ტრიდერმი კრემი 15გ ტუბ

ტრიდერმი
TRIDERM
 
საერთაშორისო დასახელება - betamethasone, clotrimazole, gentamicin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - L07CC01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ბაქტერიების, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბი 15 გ.
მალამო2 გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბი 15 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრიდერმის კრემს გააჩნია ანთების, ალერგიის, ქავილის, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიალური ეფექტები.

ჩვენებები
ტრიდერმის კრემი გამოიყენება: დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომელიც ექვემდებარებიან გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას და გართულებულია მეორადი ინფექციით, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და სოკოებით.
ბეტამეთაზონს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედება.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია ტერფის ეპიდერმოფიტიის, საზარდულის დერმატომიკოზის, კანის დერმატომიკოზის (გამომწვეველი Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), კანდიდოზების (გამომწვევი Candida albicans) მკურნალობისათვის.
გენტამიცინისადმი მგრძნობიარეა: Streptococcus (ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური) ზოგიერთი შტამი, Staphylococcus aureus (კოაგულაზა დადებითი, კოაგულაზა უარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამები), გრამუარყოფითი ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus sp., Klebsiella sp. და სხვა.

მიღების წესები და დოზები

ტრიდერმის კრემის აპლიკაციას აწარმოებენ თხელ ფენად, დაზიანებულ კანზე და მის გარშემო, ორჯერ დღეში დილას და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე, ზომაზე და მკურნალობის ეფექტურობაზე. სტეროიდული სისტემური ეფექტების პრევენციის მიზნით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დიდ უბანზე აპლიკაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
თუ 3-4 კვირის შემდეგ არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად აღინიშნება, ერითემა, ექსუდაცია, ქავილი, წვის შეგრძნება. გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, ქავილი, გამონაყარი, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები.

უკუჩვენება

ტრიდერმის კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ორსულებში არ არის შესწავლილი, ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს. არ არის რეკომენდებული მისი მაღალ დოზებში გამოყენება. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ინახება 2-3ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა - ბელგია