ტაზეპამი
TAZEPAM
OXAZEPAM
OXAZEPAM
Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A,, პოლონეთი.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
N05BA04
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ოქსაზეპამი . . . . . . . . . 10 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბოსმჟავას) რეცეპტორების აქტივაციაზე, რასაც თან ახლავს გაემ-მიმეტური ეფექტები, ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია და ნეირონული აქტივობის დაქვეითება.
ჩვენებები
- შიშისა და შფოთვის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, გადაჭარბებული აღგზნებადობა და გაღიზიანებადობა, ასევე დეპრესია, ფსიქოსომატური და ორგანული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს შიში;
- ძილის მოშლა მომატებული შიშისა და შფოთვის ფონით და ნევროზი;
- ალკოჰოლური აბსტინენცია.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი საჭიროებს ექიმისგან მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით მიღებას.
დოზირების რეჟიმი
მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი დოზები:
შიშისა და შფოთვის მდგომარეობების დროს, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, აღგზნებადობა და
გაღიზიანებადობა 10-20 მგ 3-4-ჯერ დღეში. შიშის მძიმე მდგომარეობებისა და შფოთვით მიმდინარე დეპრესიის დროს - 10-30 მგ 3-4-ჯერ დღეში. ძილის დარღვევისას - 10-20 მგ ძილის წინ 1 საათით ადრე. ალკოჰოლური აბსტინენციისას - 10-30 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზაა 120 მგ-მდე დღეღამეში. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 10 მგ-დან 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია თირკმლისა და ღვიძლის (კრეატინინის კლირენსი) უკმარისობის ხარისხზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას (მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 კვირაა თანდათანობითი დოზის შემცირების დროის ჩათვლით).
თერაპიის გაგრძელების აუცილებლობის ხელმეორედ შეფასების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 3-4 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით.
გვერდითი მოვლენები
გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა. შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;
- ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე შემთხვევები;.
- მიასთენია;
- გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;
- ცნობიერების დარღვევები.
პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის უეცრად მოხსნა, ყოველთვის აუცილებელია დოზის შემცირება ექიმის კონტროლით. ოქსაზეპამის უეცარი მოხსნა იწვევს ძილისა და გუნება-განწყობის მოშლას და ასევე ფსიქიურ დარღვევებსაც. განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის უეცარი მოხსნა ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მიმდინარე თერაპიის დროს. ამ შემთხვევაში მოხსნის სინდრომი უფრო გამოხატულია.
მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, აგრეთვე ალკოჰოლის მიღება ნებადართული არ არის.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A,