შემადგენლობა: 10 მლ. შეიცავს: L-კარნიტინი – 500 მგ. კოენზიმ Q-10 – 30 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: L-კარნიტინი მიეკუთვნება ვიტამინისმაგვარ ნივთიერებებს (ვიტ. Вт – ,,ზრდის ვიტამინი”); მას აქვს ანაბოლური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, L-კარნიტინს გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიის მემბრანაზე, ხელს უწყობს CoA–ის შეღწევას უჯრედში. L-კარნიტინი ხელს უწყობს სხეულის ზედმეტი წონის შემცირებას და ამცირებს კუნთებში ცხიმის დაგროვებას. ის ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის წვენების სეკრეციას (კუჭისა და ნაწლავის) და აუმჯობესებს მათ ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს; კოენზიმ Q-10 (უბიქინონი) – ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში; ის მონაწილეობს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზში; კოენზიმ Q-10-ს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ის აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას. კოენზიმ Q-10 ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში. კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. კოენზიმ Q-10 ანორმალიზებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით – იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან. კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს სხეულის წონას. L-კარნიტინი და კოენზიმ Q10 კომბინაციაში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: უბიკარი აღმოფხვრის კარნიტინის დეფიციტს მისი დეფიციტის მქონე და დიალიზზე მყოფ პაციენტებში. უბიკარი ზრდის მიოკარდიუმისა და განივზოლიანი კუნთების კუმშვით ფუნქციას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი. აუმჯობესებს გარეგან სუნთქვას. არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. უბიკარი ცხიმოვან ქსოვილს ამდიდრებს ჟანგბადით, რაც იწვევს ცხიმების წვის სტიმულაციას, ამცირებს ცხიმების შემცველობას ქსოვილებში და გაცხიმოვნების მქონე პაციენტებში იწვევს წონის დაკლებას. ასტიმულირებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს, ზრდის ათვისების, დასწავლის უნარს, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. უბიკარი აუმჯობესებს დღენაკლი და სუსტი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.
ჩვენებები:
- - კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი;
- - ახალშობილთა ასფიქსია, სამშობიარო ტრავმები;
- - ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
- - პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ახალშობილები;
- - ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები და მოზრდილები; ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა ბავშვებში; წონის დეფიციტი; ანორექსია;
- - თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ტრავმული ენცეფალოპათია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონიზმი;
- - ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის ციროზი და ცხიმოვანი დისტროფია;
- - შაქრიანი დიაბეტი; თირეოტოქსიკოზი; სიმსუქნე; - გლუკოკორტიკოიდებისა და სტატინების ხანგრძლივი გამოყენება;
- - ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;
- - კუნთოვანი დისტროფიები;
- - ანემიები;
- - ქრონიკული დაღლილობის სინდრომi,
- - სპორტულ მედიცინაში ინტენსიური ვარჯიშების დროს დატვირთვის ამტანობის გასაზრდელად;
გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ.
დოზირება და მიღების წესი: 10 მლ. 1-3-ჯერ დღეში.
გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ. შეიძლება სიროფმა ფერი შეიცვალოს.
წინააღმდეგჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: GRICAR CHEMICAL s.r.l Italy