უნდეცინი
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მომწვანო-ცისფერი ფერის მალამო დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა:
15გ მალამო შეიცავს:
უნდეცილენის მჟავა 1,2გ
თუთიის უნდეცილენატს 1,2გ;
გლიცერინის პარაქლორფენილის ეთერი 0,6გ;
დამხმარე საშუალებები: ეთილცელულოზა, ემულგატორი N1, წყალში ხსნადი მეთილცელულოზა, გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
მალამო
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. D01AE04.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი აქტიურია დერმატოფიტების მიმართ: Epidermophyton, Trichophyton, Microsporum spp. მას გააჩნია ფუნგისტატური და ფუნგიციდური მოქმედება.
ფარმაკოკინატიკა:
პრეპარატის დღეგამოშვებით გარეგანი გამოყენების დროს აღინიშნება მისი მაღალი კონცენტრაცია დერმის ყველა შრეში. იგი არ შეიწოვება კანის ინტაქტურ უბნებში და არ გადადის სისხლმიმოქცევაში. იგი ელიმინირდება ორგანიზმიდან განავალით და შარდით.
ჩვენება:
კანის სოკოვანი დაავადებები: საფუარის მიკოზები; დერმატომიკოზები, რომლებიც გამოწვეულია სოკოებით: Epidermophyton, Trichophyton, Microsporum spp.
დოზირება და მიღების წესი:
მალამო დაიტანება თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე, 2 ჯერ დღეში (დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 15-20 დღეს, თუმცა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და მიკოლოგიური კვლევის შედეგებზე.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (შეშუპება, ქავილი).
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა უნდეცილენის მჟავას მიმართ. მწვავე ანთებითი რეაქცია, პიოდერმია, კანის ჩირქოვანი პროცესები, ორსულობა, ლაქტაცია.
ჭარბი დოზირება:
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
შესაძლებელია პრეპარატის კომბინაცია სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან.
გამოყენების თავისებურება:
პრეპარატით მკურნალობის დროს და მისი დამთავრების შემდგომ საჭიროა დაზიანებული კანის უბნის დაფარვა ფხვნილით დუსტუნდანი, რომელიც შეიცავს უნდეცილენის მჟავას, ტალკს და სხვა კომპონენტებს.
შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას. ვარგისიანობა - 2 წელი.
გაცემის წესი: ურეცეპტოთ
შეფუთვა:
15გ ქილები ყუთში.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
АО «ГАЛИЧФАРМ »
УКРАИНА