-3 დღის შემდეგ მკურნალობა სქემის მიხედვით გრძელდება;
- მე-4-12 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 2.5 საათში (5 ტაბლეტი დღეში);
- მე-13-16 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღეში);
- მე-17-20 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღეში);
- 21-25-ე დღე – 1-2 ტაბლეტი დღეში.
მოწევაზე საბოლოოდ უარის თქმა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მე-5 დღეს. სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ პაციენტმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და საკუთარ თავს სიგარეტის მოწევის ნება არ უნდა დართოს.
ჭარბი დოზის მიღება
ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ღებინება, გულის რითმის დაჩქარება, სუნთქვის გაძნელება. შესაძლებელია გულისრევა და გუგების გაფართოვება. ამ შემთხვევაში ტაბექსის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ტაბექსის დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დალევის დრო, მაშინ მიღება ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა წამლის მსგავსად ტაბექსს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა. ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება, ამიტომ ზოგს შეიძლება არანაირი რეაქცია არ განუვითარდეს.
ტაბექსით მკურნალობისას, განსკუთრებით დასაწყისში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
• სიმშრალე პირში, გემოსა და მადის შეცვლა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დოარეა;
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
• გულისცემა, ტკივილი მკერდის უჯრედში, გულის რითმის დაჩქარება, სისხლის წნევის მსუბუქად მომატება;
• ძილიანობა, უძილობა, მომატებული გაღიზიანებულობა;
• გაძნელებული სუნთქვა;
• კუნთების ტკივილი;
• წონის დაკლება, ოფლიანობა.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ წამლის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის ვადა
2 წელი
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები – ჩალისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, 6 მმ დიამეტრით.
20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 5 ბლისტერი გამოყენების ინტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ურეცეპტოდ
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა ილიენსკოე შოსეს ქ. 16, სოფია 1220, ბულგარეთი