ტოტემა 10მლ #20ა

ტოტემა®


სავაჭრო დასახელება:
ტოტემა®.

წამლის ფორმა:
დასალევი ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა:
ძორითადი ნივთიერებები: რკინის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული რკინის50 მგ, მანგანუმის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული მანგანუმის 1,33 მგ, სპილენძის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული სპილენძის 0,70 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა (3 გ/ამპულაში), გაუწყლურებული ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, კარამელის საღებავი TPS 150c, “ტუტი-ფრუტის” არომატიზატორი, დემინერალიზირებული წყალი.

აღწერილობა:
მუქი ყავისფერი სითხე სახასიათო სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
რკინის შემცველი პრეპარატი.
ATC კოდი B03AC.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა აუცილებელია ჰემის სინთეზისათვის, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ადამიანის ორგანიზმის სხვა მეტალოპროთეინების შემადგენლობაში, იგი მონაწილეობს ჟანგვა – აღმდგენით პროცესებში. მანგანუმი და სპილენძი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ფერმენტული სისტემებისა, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის სხვადასხვა ჟანგვა – აღმდგენით პროცესებში. მიკროელემენტების შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. პრეპარატის მიღებისას ხდება ანემიის კლინიკური სიმპტომების და ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგრესია, რომლებიც გამოწვეულია ამ მეტალების (მიკროელემენტების) დეფიცოტით.

ჩვენება
: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა.
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფის პაციენტებში (ორსულები, დღენაკლული ახალშობილები, ტყუპები, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული დედისაგან დაბადებული ახალშობილები) როდესაც რკინა არასაკმარისი რაოდენობით მიიღება საკვებით.

უკუჩვენება
: ანემია, რომელიც არაა გამოწვეული რკინის დეფიციტით; ჰემოქრომოტოზი, ჰემოსიდეროზი; 12-გოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; თუთიით მოწამვლა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; სამ წლამდე ბავშვათა ასაკი.

დოზირების რეჟიმი:

მკურნალობა: მოზრდილებში: 100-200 მგ რკინა - დღეში 2-4 ამპულა.
ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით: 3-7 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში 2-4 მიღებაზე. პროფილაქტიკური მკურნალობა: ორსულებში 1 ამპულა დღეში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში (დაწყებული 4 თვიდან).
მკურნალობის ეფექტურობის შემოწმება უნადა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ.

გამოყენების წესი:
ამპულის თავების გადატეხა ხდება ხელით ქლიბის გამოყენების გარეშე. უსაფრთხოების მიზნით გამოიყენეთ ყუთზე არსებული მუყაოს ნაწილი. პრეპარატის შიგთავსი უნდა გაიხსნას სუფთა ან დამტკბარ წყალში, ან სხვა რაიმე უალკოჰოლო სასმელში (წვენი და სხვა).
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამამდე, მაგრამ, პრეპარატის მიღების დრო და, შესაძლოა, დოზირების რეჟიმიც უნდა იყოს შერჩეული პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით.
სამკურნალო ხსნარი გამოიყენება გახსნიდან 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
: შესაძლოა ჩივილები კუჭ - ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულძმარვა, ყაბზობა ან ფაღარათი), განავლის შავად შეფერვა განიხილება ჩვეულებრივ მოვლენად, კბილების ემალის გამუქება.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. აღწერილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეკროზის და შოკური მდგომარეობის შემთხვევები. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა საჭმლის სოდის 1% ხსნარის მეშვეობით. სისხლში რკინის კონცენტრაციის 5 მგ/მლ მომატების შემთხვევაში შეჰყავთ დეფეროქსამინი. შოკური მდგომარეობის შემთხვევაში უნდა ჩატარებული იქნას შოკის საწინააღმდეგო თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტოტემა აქვეითებს ბისფოსფონატების, ციპროფლოქსაცინის, ტეტრაციკლინის შეწოვას. მაგნიუმის, კალციუმის და ალუმინის მარილები აქვეითებენ რკინის მარილების შეწოვას. არ არის რეკომენდირებული ტოტემასთან ერთად ამ პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა, ან ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი. ტოტემასა და სხვა საინექციო რკინის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული;

განსაკუთრებული მითითებები:

ჩაის და ყავის დიდი რაოდენობით მიღება მკურნალობისას აქვეითებს რკინის შეწოვას; კბილების ემალის გამუქების თავიდან ასაცილებლად ნუ გაიჩერებთ პრეპარატს დიდხანს პირის ღრუში; უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი ამპულა შეიცავს 3 გ. საქაროზას.

გამოშვების ფორმა:
ერთი მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 ამპულას, თითოეული 10 მლ სამკურნალო ხსნარის შემცველობით და გამოყენების ინსტრუქციას.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

შენახვის წესი
: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C. მოარიდეთ ბავშვებს.

გამოყენების ვადა:
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

მწარმოებელი
: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, წარმოებულია ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau “L ‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.