თეოფედრინ-ბათ
ტაბლეტები
ტაბლეტები
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.
Theopedrinum.
გამოშვების ფორმა.
ტაბლეტები №10 ან #20.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
პარაცეტამოლი - 0,2გ; თეოფილინი - 0,1გ; კოფეინი - 0,05გ;
ფენობარბიტალი - 0,02გ; ეფედრინის ჰიდროქლორიდი - 0,02გ;
ბელადონას სქელი ექსტრაქტი - 0,003გ; ციტიზინი - 0,0001გ.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი; კალციუმის სტეარატი; სტეარინის მჟავა;
პოლივინილპიროლიდონი _ 0,6გ ტაბლეტის მასის მიღებამდე.
ათქ კოდი. R03DA54.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქიალური ასთმის სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
თეოფედრინ-ბათ კომბინირებული პრეპარატია, ავლენს ბრონქების გამაფართოვებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. ბრონქოლიზური ეფექტი განპირობებულია ბრონქიალურ კუნთებზე უშუალო გავლენით. ამუხრუჭებს იზოლირებული ლეიკოციტების აქტივაციას და ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას, თრგუნავს ალვეოლური მიკროფაგების აქტიურობას, ამცირებს სისხლძარღვების მომატებულ შეღწევადობას და ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას. აქვეითებს ჰიპერტენზიას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში და ასტიმულირებს სასუნთქ ცენტრს. ფენობარბიტალი ხსნის ცნს-ის აღგზნებას, რომელსაც იწვევს თეოფილინი და კოფეინი. პარაცეტამოლი ავლენს ანალგეზურ და სიცხის დამწევ მოქმედებას. აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ახდენს თეოფილინის და ეფედრინის ბრონქოლიზური მოქმედების სუმაციას, მნიშვნელოვნად ამცირებს გვერდითი ეფექტების წარმოშობის რისკს.
ჩვენებები:
ბრონქიალური ასთმა (პროფილაქტიკა და მკურნალობა), ბრონქიტი (ბრონქების ანთება ასთმური კომპონენტით).
მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებს ენიშნებათ 1/2-1 ტაბლეტი (ძლიერი შეტევის შემთხვევაში 2 ტაბლეტი) 1-ჯერ (აუცილებლობის შემთხვევაში 2-3-ჯერ) დღეში.
2 წლიდან 5 წლამდე ბავშვებს 1/4-1/2 ტაბლეტი, 6 წლიდან 12 წლამდე ბავშვებს 1/2-3/4 ტაბლეტი დღეში. ღამის ძილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება დილით ან დღისით.
გვერდითი მოვლენები:
ძილის დარღვევა, კიდურების კანკალი, შარდის შეკავება, მადის დაქვეითება, ღებინება, ოფლიანობა.
უკუჩვენებები:
გლაუკომა, კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰიპერთირეოზი, ეპილეფსია.
ორსულობა და ლაქტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ბეტა–ანდრენობლოკატორები, ანტიკოაგულანტები, კარბამაზეპინი, ფუროსემიდი, ლინკომიცინი, მაკროლიდები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები ზრდიან თეოფილინის კონცენტრაციას სისხლში, რაც ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:
რეცეპტით.
მწარმოებელი:
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.