ტენორეტიკი 125მგ #28ტ *

ტენორეტიკი
(Tenoretic)



სავაჭრო დასახელება:
ტენორეტიკი (Tenoretic)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ატენოლოლი და ქლორტალიდონი

შემადგენლობა:

გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 100 მგ ატენოლოლს (ევროპ. ფარ.) და 25 მგ ქლორტალიდონი (ევროპ. ფარ.).

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა
ტენორეტიკს გააჩნია ორი კომპონენტის კომბინირებული ჰიპოტენზიური მოქმედება – ბეტა-ბლოკატორი (ატენოლოლი) და დიურეზული (ქლორტალიდონი) საშუალება. ატენოლ ბეტა-1 –სელექტურია, ანუ მოქმედებს უპირატესად გულის ბეტა-1 ადრენორეცეპტორებზე. სელექტიურობა ქვეითდება დოზის მომატებასთან ერთად. ატენოლოლს არ გააჩნია შიდა სიმპტომატური და მემბრანომასტიმულირებელი ეფექტი. სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად ის ახდენს უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის დროს. ისევე, როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას, ატენოლოლის მოქმედების მექანიზმი ჰიპერტონიის მკურნალობის დროს სრულად არ არის გამოკვლეული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატენოლოლისთვის დამახასიათებელი მოქმედება შესაძლოა გახდეს თერაპიული ეფექტების მიზეზი, რაც განსხვავდება რაცემიული ნარევისგან მიღებული ეფექტისგან. ქლორტალიდონი არის მონოსულფონამილის ჯგუფის დიურეზული საშუალება, რომელიც აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორიდის გამოყოფას. მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ქლორტალიდონი ამცირებს წნევას სრულიად უცნობია, მაგრამ შესაძლებელია მისი შედარება ადამიანის ორგანიზმში არსებული ნატრიუმის გამოყოფასთან და გადანაწილებასთან. ატენოლოლი ეფექტურია და მას კარგად იტანს ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობა. აღინიშნა, რომ ატენოლოლის შეხამება თიაზიდურ დიურეზულებთან არის დასაშვები და, როგორც წესი, უფრო ეფექტური, ვიდრე ამ სამკურნალო საშუალებების ცალკ-ცალკე გამოყენება.
ფარმაკოკინეტიკა

შინაგანი მიღების შემდეგ ატენოლოლი შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ 40-50%-ით. მაქსიმალური კონხცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ატენოლოლზე არ ახდენს გავლენას ღვიძლის მეტაბოლიზმი და აბსორბირებული პრეპარატის 90% გამოდის უცვლელი სახით. პრეპარატის ნახევრადაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 საათს, მაგრამ ის შეიძლება გაიზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, ვინაიდან აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებიდან. ატენოლოლი აღწევს ქსოვილებში, რადგან ძნელად იხსნება ლიპიდებში და მისი კონცენტრაცია თავის ტვინის ქსოვილებში მცირეა. პლაზმის ცილებთან კავშირი დაბალია (დაახლოებით 3%). ქლორტალიდონის აბსორბიცია შინაგანი მიღების შემდეგ სტაბილურია, მაგრამ არასრული (დაახლოებით 60%), კონცენტრაციის პიკი სისხლის პლაზმაში შეიმჩნევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. ქლორტალიდონის კონცენტრაცია სხვადასხვა ადამიანების სისხლში მდგრადია და მცირევარიაბელური. ნახევრადგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 50 საათს და მისი გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებიდან. ქლორტალიდონი კარგადაა დაკავშირებული პლაზმის ცილებთან (დაახლოებით 75%-ით). ქლორტალიდონის და ატენოლოლის ერთდროული გამოყენება ახდენს უმნიშვნელო ზემოქმედებას ყოველი მათგანის ფარმაკოკინეტიკაზე. ტენორეტიკი ეფექტურია სულ მცირე 24 საათის დღე-ღამის დოზის პერორალურად მიღების შემდეგ. ასეთი მიღება მოსახერხებელია პაციენტებისათვის.

