ტრი-რეგოლი #21ტ

ტრი-რეგოლი
TRI-REGOL
 

საერთაშორისო დასახელება - ethinylestradiol, levonorgestrel


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები კონტრაცეპციისათვის;  მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ.: 21 და 3 X 21 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრი-რეგოლი წარმოადგენს ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს. მოქმედება ხორციელდება ოვულაციის დათრგუნვის გზით.

მიღების წესები და დოზები
მენსტრუაციის პირველი დღიდან თითო გარსით დაფარული ტაბლეტი დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს 21 დღის განმავლობაში. შემდგომში საჭიროა 7-დღიანი შესვენება, რომლის შემდეგაც იწყება მენსტრუაციის მაგვარი სისხლდენა. შემდეგი შეფუთვის მიღება, რომელიც შეიცავს 21 გარსით დაფარულ ტაბლეტს, უნდა დაიწყოს მერვე დღეს 7 დღიანი შესვენების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა არ შეწყდა.
მიღების სწორი წესი (თავიდან 6 ვარდისფერი, შემდეგ 5 თეთრი და 10 მუქი ყვითელი გარსიანი ტაბლეტი) მითითებულია შეფუთვაზე რიგითი ნომრითა და ისრით.
პრეპარატის მიღება ხორციელდება იმ დროის განმავლობაში, სანამ შენარჩუნებულია კონტრაცეფციის საჭიროება.
თუ ქალმა პრეპარატი არ მიიღო დადგენილ ვადაში, მიღებული უნდა იქნეს გამოტოვებული გარსით დაფარული ტაბლეტი უახლოესი 12 საათის განმავლობაში.
ბოლო გარსით დაფარული ტაბლეტის მიღებიდან 36 საათის შემდეგ კონტრაცეფცია სანდოდ არ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებით სხვა, კონტრაცეფციის არაჰორმონული ხერხის გამოყენება (სიცხის გაზომვისა და “კალენდარული” მეთოდების გარდა). მაგრამ, ნაადრევი სისხლდენის ასარიდებლად საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება უკვე დაწყებული შეფუთვიდან გამოტოვებული გარსით დაფარული ტაბლეტების გამოკლებით.
გულისრევისა და ფაღარათის დროს პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა შეეთავსოს სხვა (არაჰორმონულ) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს. მენსტრუაციათა შორის სისხლდენის წამოქმნისას მისი მიღება უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან სისხლდენა ჩვეულებრივ სპონტანურად წყდება. თუ სისხლდენა არ წყდება ან მეორდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
თუ 7 დღიანი შესვენების დროს სისხლდენა არ დაიწყო, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის გამორიცხვამდე.
აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ოპერაციის შემდეგ იმავე ან მომდევნო დღეს.
მშობიარობის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს არა უფრო ადრე, ვიდრე მენსტრუაციის პირველ დღეს, პირველი ორფაზოვანი ციკლის შემდეგ. თუ სამედიცინო ჩვენებით დასაბუთებულია ორსულობის აცილების ადრეული დაწყება, მაშინ პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, მაგრამ პირველი 2 კვირა საჭიროა მისი შეთავსება სხვა “არაჰორმონულ” მეთოდთან.
სხვა წამლების (მაგ. ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური პრეპარატები) მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ფარგლებში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

უკუჩვენება
პრეპარატის მიღება არ დაიშვება ორსულობის, ღვიძლის მძიმე დაავადების, ცხიმოვანი ცვლის დარღვევის, მძიმე ჰიპერტონიის, მძიმე შაქრიანი დიაბეტის, საშვილოსნოდან უცნობი წარმოშობის სისხლდენის, წინა ორსულობების დროს სიყვითლის ან ჰერპესის დროს, შემდეგი არსებული ან ყოფილი დაავადებებისას:
- გულის მძიმე დაავადებები,
- ნაღვლის ბუშტის დაავადებები,
- თრომბოზების ან მათ მიმართ მიდრეკილება,
- ღვიძლის სიმსივნე,
- სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიით, ვენების ანთებით, ვენების ვარიკოზული ცვლილებებით, ეპილეფსიით, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნით.
ჩამოთვლილი ან სხვა დაავადებების არსებობისას აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ რძის გამოყოფის შემცირების გამო ძუძუთი კვებისას მისი მიღება დაიშვება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
როგორც წესი, ჰორმონული ორალური კონტრაცეპტივები კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, სხეულის წონის შეცვლა, დისკომფორტი საკონტაქტი ლინზების ტარებისას, დათრგუნული განწყობილება, სისხლდენები მენსტრუაციებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას და თავისთავად გაივლის. უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს პიგმენტური ლაქები, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის დონის აწევა, გამონაყარი კანზე, თრომბოემბოლიური დაავადებები, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, დაღლილობა, ფაღარათი.
პრეპარატის მიღებისას საჭიროა ექიმთან გასინჯვა ყოველ 6 თვეში.. გადატანილი ჰეპატიტის შემდეგ ორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება არ შეიძლება 6 თვის განმავლობაში.
ქალებში, რომლებიც იღებენ ორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, შესაძლოა გაიზარდოს ზოგიერთი დაავადებების ალბათობა (მაგ. თრომბოემბოლიები, მიოკარდის ინფარქტი, სისხლჩაქცევები ტვინში). ეს რისკი ასაკთან ერთად (30 წელზე ზევით) იზრდება, მაგრამ უმთავრესად მწეველებში. ამასთან დაკავშირებით 30 წელზე მეტი ასაკის ქალებისათვის რეკომენდებულია მოწევაზე სრული უარის თქმა.
პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობაზე ეჭვის დროს;
- პირველად წარმოქმნილი ან გაძლიერებული შაკიკისმაგვარი ან უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილის დროს;
- მხედველობის გაუარესებისა და გულყრის დროს;
- ქვემო კიდურებში ძლიერი ტკივილის განვითარების დროს;
- მკერდის ძვლის უკან ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნების დროს;
- მთელ სხეულზე გავრცელებული ქავილის ან სიყვითლის განვითარების დროს;
- არტერიული წნევის მომატების დროს;
- კრუნჩხვითი შეტევის შემთხვევაში.
სასქესო ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენების ფონზე იშვიათად შეიმჩნეოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი, ძალიან იშვიათად – ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინება, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენებს მუცლის ღრუში.
მუცლის ზედა ნაწილში მკვეთრი მუდმივი ტკივილის წარმოქმნისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია საექიმო გასინჯვა (არტერიული წნევის გაზომვა, სისხლის შაქრის დონის გაზომვა) და გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეცეპტით, ექიმის კონტროლის ქვეშ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გედეონ რიხტერი

უნგრეთი