ტერავიტი ანტისტრესი #60ტ

ტერავიტი ანტისტრესი
(THERAVIT ANTISTRESS)
SAGMEL, INC, აშშ


ათქ კლასიფიკაციის კოდი
A11AA03
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი და ბეტა-კაროტინი) 3000 სე, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით) 250 სე, ვიტამინი E (დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 60 სე, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 120 მგ, ვიტამინი K (ფიტონადიონი) 25 მკგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 15 მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 10 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის იდროქლორიდი) 6 მგ, ფოლიუმის მჟავა 400 მკგ, ნიაცინი (ნიაცინამიდი) 40 მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 18 მკგ, პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატის სახით) 20 მგ, კალციუმი (კალციუმის ფოსფატის და კალციუმის ციტრატის სახით) 100 მგ, ბიოტინი 40 მკგ, რკინა (რკინის ფუმარატის სახით) 18 მგ, ფოსფორი (კალციუმის ფოსფატის სახით) 48 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 150 მკგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) 40 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) 15 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენატი) 70 მკგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდის სახით) 2 მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით) 4 მგ, ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით) 120 მკგ, მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატის სახით) 75 მკგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდის სახით) 80 მგ, ქლორი (კალიუმის ქლორიდის სახით) 73.2 მგ, კალა (კალას ქლორიდის სახით) 10 მკგ, ნიკელი (ნიკელის სულფატის სახით) 5 მკგ, ვანადიუმი (ნატრიუმის მეტავანადიუმის სახით) 10 მკგ, ბორი 60 მკგ, კრემნიუმი (კრემნიუმის დიოქსიდის სახით) 4 მგ, გინკო ბილობა 59 მგ, ჟენშენის ექსტრაქტი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, ტრიაციტინი, მანიტოლი, მინერალური ცხიმი, საქაროზა, სახამებელი, გლიცინი, ასპარაგინის მჟავა, ლიმონმჟავა, ასკორბილპალმიტატი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, ნატრიუმის ასკორბატი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები

სტრესის ფონზე ვიტამინების და მინერალების დონის აღსადგენად, ინტენსიური გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას, გადატანილი დაავადებების შემდეგ, ტვინის მუშაობის გასააქტიურებლად, საღი აზროვნების შესანარჩუნებლად.

დოზირების რეჟიმი

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში, პროფილაქტიკის მიზნით, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, 1-2 თვის განმავლობაში. კურსის განმეორება რეკომენდებულია 1-2 თვის ინტერვალით.
მკურნალობის მიზნით მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ვიტამინ B2-მა შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ინტენსიურად ყვითელი შეფერილობა, რკინამ შესაძლოა გამოიწვიოს განავლის მონაცრისფრო-შავი შეფერილობა.

უკუჩვენებები

- მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ალერგიული რეაქციები);
- 12 წლამდე ასაკი;
- ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები

ინიშნება სიფრთხილით თირკმლების და ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, მწვავე პანკრეატიტის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰიპერტონული დაავადების, ქალასშიდა სისხლჩაქცევის რისკის არსებობის დროს.

ჭარბი დოზირება

ტერავიტი ანტისტრესის რეკომენდებული დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მოვლენები არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ტერავიტი ანტისტრესის მიღება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი დროის მანძილზე სხვა პოლივიტამინებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
SAGMEL, INC.