ტრემაკ-სანოველი 200მგ/5მლ 30მლ

  ტრემაკი - სანოველი 200მგ/5მლ
TREMAC - sanovel


გამოშვების ფორმები
• 200მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის 15 მლ პედიატრიული შეფუთვა
• 200მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის 30 მლ

შემადგენლობა
წყალში გახსნის შემდეგ 5 მლ სუსპენზია შეიცავს 200 მგ აზითრომიცინის (azitromycin) ექვივალენტურ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
არააქტიური ნივთიერებები: საქაროზა, ალუბლისა და ბანანის არომატი.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება
ათქ კლასიფიკაციის კოდი _ J01FA10F

ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი მაკროლიდური ანტიბიოტიკების აზალიდების ჯგუფის წარმომადგენელია. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის ცილების სინთეზის დათრგუნვით რიბოსომების 50-S სუბერთეულთან შეკავშირებით. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. მისი რიბოსომებთან მაღალი შეკავშირების უნარის გამო, აზითრომიცინი მეტად აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. აზითრომიცინის გაძლიერებული უჯრედშიდა შეღწევადობა მნიშვნელოვნად ამაღლებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ აქტივობას. აზითრომიცინის საბოლოო ნახევრადგამოყოფის პეროდი შეადგენს 2-4 დღეს.

ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მოკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები ბრონქიტისა და პნევმონიის ჩათვლით;
• ზედა სასუნთქი გზების ინფექციები სინუსიტის, ფარინგიტის,/ტონზილიტის ჩათვლით;
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
• შუა ყურის ანთება.
• გაურთულებელი გენიტალური ინფექციები.

უკუჩვნებები
აზითრომიცინისა და მაკროლიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
რადგანაც პრეპარატი ძირითადად ელიმინირდება ღვიძლით, იგი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის სუსტი დარღვევით დოზის კორექცია საჭირო არ არის. ცნობები აზითრომიცინის მოქმედების შესახებ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით არ არსებობს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
ყველაზე ხშირია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აზითრომიცინისა და ანტაციდების ერთდროული მიღება იწვევს აზითრომიცინის კონცენტრაციის შემცირებას პლაზმაში, თუმცა მისი ბიოშეღწევადობა არ იცვლება. ამიტომ აზითრომიცინის მიღება მიზანშეწონილია ანტაციდებამდე ერთი საათით ადრე ან მათი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

დოზირება და მიღების წესი
აზითრომიცინის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ს შემდეგ.

აზითრომიცინის 15 მლ-იანი პედიატრიული სუსპენზია;
აზითრომიცინის 15 მლ-იანი პედიატრიული სუსპენზია რეკომენდებულია 6 თვიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
• 15 კგ-მდე ( 6 თვიდან 3 წლამდე): რეკომენდებული დღიური დოზაა 10მგ/კგ 3 დღის მანძილზე. შესაძლებელია შემდეგი სქემის გამოყენება: პირველ დღეს 10მგ/კგ, დანარჩენ 4დღეს _ 5მგ/კგ. 3 დღიანი მკურნალობის კურსის დროს პრეპარატის მიცემა სასურველია სპეციალური გრადუირებული პიპეტის საშუალებით. მაქსიმალური დოზაა 3-მგ/კგ-ზე.

• 15-25-კგ (3-7წელი): 5-მლ (200მგ) ეძლევათ 5მლ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სქემის გამოყენება: პირველ დღეს 200მგ (5მლ), დანარჩენ 4 დღეს- 100მგ (2.5მგ). მაქსიმალური დოზა შეადგენს 600მგ-ს.

აზითრომიცინის 30მლ-იანი სუსპენზია;
• 15-25-კგ (3-7წელი): 5-მლ (200მგ) ეძლევათ 5მლ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სქემის გამოყენება: პირველ დღეს 200მგ (5მლ), დანარჩენ 4 დღეს- 100მგ (2.5მგ). მაქსიმალური დოზა შეადგენს 600მგ-ს.
აზითრომიცინის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ს შემდეგ.
აზითრომიცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 თვემდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
სუსპენზიის მომზადების წესი: შეანჯღრიეთ ფხვნილიანი ბოთლი, დაუმატეთ გასუფთავებული წყალი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლიდან და კარგად შეანჯღრიეთ. შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი მიღების წინ.

ჭარბი დოზირების მკურნალობა
აზითრომიცინის ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი წყალში გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C -მდე. წყალში გახსნის შემდეგ სუსპენზია სტაბილურია ოთახის ტემპერატურის პირობებში 5 დღის განმავლობაში, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

შეფუთვა
15-მლ-იანი ბოთლი შეიცავს 600მგ აზითრომიცინს, მზა სუსპენზიის ყოველი 5მლ შეიცავს 200მლ აზითრომიცინს; 5მლ-იანი კოვზი, გრადუირებული პიპეტი, პლასთმასის ბოთლი, რომელიც შეიცავს 7,5 მლ გასუფთავებულ წყალს.

სხვა ფორმები
ტრემაკი - სანოველი 500მგ, 3 შემოგარსული ტაბლეტი
ტრემაკი - სანოველი 200მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის, 30მლ.
გაიცემა ექიმის რეცეპტით
მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.