ტიკლიდი 250მგ #30ტ

ტიკლიდი
250 მგ. ტაბლეტები
(TICLID)

1. სამკურნალო საშუალების იდენტიფიკაცია
ა) სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ტიკლიდი – გარსით დაფარული 250 მგ. აბები.
ბ) ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ტიკლოპიდინის ჰიდროქლოროდი   250,00 მგ.
მიკროკრისტალური ცელულოზა 90 მკმ  87,35 მგ.
პოლივიდონ-K 30      7,80 მგ.
უწყლო ლიმონის მჟავა     3,90 მგ.
სიმინდის სახამებელი     39,00 მგ.
მაგნიუმის სტეარატი     0,975 მგ.
სტეარინის მჟავა      0,975 მგ.
თეთრი ოპადრიუმი      10,000 მგ.
გ) გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული აბები
დ) ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ანტიაგრეგანტები, გარდა ჰეპარინისა.
ე) მწარმოებლის დასახელება და მისამართი
SANOFI – SYNTHELABO SA
Ctra. De la Battloria Hostalric, Km 1,4
17404 RIELLS I VIABREA (Barcelona)
ესპანეთი.

2. როდის უნდა მიიღოთ მოცემული წამალი
მოცემული პრეპარატი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- Pპირველი ინსულტის შემდეგ ათეროსკლეროზთან (სისხლძარღვების შიდა კედელზე ცხიმების დაგროვება) დაკავშირებული ზოგიერთი ტვინის და გულის გართულებების პროფილაქტიკა.
- გართულებების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით გულის, ხანგამოშვებითი სიკოჭლის (ტკივილი სიარულის დროს, რომელიც დაკავშირებულია ათეროსკლეროზთან, შარკოს სინდრომი) სტადიაში ქვედა კიდურების ქრონიკული ათეროსკლეროზით დაავადებულ პაციენტებში.
- ქრონიკული ჰემოდიალიზის დროს ზოგიერთი გართულების პროფილაქტიკა (თირკმელის უკმარისობის დროს სისხლის გაწმენდა ხელოვნური თირკმლის მეშვეობით).

3. გაფრთხილება!
ა) როდის არ უნდა მიიღოთ მოცემული წამალი (უკუჩვენებები)
მოცემული წამალი არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- პრეპარატისადმი ალერგიის დროს;
- სისხლდენის საშიშროებისას, მაგალითად, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სისხლის დაავადებების დროს, როდესაც გახანგრძლივებულია სისხლდენა;
- თუ ადრე თქვენ გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) ან სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) რაოდენობის დაქვეითება.

ბ) განსაკუთრებული გაფრთხილებები
- მკურნალობის პროცესში  რეგულარულად უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, მკურნალობის პირველი სამი კვირის განმავლობაში 2 კვირაში ერთხელ სისხლის ანალიზის ჩათვლით. გარდა ამისა, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, პირველ სამ თვეში,  უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი,  პრეპარატის მოხსნიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.
- შეიძლება გაგიჩნდეთ კანზე გამონაყარი.

ქვემოთ აღნიშნული სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- სისხლდენა ან სილურჯე
- მაღალი ტემპერატურა
- სიყვითლე, შარდის გამუქებით და ღია ფერის განავლით.
 
გ) სიფრთხილის წინასწარი ზომები
თუ მკურნალობის პროცესში მოგემატათ ტემპერატურა, გაგიჩნდათ ტკივილი ყელის არეში ან წყლულები პირის ღრუში, თუ ამჩნევთ უცნაურ და ხანგრძლივ სისხლდენას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
თუ აგეღნიშნებათ რაიმე დაავადება, მაგალითად, ღვიძლის დაავადებები, აუცილებლად უნდა ჩააყენოთ ექიმი საქმის კურში.
თუ  საჭიროებთ ქირურგიულ ჩარევას, თუნდაც მცირეს, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ქირურგს, ანესთეზიოლოგს ან სტომატოლოგს იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ ტიკლიდს.
თუ მკურნალობის პერიოდში  გაგივითარდათ მძიმე ფაღარათი, შეწყვიტეთ წამლის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ნუ მიიღებთ ტიკლიდთან ერთად ასპირინს ექიმის  დანიშნულების გარეშე!

