ტერბონილი 1% 30მლ აეროზოლი

ტერბონილი
კანის სპრეი 1%
TERBONILE 1% Dermal Spray
 
 
საერთაშორისო დასახელება - terbinafine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10მგ/1გრ 30 მლ ბოთლში

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით აღჭურვილი, ფართო სპექტრის მქონე საშუალება კანის, თმისა და ფეხის ფრჩხილების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Trichophyton (მაგ. T. rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum, T.tonsurans, T.violaceum), Microsporum (მაგ. M.canis), Epidermophyton floccosum ve Candida cinsi maya (მაგ. C.albicans) და Pityrosporum... დაბალ კონცენტრაციებში ტერბინაფინი ფუნგიციდურია დერმატოფიტების, ობის და ზოგიერთი დიმორფული სოკოს წინააღმდეგ. საფუარების მიმართ აქტივობა ფუნგიციდური ან ფუნგისტატურია, რაც დამოკიდებულია სოკოს სახეობაზე.
ტერბინაფინი ხელს უშლის ადრეულ საფეხურზე სოკოების სტეროლის ბიოსინთეზს. ეს იწვევს ერგოსტეროლის დეფიციტს და სქვალენის უჯრედშიდა აკუმულირებას, რისი შედეგიც არის სოკოს უჯრედის სიკვდილი. ტერბინაფინი მოქმედებს სქვალენ ეპოქსიდაზას ინჰიბირებით სოკოს უჯრედულ მემბრანაში. ფერმენტი სქვალენ ეპოქსიდაზა არ არის დაკავშირებული ციტოქრომ P450 სისტემასთან. ტერბინაფინი არ ახდენს ზეგავლენას ჰორმონების ან სხვა წამლების მეტაბოლიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
ტოპიკური გამოყენების შემდეგ დოზის 5%-ზე ნაკლები შეიწოვება. ამიტომ მისი სისტემური ზეგავლენა ძალიან მცირეა.

ჩვენებები

გამოიყენება მგრძნობიარე სოკოებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- Tinea pedis (ტერფის დერმატოფიტია, ათლეტის ტერფი)
- Tinea corporis (სხეულის დერმატოფიტია, გლუვი კანის მიკოზი)
- Tinea cruris (საზარდულის ეპიდერმოფიტია)
- კანის კანდიდოზი
- Pity riasis versicolor (ფერადი ლიქენი)

მიღების წესები და დოზები

მხოლოდ გარეგანი გამოყენების.
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
მოზრდილები:
ტერბონილი კანის სპრეი გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ტერბონილ კანის სპრეის გამოყენებამდე გაასუფთავეთ და გააშრეთ დაზიანებული ადგილი. შეაშხურეთ სპრეი დაზიანებულ კანზე და მიმდებარე ადგილებზე თხელი ფენით.
მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობა არის:
Tinea corporis, cruris: 1 კვირა, დღეში ერთხელ
Tinea pedis (თითებსშორისი ტიპი): 1 კვირა, დღეში ერთხელ
Pityriasis versicolor: 1 კვირა, დღეში ორჯერ
კლინიკური სიმპტომები ხშირად ქრება რამდენიმე დღეში. მოუწესრიგებელი გამოყენებას და მკურნალობის ნაადრევ შეწყვეტას თან ახლავს რეციდივის განვითარების საშიშროება.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულები არ საჭიროებენ განსხვავებულ დოზირებას. მათ განსხვავებული გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებათ.
ბავშვები:
გამოცდილება ბავშვებში ჯერ კიდევ შეზღუდულია.

გვერდითი მოვლენები

გამოყენების ადგილზე შეიძლება აღინიშნებოდეს სიწითლე, ქავილი ან ჩხვლეტა; მიუხედავად ამისა, ამი მიზეზის გამო მკურნალობა იშვიათად ჭყდება. ამას სჭირდება განსხვავება ალერგიული რეაქციისაგან, რომელიც იშვიათია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
არასასურველი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება

უკუნაჩვენებია პირებში ჰიპერმგრძნობელობით ტერბინაფინის ან სპრეის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:
B კატეგორიის პრეპარატი: ნაყოფის ტოქსიურობა და ცხოველებზე ჩატარებული ფერტილობის კვლევები უარყოფით ზეგავლენას არ ავლენენ. თუმცა კლინიკური გამოცდილება ორსულ ქალებში ტერბონილთან დაკავშირებით არ არსებობს, ამიტომ ტერბონილი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია:
ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძეში და ამიტომ ძუძუთი კვების დროს ტერბონილის გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები

ვინაიდან ტერბონილ კანის სპრეიში შემავალმა ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, იგი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჭრილობებით.
ტერბონილ კანის სპრეი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისაა. მოერიდეთ თვალებზე მოხვედრას, თვალში შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში, თვალი უნდა გამოირეცხოს წყლით.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზირება

ტერბონილის კანის სპრეის შემთხვევაში ჭარბი დოზირება არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ტერბონილის კანის სპრეის შემთხევვითი მიღების დროს, ტერბონილის ტაბლეტის ჭარბი დოზირების სიმპტომები (მაგ. თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ტკივილი და თავბრუ) შეიძლება განვითარდეს. ჭარბი დოზირების რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს წამლის ელიმინაციას, აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, და საჭიროების შემთხვევაში სიმპტომატურ შემანარჩუნებელ მკურნალობას. 23,5%-იანი ალკოჰოლის შემცველოა სპრეის ხსნარში ასევე გასათვალისწინებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ტერბონილ კანის სპრეისთან წამლების ურთიერთქმედებები არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. ნუ შეინახავთ მაცივარში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
შენახვის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ბილიმ ფარმასიუტიკალსი

თურქეთი