ტერაფლექსი (THERAFLEX®)
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ სამკურნალო საშუალების მიღების/გამოყენების დაწყებამდე. ოპტიმალური შედეგების მისაღწევად, სამკურნალო საშუალების გამოყენება საჭიროა ინსტრუქციაში მითითებული ყველა რეკომენდაციის დაცვით. შეინახეთ ეს ინსტრუქცია, ის შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ.
თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვები, თუ ჩატარებული მკურნალობის ფონზე თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, მიმართეთ ექიმს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება მათ ზიანი მოუტანოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
სავაჭრო დასახელება
ტერაფლექსი
სამკურნალწამლო ფორმა
კაფსულები
აღწერილობა
№00 ზომის, ჟელატინის მყარი კაფსულები, შევსებული კრისტალური ნაწილაკების მქონე უმნიშვნელო ელფერის მქონე, თეთრი ან ღია-ჩალისფერი ფხვნილით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები (1 კაფსულა შეიცავს)
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 500მგ, ქონდროიტინის სულფატი 400მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მანგანუმის სულფატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქონდროიტინის სულფატი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობაში, ამცირებს სახსრის ხრტილის დამშლელი ფერმენტების აქტივობას და ასტიმულირებს სახსრის ხრტილის რეგენერაციას. ქონდროიტინის სულფატი ამცირებს ანთებითი პროცესის აქტივობას ადრეულ სტადიაში და ამგვარად ანელებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას. ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას.
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ქონდროპროტექტორული თვისებები, ამცირებს გლიკოზამინოგლიკანების დეფიციტს ორგანიზმში, მონაწილეობს პროსტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავის ბიოსინთეზში.
მიღების ჩვენებები
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები: ოსტეოართროზი I-III სტადია, ოსტეოქონდროზი.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით. მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პირველი სამი კვირა ინიშნება 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ. შემდეგ დღეებში 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. მკურნალობის რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს. აუცილებლობისას, შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება, რომელთა ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად შიმჩნევა დისპეფსია, უმნიშვნელო გულისრევის შეგრძნება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში-ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემიის და გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
კანის და მისი სტრუქტურების მხრივ: თმების ცვენა.
ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა.
ყველა ჩამოთვლილი სიმპტომები ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ,
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აცნობეთ მკურნალ ექიმს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს , ისეთების ჩათვლით, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
უკუჩვენებები
ბავშვები 15 წლამდე, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.
უსაფრთხოების ზომები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთათვის, მკურნალობის დასაწყისში მიზანშეწონილია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, სისხლდენით, სისხლდენის მიმართ მიდრეკილებით, ბრონქული ასთმით.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, თუ თქვენ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან არ გამორიცხავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მიდი გამოყენება ამ პერიოდში არ შეიძლება.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
უცნობია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ ამჟამად ან უახლოეს წარსულში თქვენ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებას, აცნობეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების შეთვისების და ამცირებს პენიცილინების და ქლორამფენიკოლის მოქმედებას. ტერაფლექსი აძლიერებს ანტიაგრეგაციულ, ფიბრინოლიზურ და კუმარინული ანტიკოაგულაციური საშუალებების (მაგ. ვარფარინის) მოქმედებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სნშ-ს (საერთაორისო ნორმალიზირებული შეფარდება) მაჩვენებლის გაზრდა და სისხლდენა. ტერაფლექსის მიღების ფონზე მცირდება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მოთხოვნილება.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ,
გამოშვების ფორმა
30, 60და 120 ცალი კაფსულა ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთდ მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშიონ,
135 ადამს ავენიუ, ჰოპპოგ, ნიუ-იორკი 11788, აშშ