ტეტურამი 0.15გ #10ტ

ტეტურამი  0.15გ #10ტ

                                   ტეტურამი
 



სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 0,15გ დისულფირამს;
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, სტეარინის მჟავა.

სამკურნალწამლო ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება

ჩვენებები:
მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ტეტურამს იყენებენ როგორც ერთ-ერთ უკანასკნელ საშუალებას ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, თუ შეუძლებელია თერაპიული ეფექტის მიღწევა თერაპიის სხვა მეთოდებით (ფსიქოთერაპია, ვიტამინოთერაპია, ლაზერულ-მაგნიტური თერაპია).

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ენდოკრინული დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი), მკვეთრად გამოხატული კარდიოსკლეროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, თავის ტვინის მძიმე სისხლძარღვოვანი და ინფექციური დაავადებები დროს, პრე- და პოსტინფარქტული მდგომარეობისას, აორტის ანევრიზმის, II-IV ფუნქციონალური ჯგუფის სტენოკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებების დროს. დეკომპენსაციის სტადიაში, ეპილეფტიფორმული სინდრომების, ფილტვების ტუბერკულოზის სისხლიანი ნახველით, ახალად წარმოქმნილი ტუბერკულოზური ინფილტრატის, ბრონქული ასთმის, ფილტვების გამოხატული ემფიზემის, კუჭის სისხლმდენი წყლულის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების, სისხლმბადი სისტემის დაავადებების, ფსიქიური დაავადებების, პოლინევრიტების, სმენის და თვალის ნერვების ნევრიტების, გლაუკომა, ავთვისებიანი სიმსივნეების, ორსულობის, იდიოსინკრაზიის დროს ტეტურამის მიმართ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება თავის ტვინის ინფექციური დაზიანების და ინსულტის, ხანდაზმულებში 60 წლის ასაკის ზევით, აგრეთვე მათ ვინც დაავადებული ენდარტერიტით, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით გამწვავების სტადიაში, ტრავმული დაავადებების, ადრე გადატანილი ტეტურამული ფსიქოზების დროს.

სიფრთხილე გამოყენებისას:

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდათ, ან თუ განვითარდა არაკეთილსაიმედო რეაქციები, აუცილებელია ტეტურამის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა კონსულტაციისათვის პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება სამუშაოს წინ, რომელიც დაკავშირებულია ოპერატორულ მოღვაწეობასთან ან მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო საშუალებებს აუცილებლად აცნობნეთ ამის შესახებ ექიმს.
ტეტურამით თვითმკურნალობა ნებადართული არ არის.
ტეტურამს შესწევს უნარი გააძლიეროს ანტიპირინის, ქლოზეპიდის და დიაზეპამის ეფექტები მათი მეტაბოლიზმის დათრგუნვით.
ტეტურამი აინჰიბირებს რიფამპიცინის დაჟანგვას და მის თირკმლისმიერ ექსკრეციას.

განსაკუთრებული მითითებები:

ტეტურამით მკურნალობას ატარებენ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატით მკურნალობას თან ახლავს გამოხატული გვერდითი ეფექტები მას მიმართავენ მხოლოდ სხვა მკურნალობის მეთოდების მიუწვდომლობის და არაეფექტურობის შემთხვევაში. პრეპარატის დოზას შეურჩევენ ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყების წინ თქვენ ვალდებული ხართ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა. ალკოჰოლის მიღება მკურნალობის დროს არ არის უსაფრთხო და მძიმე მოწამვლისას შეიძლება თან ახლდეს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, თავის ძლიერი ტკივილი პულსაციით, მოჭერის შეგრძნებით და სუნთქვის  გაძნელებით. ამგვარი მდგომარეობა მოითხოვს თქვენს დაუყოვნებლივ მიმართვას ექიმთან. ამის გაკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში დამოუკიდებლად თქვენმა ნათესავებმა ან ნაცნობებმა უნდა გამოიძახონ ექიმი. 

გამოყენების წესი და დოზირება:
ტეტურამს ღებულობენ ინდივიდუალურად, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1-2ტაბ. დღეში.
მკურნალობას ატარებენ სქემით, რომელიც შემოთავაზებულია ექიმის მიერ.

გვერდითი ეფექტები:

ტეტურამით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის დარღვევები გულის, საჭმლისმომნელებელი სისტემის, ღვიძლის ფუნქციების, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მწვავე ფსიქოზები, როლებიც წააგავს ალკოჰოლით მოწამვლას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). არასასურველი მოქმედების ან სხვა მსგავსი რეაქციებისას საჭიროა პრეპარატის მიღება შევწყვიტოთ და რჩევისთვის მივმართოთ ექიმს, პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

შენახვის ვადა
:
4 წელი
ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

შეფუთვა:
N10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 5 შეკვრა კოლოფში (10X5).

მწარმოებელი:

“ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა