ტობრიმედი 0.3% 5მლ თვ.წვეთები

ტობრიმედი 0.3% 5მლ თვ.წვეთები

ტობრიმედი
TOBRIMED

თვალის წვეთები 0,3%

სავაჭრო სახელწოდება: ტობრიმედი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ტობრამიცინი

წამლის ფორმა: თვალის მალამო, თვალის წვეთები

შემადგენლობა:
პრეპარატ ტობრიმედის 0,3% თვალის მალამოს 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
პრეპარატ ტობრიმედის 0,3% თვალის წვეთების 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტი, მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატმონოჰიდრატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ორთოფოსფორმჟავა 10%, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: S01AA12

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული პრეპარატი. ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით.
ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას არღვევს რა ცილების სინთეზს და ბაქტერიების ციტოპლზმური მემბრანის განვლადობას. მაღალაქტიურია Pseudomonas aureginosa-ს მიმართ.
ტობრიმედი აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis (ინდოლ-უარყოფითი, Haemophilius influenzae, Haemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola) Neisseria spp.-ს ზოგიერთი სახეობების მიმართ (მათ შორის, Neisseria gonorrhoeae); გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის, პენიცილინაზას მაპროდუცი-რებელი შტამები).

გამოყენების ჩვენებები: ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალისა და მისი დანამატების ინფექციური დაავადებები:
- ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, ენდოფთალმიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
- ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.


უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება: ტობრიმედის გამოყენების შემთხვევათა 15%-ში პაციენტებს აღენიშნებათ წვა, ქავილი, ჩხვლეტა, ხოლო 1-5%-ში კი – თვალის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში კი ვლინდება ბლეფარიტი, კერატიტი, ქუთუთოების შეშუპება, ტკივილი თვალში, ქემოზი, კრისტალების დაგროვება, რქოვანას დაწყლულება.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია, განისაზღვროს მის მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობა, რომელმაც გამოიწვია დაავადება პაციენტში.
ტობრიმედი თვალის მალამო 0,3%: მალამოს 1,25 სმ-იანი ზოლი თავსდება კონიუნქტივალურ პარკში (ღრუ ქუთუთოების უკანა ზედაპირსა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს შორის) 2-3-ჯერ დღე-ღამეში; მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ დოზა მცირდება სრულ შეწყვეტამდე. თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამატებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
ტობრიმედი თვალის წვეთები 0,3%. თვალის (ან თვალების) გარეგანი ინფექციების დროს 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 6 საათში. მწვავე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის ჩაწვეთება ხდება ყოველ 30-60 წთ-ში საჭირო ეფექტის მიღებამდე, ხოლო შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება. ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა: 0,3% ხსნარის 1 წვეთი ყოველ 15 წუთში 9-ჯერ ოპერაციამდე.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება. მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ტობრიმედის თვალის წვეთებისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სისტემური ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ნეფროტოქსიური, ოტოტოქსიური მოქმედების, მინერალური ცვლისა და ჰემოპოეზის მოშლა).

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონში არსებული შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ტობრიმედის თვალის წვეთების ან  თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.

გამოყენება პედიატრიაში: ამჟამად არ არის დადგენილი პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატ ტობრიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

გამოშვების ფორმა: ტობრიმედი თვალის მალამო 0,3% 5,0 გ ალუმინის ტუბში. 1 ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ტობრიმედი თვალის წვეთები 0,3% პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ (ფლაკონი წვეთებისთვის საწვეთურით)  ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონი-საწვეთური ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ტობრიმედი თვალის მალამო 0,3% და ინახება 30ºС-მდე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში! ტობრიმედი თვალის წვეთები 0,3% ინახება 30ºС-მდე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა: ტობრიმედი თვალის მალამო 0,3%, თვალის წვეთები 0,3% 2 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
“E.I.P.I.CO.”  ეგვიპტე ტენტ A.R.E. რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B1.

“ვორლდ მედიცინი  ლ.ლ.ც” (აშშ) – სათვის. USA. 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.  us.