ტენზისპესი 10მგ #20ტ

ტენსისპესი
TENSISPES
 
 
საერთაშორისო დასახელება - buspirone HCL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ბენზოდიაზეპინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. 10 მგ: 20 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბუსპირონის ჰიდროქლორიდი -აზასპირინის (არაბენზოდიაზეპინის) ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალება. ხასიათდება მაღალი აფინობით პრე- (აგონისტი) და პოსტსინაფსური (ნაწილობრივი აგონისტი) 5-НТ1А სეროტონინული რეცეპტორების მიმართ.სელექტიურად აბლოკირებს (ანტაგონისტი) როგორც პრე-, ისე პოსტსინაფსურ D2-დოფამინურ რეცეპტორებს.

ჩვენებები
• მოუსვენრობა, განგაში, პანიკური შიში, ემოციური დაძაბვა;
• მსუბუქი დეპრესია;
• ძილის დარღვევა;
• ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დისტონია;
• დიფუზური ტოქსიური ჩიყვი;
• კლიმაქტერული და პრედმენსტრუალური სინდრომები;
• აბსტინენციის სინდრომის კუპირება ალკოჰოლიზმით შეპყრობილი ავადმყოფებში;
• ორგანული ნევროზები: კარდიონევროზი, ჰიპერვენტილაციის სინდრომი, ფსიქოსომატური ცისტიტი, გაძნელებული ყლაპვის სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები

საწყისი დოზა არის 5 მგ დგეში 2 ან 3-ჯერ, ოპტიმალური თერაპიული შედეგი მიიღწევა დოზით 20-30 მგ დღეში გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე, დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 45 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ბუსპირონის ჰიდროქლორიდის მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადებები, ეპილეფსია, გლაუკომა, მიასთენია, ორსულობა, ლაქტაცია, 18 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
სედაიტიური ან ჰიპნოზური საშუალებები, რომლებსაც ბუსპირონის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე ღებულობდა პაციენტი, უნდა მოიხსნას თანდათანობით. ბუსპირონის ჰიდროქლორიდი არ იწვევს წამლისმიერ დამოკიდებულებას.
თუ მკურნალობა ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და დადგინდეს წამლის გამოყენების ან მოხსნის საჭიროება. დაუშვებელია პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მირება.

ჭარბი დოზირება

გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, სიმპტომური საშუალებები, დიალიზი არაეფექტურია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (25°C -30°C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
SPECIFAR S.A.

საბერძნეთი