დანიშნულება

არტერიული ჰიპერტონია

დოზირება და მიღების წესი
უფროსებისთვის
ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში. ჰიპერტონიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ტენორეტიკის ერთი ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს. დოზის გაზრდის შედეგად წნევის შემდგომი დაქვეითება ან არ აღინიშნება, ან უმნიშვნელოა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დამატებით დაინიშნოს სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალება, ისეთი, როგორიცაა ვაზოდილატატორი.
ხანდაზმულებში

ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ხშირად საჭიროა შედარებით უფრო დაბალი დოზა.
ბავშვებში
ტენორეტიკის ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ აღნიშნული პრეპარატის ბავშვებისთვის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
თირკმელების უკამრისობის დროს

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილე. პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მიღების სიხშირის შემცირების გზით (იხ. თავი „გაფრთხილება“).

უკუჩვენება

ტენორეტიკი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს შემდეგი შემთხვევებში:
ცნობილია მომატებული მგრძნობელობა მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ბრადიკარდია; კარდიოგენური შოკი; ჰიპოტონია. მეტაბოლური აციდოზი: სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევები; გულის II ან III ხარისხის ბლოკადა; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; ფეოქრომოციტომა, რომლის მკურნალობა არ ჩატარებულა; არაკონტროლირებადი გულის უკმარისობა.

გაფრთხილება

განპირობებულია ტენორეტიკის შემადგენლობაში შემავალი ბეტა-ბლოკატორით
(ატენოლოლი):

