თრომბოფლოუ #60კაფს

თრომბოფლოუ

Dr wolz -ის თრომბოფლოუ წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის  ნივთიერებებიდან მიღებულ, მეცნიერულად დადასტურებულ ანტიაგრეგანტული მოქმედების აქტიურ კომპლექსს.

თრომბოფლოუ მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას მათი აქტივაციის ინჰიბირების გზით, სისხლის შედედების სისტემაზე ზემოქმედების გარეშე.
 
მოქმედებს სისხლის შედედების პროცესის პირველ სტადიაზე
 
აქტიური ინგრედიენტების კომპლექსი
თრომბოფლოუ შეიცავს ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების სპეციფიურ ნაკრებს, რომელიც ანიჭებს თრომბოფლოუს უნიკალურ აქტიურ ბუნებას. იგი შეიცავს 30-ზე მეტ დადგენილ აქტიურ ნ ივთიერებას, რომლებიც შესაძლოა დახარისხდეს და დაჯგუფდეს სამ ფრაქციაში:
1. აქტიური ფრაქცია: ნუკლეოზიდები, ნუკლეოტიდები
2. აქტიური ფრაქცია: პოლიფენოლები, მაგ. ჰიდროქსიდარიჩინის მჟავა
3. აქტიური ფრაქცია: ფლავონოიდები, მაგ რუტინი, ქვერცეტინი
 
თრომბოფლოუს დანიშვნის ჩვენებები:
პირველადი პრევენცია (მანიფესტირებული ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის შემთხვევაში, სხვა ცირკულატორული დარღვევების დროს), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების კლასის პრეპარატების (ასპირინი, კლოპიდოგრელი) მიმართ აუტანლობის დროს.
სისხლდენის მომატებული რისკი (იმ შემთხვევაში, თუ ანტიაგრეგანტების დანიშვნა უკუნაჩვენებია სისხლდენის მაღალი რისკის გამო)
_შაქრიანი დიაბეტი II ტიპის
_სიმსუქნე
_ჰიპერტონია
_მეტაბოლური დარღვევები
ეს ეხება ყველა პირს, რომლებთანაც დადგენილია ათეროსკლეროზის ერთი ან მეტი რისკ ფაქტორი, როგორიცაა: ასაკი 55 წელზე მეტი, მამრობითი სქესი, თამბაქოს წევა, ხანგრძლივი მგზავრობის წინ, გენეტიკური  მიდრეკილება, ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესი, სტრესი.
 
დოზირება და მიღების წესი:
1 კაფსულა დღეში ერთხელ. თრომბოფლოუს მოქმედება ერთჯერადი მიღების შემდე გრძელდება 18 სთ-ის განმავლობაში. რეგულარული მიღე-ბისას თრომბოფლოუს დღეში ერთჯერ მიღება საკმარისია თრომბოციტების
აგრეგაციის ნორმალური ჰომეოსტაზის ფარგლებში შესანარჩუნებლად. უმჯობესია მისი მიღება დილით, ანდა, ხანგრძლივ მგზავრობამდე, 1 სთ-ით ადრე.
 
არასასურველი ეფექტები, წინააღმდეგჩვენებები:
გვერდითი ეფექტები, ალერგიული რეაქციები და სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა ნანახი არ არის. მისი უსაფრთხოდ მიღება შესაძლებელია ასპირინთან ერთად, იგი არ იწვევს ასპირინის ეფექტის პოტენციალიზაციას
ეს დამტკიცებულია ადანიანთა ჯგუფზე ჩატარებულ კვლევაში. თრომბოფლოუს მიღება წინააღმდეგ ნაჩვენებია პომიდორზე ალერგიის შემთხვევაში.
 
მოქმედების მექანიზმი
P-სელექტინისა და GPIIb/IIIa-ის ექსპრესია 
- თრომბოციტების თრომბოქსან (TXA2)-ინდუცირებული აქტივაცია
თრომბოციტების ადფ- და კოლაგენ-ინდუცირებული აქტივაცია
 
თრომბოფლოუს ეფექტი შექცევადია, განსხვავებით სალიცილატების ჯგუფის ანტიაგრეგანტებისაგან, რომლებიც შეუქცევადად აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას (COX), რაც თავის მხრივ, სრულად ბლოკავს არაქიდონის მჟავას (ARA)  პროსტაგლანდინად (PG2) გარდაქმნას.