ტრავოგენი კრემი 20გ ტუბ

სავაჭრო დასახელება:
ტრავოგენი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
იზოკონაზოლი

სამკურნალწამლო ფორმა
კრემი 1%

აღწერა
თეთრიდან ოდნავ მოყვითალო ფერის გაუმჭვირვალე კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო გარეგანი გამოყენების პრეპარატები. იმიდაზოლის წარმოებულები.
ATC კოდი: D01AC05

შემადგენლობა
1გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: იზოკონაზოლის ნიტრატი 10მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლოსორბატი 60 (E435) სორბიტანსტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
იზონოკაზოლი - იმიდაზოლის სინთეზური წარმოებული. ახდენს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. მოქმედებს ფუნგისტატიკურად, კონცენტრაციის მომატებისას ფუნგიციდურად. აქტიურია შემდეგი დერმატოფიტების წინააღმდეგTrichophyton, Microsporum, Epidermophyton, ობის, საფუარას და საფუარას მსგავსი სოკოების წინააღმდეგ, Candida რიგის, Malasseria furfur (Pityrosporum spp.) აგრეთვე Corinebacterium minutissium - ერითრაზმის გამომწვევის და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიებისStaphylococcus, Streptococcus წინააღმდეგ. იზოკონაზოლის მოქმედების მექანიზმი როგორც იმიდაზოლის წარმოებულების სხვა ანტიმიკოზური პრეპარატების დაკავშირებულია მიკრობის უჯრედის კედელში ერგოსტეროლის სინთეზის დარღვევასთან რაც უზრუნველყოფს პრეპარატის ფუნგისტატიკურ და ფუნგიციდურ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მიღებისას იზოკონაზოლი სწრაფად აღწევს კანში. კანში იზოკონაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა წასმიდან 1 საათში. იზოკონაზოლის დონე კანის რქოვანა გარსში და ეპიდერმისში აჭარბებს მინიმალურ მანიჰიბირებელ ანტიმიკოზურ კონცენტრაციას. იზოკონაზოლი არ მეტაბოლიზდება კანში. სისტემური აბსორბცია დაბალია.

გამოყენების ჩვენება
კანის ზედაპირული სოკოვანი დაზიანება:
-გლუვი კანის დერმატომიკოზები, მათ შორის თითებშუა მიდამოში და გარეთა სასქესო ორგანოებში ლოკალიზაციით.
-კანის კანდიდამიკოზი
-ნაირფერი ლიქენი.
-ერითრაზმა

გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანი გამოყენებისთვის 1-ჯერ დღეში.
ტრავოგენი იდება კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენით, ოდნავ შეზელვით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირას, მიკოზები თითებშუა ნაკეცში ლოკალიზაციისას 4 კვირას. შესაძლებელია მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსიც. რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური მოვლენების მოხსნიდან 1-2 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვევებში: წვა, ქავილი, ერითემა ან ვეზიკულაცია (ბუშტუკების წარმოქმნა).
უკიდურესად იშვიათად: კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
უნდა მოერიდონ პრეპარატის თვალში მოხვედრას, განსაკუთრებით სახეზე გამოყენებისას.
განმეორებითი ინფექციების ასაცილებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის წესების დაცვა (პირსახოცების ყოველდღიური გამოცვლა და გამოხარშვა, თეთრეულის გამოცვლა). ჰიგიენის ზომების რეგულარული დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ტრავოგენის კრემით მკურნალობის ეფექტისთვის. საჭიროა თითებშუა მიდამოს ინტენსიური გაწმენდა ფეხების ყოველი დაბანის შემდეგ, ხოლო წინდების გამოცვლა ყოველდღე. თითებშუა დაზიანების სამკურნალოდ მიზანშეწონილია თითებს შორის ტრავოგენის კრემით გაჟღენთილი ტამპონის მოთავსება.
ტრავოგენის კონტაქტისას ლატექსის ნაკეთობასთან (მაგ., პრეზერვატივები, დიაფრაგმა) კრემში დამხმარე კომპონენტების შემცველობის გამო (სტეარატი, პარაფინი) შეიძლება დაქვეითდეს აღნიშნული საშუალებების გამძლეობა და ამით დაირღვეს მათი გამოყენების უსაფრთხოება.
ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები, მაგ. კონტაქტური დერმატიტი.
გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სენსიბილიზაცია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.

ჭარბი დოზირება
მწვავე ტოქსიკურობის კვლევის მონაცემებმა არ გამოავლინა მწვავე ინტოქსიკაციის რისკი პრეპარატის ერთჯერადი დოზის გადაჭარბებისას (კანის დიდ ზედაპირზე წასმა შეწოვისთვის ხელსაყრელ პირობებში) ან პრეპარატის შემთხვევითი გადაყლაპვისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია
იზოკონაზოლის შემცველი პრეპარატების ორსულობის დროს გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ტერატოგენური ეფექტის განვითარების რისკზე.
დადგენილი არ არის აღწევს თუ არა იზოკონაზოლი ლაქტატში, ამიტომ პრეპარატის წასმა არ უნდა მოხდეს სარძევე ჯირკვალზე ძუძუთი კვებამდე.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს.

ვარგისობის ვადა
5 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
20 გ ალუმინის ტუბი, დაბეჭდილი მემბრანით, მოსახრახნი თავსახურით. ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი
ინტენდის გმბჰ
მაქს-დორნ-შტრასსე 10, 10589 ბერლინი, გერმანია
ინტენდინს მანუფაქტურინგ ს.პ.ა
ე. შერინგის ქუჩა 21, 20090 სეგრატე (მილანი), იტალია.