არაკონტროლირებადი გულის უკმარისობის დროს (იხ. თავი „უკუჩვენება“), მაგრამ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმ ავადმყოფებში, რომელთა გულის უკმარისობის ნიშნები კონტროლზეა აყვანილი. აუცილებელია სიფრთხილე ავადმყოფებთან გულის შემცირებული რეზერვით.
პრინცმეტალის სტენოკარდია კორონარული არტერიის ვაზოკონსტრიქციის შედეგად, რაც განპირობებულია ალფა-რეცეპტორების გააქტიურებით ბეტარეცეპტორების ბლოკადის ფონზე. ტენორმინი არის ბეტა-1 სელექტური ბეტაბლოკატორი, ამგვარად, შესაძლოა განვიხილოთ მისი გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე; მიუხედავად იმისა, რომ უკუნაჩვენებია სერიოზული პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევების დროს (იხ. თავი “უკუჩვენება”), მას ასევე შეუძლია ნაკლებად მძიმე პერიფერიული ცირკულარული არტერიული დარღვევების გამწავება; გატარების დროს უარყოფითი გავლენის შედეგად, პირველი ხარისხის ბლოკადის მქონე ავადმყოფებისთვის დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილე; პრეპარატს შეუძლია ტაქიკარდიის სახის შეცვლა ჰიპოგლიკემიის დროს; აგრეთვე თირეოტოქსიკოზის მოვლენების შენიღბვა; თავისი ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგად ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს. იშვიათ შემთხვევებში, თუ ავადმყოფს გაუჩნდება გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირით განპირობებული სიმპტომები, შესაძლებელია დოზის შემცირება; დაუშვებელია გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის ტენორეტიკის ერთბაშად შეწყვეტა; შესაძლოა ის გახდეს შედარებით უფრო მძიმე რეაქციის მიზეზი მთელ რიგ ალერგენებზე მისი იმ ავადმყოფებისთვის დანიშვნის დროს, რომლებსაც აქვთ ამ ალერგენებზე ანაფილაქტიური რეაქცია ანამნეზში. ამ პაციენტებს არ შეუძლიათ რეაქციის მოხდენა ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების საკმურნალოდ; შეუძლია ასთმით დაავადებულთა საჰაერო გზების წინააღმდეგობის გაძლიერება.  ატენოლოლი არის სელექტური ბეტა-1-ბლოკატორი, ამიტომ ტენორეტიკის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე. საჰაერო გზების წინააღმდეგობის გაძლიერების შემთხვევაში ტენორეტიკის მიღების შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს თერაპია ბრონქოდილატატორით (მაგალითად, სალბუტამოლომი); ტენორეტიკის შემადგენლობაში შემავალი ქლორტალიდონის მოქმედებით განპირობებული: შესაძლოა წარმოიქმნას ჰიპოკალიემია. მიზანშეწონილია კალიუმის დონის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფუტკარას პრეპარატს გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პაციენტებში დასაბალანსირებელი დიეტით (საკვები კალიუმის დაბალი შემცველობით) ან პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფუტკარას პრეპარატებს, ჰიპოკალემიამ შესაძლოა გამოიწვიოს არითმია; გამოიჩინეთ სიფრთხილე სერიოზული თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან (იხ. თავი “დოზა და გამოყენების წესი”); შესაძლოა დაირღვას ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ ქლორტალიდონი გამოიყენება ავადმყოფებისთვის შაქრიანი დიაბეტის მიმართ ცნობილი მიდრეკილებით; შესაძლოა წარმოიქმნას ჰიპერურიკემია. საერთოდ, ადგილი აქვს შრატში მხოლოდ შარდმჟავა უმნიშვნელო მატება, მაგრამ ხანგრძლივი მომატების დროს ორგანიზმიდან შარდმჟავა გამოყოფისთვის.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთმოქმედების
სხვა ფორმები.
ბეტა-ბლოკატორების გამოყენებამ კალციუმის არხებთან ერთად, რომლებიც ახდენენ უარყოფით ინოტროპულ გავლენას, მაგალითად ვერაპამილთან, დილთიაზემთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს ამ ეფექტის გაძლიერება, განსაკუთრებით გულის პარკუჭის ფუნქციის დარღვევის ან სინოატრიალური  ნომალიებისა და ატრიოვენტრიკულური გამტარობის მქონე ავადმყოფებში. ეს შესაძლოა გახდეს მწვავე ჰიპოტონიის, ბრადიკარდიის და გულის უკმარისობის მიზეზი. არ გამოიყენოთ ბეტა-ბლოკატორი ინტრავენუად 48 საათის განმავლობაში კალციუმის არხების ბლოკატორის გაუქმების, ასევე ბეტაბლოკატორის შემდეგ. თანმხლებმა თერაპიამ დიჰიდროპირიდინების, მაგ. ნიფედიპინის, გამოყენებით შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტონიის რისკი, ასევე გულის უკმარისობა შესაძლოა გამოვლინდეს ავადმყოფებში ლატენური გულის უკმარისობით. ფუტკარა გლიკოზიდები ბეტა-ბლოკატორებთან ერთად ზრდიან ანტრიოვენტრიკულარუსი გამტარობის დრო.
ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ “რიკოშეტული” ჰიპერტონიის გამწვავება, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას კლონიდინის მიღების შეწყვეტის  შემდეგ. თუ დანიშნულია აღნიშნული ორივე სამკურნალო საშუალება, ბეტა-ბლოპკატორის შეყვანა უნდა შეწყდეს კლონიდინის შეყვანის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე. კლონიდინის ბეტა-ბლოკატორის თერაპიით შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, უკანასკნელის შეყვანა საჭიროა კლონიდინის შეყვანის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სიფრთხილეა გამოჩენაა საჭირო ბეტა-ბლოკატორის დანიშვნის დროს 1 კლასის არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა დიზოპირამიდონი. სიმპტომატური საშუალებების მიღებას, მაგ. ადრენალინის, შეუძლია ბეტაბლოკატორის ეფექტის განეიტრალება. იმ პრეპარატების თანმხლებ გამოყენებას, რომლებიც ახდენენ პროსტაგლადინსინთეთაზის ინჰიბირებას (მაგ. იბუპროფენი, ინდომეტაცინი) შეუძლია ბეტაბლოკატორების მოქმედების შემცირება.
დაუშვებელია ლითიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება დიურეზულებთან ერთად, ვინაიდან მათ შეუძლიათ მისი თირკმელის კლირენსის შემცირება. გამოიჩინეთ სიფრთხილე ანესთეზიის საშუალებების გამოყენების დროს “ტენორეტიკთან” ერთად. აუცილებელია ანესთეზიოლოგის ინფორმირება “ტენორეტიკის” გამოყენების შესახებ და არჩეულ უნდა იქნას ანესტეთიკი, რომელსაც აქვს შეძლებისდაგვარად ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედება. ბეტა-ბლოკატორების გამოყენებამ ანესთეზიის საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს რეფლექს-ტაქიკარდიის დასუსტება და ჰიპერტონიის რისკის მომატება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

აკრძალულია ტენორეტიკის დანიშვნა ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის გამოყენება არ იწვევს რაიმე გავლენას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა ავადმყოფს აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა და დაღლა.

