ტრიმეტაბოლი 3გ ფხვ 150მლ სუსპ

ტრიმეტაბოლი 3გ ფხვ 150მლ სუსპ
ტრიმეტაბოლი
(TRIMETABOL)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არაჰორმონული ანაბოლური საშუალება B ჯგუფის ვიტამინებით

შემადგენლობა:
5 მლ მომზადებული ხსნარი შეიცავს:
მეტოპინი - (5 - (1-მეთილპიპერიდილიდენ - 4) - 5H – დიბენზო (a,d) ციკლოჰეპტენაცეფილინატი)
_ 1,75 მგ;
L - ლიზინის ჰიდროქლორიდი _ 250 მლ;
D,L –კარნიტინის ჰიდროქლორიდი _ 375 მგ;
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) _ 30 მგ;
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) _ 30 მგ;
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) _ 1000 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტრიმეტაბოლი _ კომბინირებული პრეპარატია, მადის სტიმულაციისა და ორგანიზმის ჰარმონიული ზრდისათვის. ტრიმეტაბოლი აღკვეთს მადის დაქვეითების ყველა მიზეზს: აუმჯობესებს მადას, საკვების მონელების, შეწოვისა და ათვისების პროცესებს. მეტოპინი: ტრიმეტაბოლის ძირითადი ნივთიერებაა. ის ორიგინალური
ნივთიერებაა, რომელიც ანტისეროტონინული მოქმედების გზით სელექტიურად მოქმედებს შიმშილის ცენტრზე და ასტიმულირებს მადას ჰიპოთალამუსის დონეზე. L-კარნიტინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი Вт) უზრუნველყოფს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიების შიგნით, მათ ß-დაჟანგვას და ატფ-ის სინთეზს. აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რის შედეგადაც უმჯობესდება საკვების ათვისება, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შეწოვა. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილისა და ნერვული სისტემის განვითარებაში. აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანელებს ათეროსკლეროზული
ფოლაქების წარმოქმნის პროცესს. მამაკაცებში აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას. L-ლიზინის ჰიდროქლორიდი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ყველა ცილის შემადგენლობაში. ის ასრულებს არაჰორმონული ანაბოლიკის როლს. ზრდის კუნთოვან მასას და ძალას. ლიზინი
აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ, ზრდის იმუნიტეტს. აქვეითებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. ტრიმეტაბოლი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B6, B12), რომლებიც კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ხელს უწყობენ შეწოვილი საკვების სრულ ათვისებას. აუმჯობესებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოს მიელინური გარსის ფორმირებაში, აუმჯობესებენ ჰემოპოეზს.

ჩვენებები:
- მადის დაქვეითება;
- საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია;
- მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
- გადატანილი სომატური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
- ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
- ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
- ღვიძლის დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ციროზი);
- ნერვული ანორექსია და ასთენია.
არაჰორმონული ანაბოლური საშუალების სახით:
- ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტის დროს;
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სპორტსმენებში.

გამოყენების წესი და დოზირება:
პაკეტში მოთავსებულია ვიტამინები და მეტოპინი® მშრალი ფხვნილის სახით. მოხმარების წინ პაკეტის შიგთავსი ჩავყაროთ სითხიან ფლაკონში, დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ. მიღებული ხსნარი ინახება 1 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მიიღება ჭამამდე 0,5-1 საათით ადრე. სურვილისამებრ პრეპარატის
რეკომენდებული დოზა შეიძლება დამატებით გაიხსნას რაიმე სითხეში.
ბავშვებში:
0-3 წლამდე _ 2,5 მლ 3-ჯერ დღეში;
3-6 წლამდე _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
6 წლის ზემოთ და მოზრდილებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში ტრიმეტაბოლის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, რომელიც ჩვეულებრივ
3-4 დღის შემდეგ სპონტანურად ქრება.

გამოშვების ფორმა:
ტრიმეტაბოლი ხსნარი პერ ოს მისაღებად 150 მლ ფლაკონში, 10 მლიანი
გრადუირებული მზომი ჭიქა და პაკეტი 3გ.

მწარმოებელი:
Grupo Uriach, Barselona, Spain.