თერაპინი 325მგ #100ტ

ტერაპინი
(THERAPIN)
ACETYLSALICYLIC ACID
SAGMEL, Inc., აშშ



ათქ კლასიფიკაციის კოდი
N02BA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 ტაბ
აცეტილსალიცილის მჟავა. . 325 მგ
სხვა ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი.
გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოლიეთილენგლიკოლი, მინერალური ცხიმი, ტიტანის დიოქსიდი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილსალიცილის მჟავას ახასიათებს სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სიცხის დამწევი მოქმედება განისაზღვრება ჰიპოთალამუსის თერმორეგულაციის ცენტრის დათრგუნვით და პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებით.
ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია აცეტილსალიცილის მჟავას მიერ პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბირებით და შესაბამისად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დამოკიდებულია ქსოვილებში, პროსტაგლანდინ E-ს სინთეზში მონაწილე ციკლოოქსიგენაზას აქტივობის ბლოკირებაზე, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას ანთების კერაში. შედეგად მცირდება ჰისტამინისა და ბრადიკინინის მოქმედებით განპირობებული პლაზმის ექსუდატის წარმოქმნა.
აცეტილსალიცილის მჟავა ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, რის გამოც მას მემბრანმასტაბილიზირებელი თვისებები გააჩნია. მას აგრეთვე ახასიათებს ანტითრომბული მოქმედება, იგი დამთრგუნველად მოქმედებს თრომბოციტების სპონტანურ და ინდუცირებულ აგრეგაციაზე და ხელს უწყობს ღვიძლიდან თრომბოციტული ფაქტორი 3 და 4-ის გამოთავისუფლებას და აქტივაციას.
აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებით მცირდება პროთრომბინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
აბსორბციის დროს აცეტილსალიცილის მჟავა განიცდის პრესისტემურ ელიმინაციას წვრილი ნაწლავის კედელში და ღვიძლში, სადაც ხდება მისი დეაცეტილირება. თ 12 სისხლის პლაზმაში შეადგენს 15-20 წთ-ს.
აცეტილსალიცილის მჟავას ბიოტრანსფორმაცია მიმდინარეობს ღვიძლში, ექსკრეცია ხდება თირკმლის მილაკების მეშვეობით.
ჩვენებები
სხეულის მომატებული ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, მიოკარდის ინფარქტისა და სისხლძარღვთა თრომბოზის რისკი.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა 3-5 დღე ან ექიმის რეკომენდაციით.
ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისათვის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
უზმოზე მიღებისას შესაძლოა განვითარდეს გულისრევის შეგრძნება, ღებინება ტკივილი ეპიგასტრიუმში. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კუჭის ლორწოვანის დაზიანებას “ასპირინული წყლულების” სახით. შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი.
უკუჩვენებები
- 12 წლამდე ასაკი;
- მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
- სისხლის შედედების დარღვევები;
- გამოხატული ანემია;
- ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ბრონქული ასთმით დაავადებულმა პაციენტებმა პრეპარატის სისტემატიურად მიღებამდე უნდა მიიღონ ექიმის კონსულტაცია. ტერაპინი უკუნაჩვენებია ორსულობის I და III ტრიმესტრში. II ტრიმესტრში შესაძლებელია ერთჯერადი მიღება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, დიარეა, ხმაური ყურებში, კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გასათვალისწინებელია, რომ აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედების შედეგად ძლიერდება ანტიკოაგულანტებისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტი. კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი, ძლიერდება მეტოტრექსატის გვერდითი მოვლენები. აცეტილსალიცილის მჟავა აქვეითებს პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
SAGMEL, Inc