გვერდითი მოვლენები

ტენორეტიკი კარგი ამტანობით გამოირჩევა. კლინიკური გამოკვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ძირითადად მიეკუთვნება მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. ტენორეტიკის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის გამოყენებისას აღინიშნება
შემდეგი არასასურველი მოვლენები:
ბიოქიმიური: ჰიპერურიკემია (დაკავშირებულია ქლორტალიდონთან); ჰიპოკალიემია: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა (იხ. თავი
“გაფრთხილება”).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია; გულის უკმარისობის
გაძლიერება; ორთოსტატური ჰიპოტენზია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს გულყრა; ქვედა კიდურებში სიცივის შეგრძნება. მაღალი მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში: გულის ბლოკადის პროვოცირება; შესაძლოა კოჭლობის გაძლიერება, თუ ეს აღინიშნებოდა მანამდე; რეინოს ფენომენი. ცნს; გონების არევა; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; ხასიათის ცვლილება; კოშმარები; ფსიქოზი და ჰალუცინაციები; ძილის დარღვევა იმის მსგავსი, რაც შეინიშნება სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე; კუჭ-ნაწლავის აშლილობა;
იშვიათ შემთხვევებში ტრანსამიზანის დონის მომატება; ასევე იშვიათია ჰეპატოტოქსიკური შემთხვევები ღვიძლის შიდა ქოლესტაზით (დაკავშირებულია ქლორტალიდონთან).
ჰემატოლოგიური: ლეიკოპენია; პურპურა; თრომბოციტოპენია.
კანი და ლოწროვანები: ალოპეცია; თვალის სიმშრალე; კანის ფსორიოზული
რეაქცია; ფსორიაზის გმწვავება; კანის გამონაყარი.
ნევროლოგიური: პარესტეზია.
რესპირატორული: ბრონქოასთმა შესაძლოა აღენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ ბრონქიალური ასთმა ან ანამნეზში აქვთ ასთმური ხასიათის ჩივილები.
მგრძნობელობის სპეციალური სახეობები: მხედველობის დარღვევა.
სხვა: დაღლილობა; ანტიბირთვული სხეულების რაოდენობის მომატება, თუმცა ამ ფაქტის კლინიკური დანიშნულება გაურკვევევლია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი რეაქციებიდან რომელიმემ მოახდინა უარყოფითი გავლენა პაციენტის ჯანმრთელობაზე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების სიმპტომებს მიეკუთვნება ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გულის მწვავე უკმარისობა და ბრონქოსპაზმი.

საერთო მკურნალობა უნდა მოიცავდეს შემდეგს:
დაკვირვება;
მკურნალობა ინტენსიური თერაპიის პალატაში;
კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების გამოყენება პრეპარატის აბსორბირების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ჯერ კიდევ არის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
პლაზმის ან პლაზმის შემცვლელის გამოყენება ჰიპოტენზიისა და შოკის
სამკურნალოდ. შესაძლოა ჰემოდიალიზისა და ჰემოპერფუზიის გამოყენება. გადაჭარბებულ ბრადიკარდიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია 1- 2მგ-ს. ატროპინის ინტრავენურად შეყვანით და/ან რითმის დაყენებით. საჭიროების შემთხვევაში შემდეგ შესაძლებელია ბოლუსური დოზის 10მგ. გლუკაგონის ინტრავენურად შეყვანა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ პროცედურის გამეორება ან გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა 1-10მგ/სთ სიჩქარით საპასუხო რეაქციის შესაბამისად. გლუკონატის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბეტა-ადრენორეცეპტორის სტიმულატორის ინტრავენური შეყვანა, ისეთი როგორიცაა: დობუტამინი დოზით 5-10 მკგ/კგ/წთ. დობუტამინის გამოყენება, მისი დადებითი ინოტროპული ეფექტის შედეგად, შესაძლებელია ჰიპოტონიისა და გულის მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ. სავარაუდოდ, ეს დოზები არ არის საკმარისი ბეტა-ბლოკატორებთან დაკავშირებული კარდინალური სიმპტომების დახშობა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, დობუტამინის დოზა უნდა გაიზარდოს საჭირო საპასუხო რეაქციის მისაღებად პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. საერთოდ ბრონქოსპაზმის დახშობა ხდება ბრონქოდილატატორის მეშვეობით.
გადაჭარბებული დიურეზის კომპენსირება შესაძლებელია ნორმალური თხევადი და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით.

შენახვის პირობები

ინახება 25 ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

14 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და ПВХ ბლისტერებზე, ორ-ორი ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი

აფთიაქში გაყიდვის წესი

რეცეპტით.

მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი:

ასტრაზენეკა იუკ ლიმიტედ, მაკლსფილდი, ჩეშირი, დიდი ბრიტანეთი
ასტრაზენეკა იუკ ლტდ, 119021 მოსკოვი, თ. ფრუნზეზ ქ., სახლი 11, კორპ. 2-5