ტონზილგონნ - TONZILGON N - ТОНЗИЛГОН Н
სავაჭროდასახელება: ტონზილგონ ნ
ჯგუფი:
იმუნოსტიმულატორია.
ფორმა:
დრაჟე , წვეთები შიგნით მისაღებად.
შემადგენლობა:
100გ ტონზილგონ ნ-ის წვეთები შეიცავს:
ალთეს ფესვები(Althaea officinalis L., Malvaceae) 0,4 გ
გვირილის ყვავილები (Chamomilla recutita, Asteraceae) 0,3 გ
ბერძნული კაკლის ფოთლები (Juglandis regia L, Juglandeae) 0,4გ
მუხის ქერქი (Quercus robur, Fagaceae) 0,2 გ
შვიტა (Equisetum arvense, Equisetaceae) 0,5 გ
ფარსმანდუკი (Achillea millefolium, Asteraceae) 0,4 გ
ბაბუაწვერა (Taraxacum officinale, Asteraceae) 0,4 გ
დამხმარე ნივთიერებები : სუფთა წყალი 71 გ.
ეთანოლის შემცველობა (მოცულობით ) 16,0 - 19,5 %
ფარმაკოლოგიურიმოქმედება:
მცენარეული პრეპარატია, ახდენს ანთების საწინაღმდეგო მოქმედებას და ადგილობრივი ანტისეპტიური მოქმედებით ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი ეფექტი განპირობებულია მაკროფაგების და გრანულოციტების მაღალი ფაგოციტარული აქტივობით.
ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი; რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს გართულების პროფილაქტიკა, ინფექციების მიმართ დაქვეითებული გამძლეობა, განსაკუთრებით ბავშვთა ადრეულ ასაკში; დამხმარე სამკურნალო საშუალებად სასუნთქი ორგანოების ინფექციური დაავადებების თერაპიაში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობადალაქტაცია :
მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
გვერდითიმოქმედება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღებისწესიდადოზირება:
მწვავე დაავადებისას - 2-2 დრაჟე ან 25 წვეთი 5-6-ჯერ დღეში;
ჩვილ ბავშვებში და 5 წლამდე ასაკში - თითო (1) წვეთი 5-6-ჯერ დღეში,
5-დან -10 წლამდე - 15 წვეთი 5-6-ჯერ დღეში,
ბავშვებში 10-დან 16 წლამდე - 20 წვეთი ან 1 დრაჟე 5-6-ჯერ დღეში.
მწვავე ნიშნების გაქრობის შემდეგ მიღების ჯერადობა მცირდება - მიიღება 3-ჯერ დღეში. (ამ დროს ერთჯერადი დოზა რჩება იგივე). მკურნალობის კურსი - 4-6 კვირა.