დ) შეუთავსებლობები წამლებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები
სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებებს შორის შესაძლებელი შეუთავსებლობების თავიდან ასაცილებლად,  სისტემატიურად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცეფტს თქვენ მიერ მიღებული ყველა მედიკამენტის შესახებ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეატყობინოთ ექიმს, თუ  იღებთ ანტიკოაგულანტებს (სისხლის შედედების შემამცირებელ პრეპარატებს), ჰეპარინს ან ასპირინს, აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, კლოპიდოგრელს, ტიროფიბანს, ეპტიფიბატიდს, აბციქსიმაბს, ილოპროსტს, ანტიკოაგულანტებს ან ტრომბოლიტიკებს, ფოსფენიტოინს, ფენიტოინს, ტეოფილლინს, ამინოფილინს ან ციკლოსპირინს.

ე) ფეხმძიმობა – ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის დროს ამ პრეპარატის მიიღება რეკომენდებული არ არის.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ, მიმართეთ რჩევისთვის ექიმს, ვინაიდან მხოლოდ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, გესაჭიროებათ თუ არა მკურნალობის გაგრძელება.
ვინაიდან ეს მედიკამენტი გამოიყოფა დედის რძეში, არ არის რეკომენდებული მისი მიღება, ძუძუთი კვებისას.

როგორც წესი, ნებისმიერი წამლის მიღების დაწყებამდე, უნდა ჩააყენოთ თქვენი ექიმი ან ფარმაცეფტი საქმის კურში ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების შესახებ.

ვ) ავტომობილის მართვის და განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობის მქონე სამუშაოების შესრულების უნარზე გავლენა.

ზ) სპორტსმენები.

თ) დამხმარე ნივთიერებების სია, რომელთა გათვალისწინება  საჭიროა ზოგიერთი ავადმყოფისათვის პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების მიზნით.

4. როგორ უნდა მიიღოთ მოცემული პრეპარატი
ა) დოზა
ჩვეულებრივი დოზაა – ორი აბი დღეში.
ბ) გამოყენების მეთოდი და ხერხი
მიღება შიგნით.
გ) მიღების სიხშირე და დრო
დრეში ორჯერ, უმჯობესია ჭამის დროს.
დ) მკურნალობის ხანგრძლივობა
მკაცრად დაიცავით  ექიმის მითითება,  თუ როდის და როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი.
ე) დოზის გადაჭარბების გამოვლენა და მისაღები ზომები
თუ შემთხვევით მიიღეთ დიდი რაოდენობით აბები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიის განყოფილებას.
ვ) ერთი ან მეტი დოზის გამოტოვებისას მისაღები ზომები.

ზ) გაუქმების სინდრომის რისკი.

5. არასასურველი და არასასიამოვნო (გვერდითი) ეფექტები
როგორც ნებისმიერმა სხვა წამალმა, ამ პრეპარატმაც ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის გვერდითი ეფექტები.

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
- კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გულისრევა, ფაღარათი, იშვიათ შემთხვევებში, გადადის მძიმე ფორმაში და იწვევს კოლიტს;
- სისხლდენები, დალურჯებები;
- გამონაყარი კანზე, ხშირად ქავილით, ძალიან იშვიათად – ბულოზური გამონაყარი;
- ალერგიული რეაქციები, ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპების, სახსრების ტკივილის, სისხლძარღვების ანთების, მგლურას, გადაჭარბებული მგრძნობელობით გამოწვეული ნეფროპათიის ან პნევმონიტის სახით;
- სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები;
- ძალიან იშვიათად – მაღალი ტემპერატურა.
უფრო იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს, სისხლის ანალიზის შედეგების გადახრები ნორმებიდან მკურნალობის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში:
- ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) ან თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რაოდენობის შემცირება;
- იშვიათ შემთხვევებში – აპლასტიური ანემია (ძვლის ტვინში სისხლის შემქმნელი უჯრედების: ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების გამოფიტვა);
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში,   ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებასთან, ანემიასთან, ნევროლოგიურ მოშლასთან, თირკმელების ფუნქციების და ტემპერატურის დარღვევასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს თრომბოციტოპენიური აკროანგიოთრომბოზი.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცეფტს წინამდებარე ფურცელში გაუთვალისწინებელი ყველა არასასურველი ან არასასიამოვნო ეფექტის შესახებ.

6. შენახვის პირობები
ა) ნუ მიიღებთ წამალს გარე შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ბ) შენახვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ წამალი ოთახის ტემპერატურის (25ºC-ზე დაბლა) პირობებში, მშრალ ადგილას.