ვაზობრალი
(Vasobral)
გენერიული დასახელება:
Dihydroergocryptine A mesilate ; Caffeine
წამლის ფორმა: ტაბლეტი
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 4 მგ დიჰიდროერგოკიპტინის ა მეზილატს; 40 მგ კოფეინს.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, 95%-იანი ეთანოლი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის შემადგენლოაბში შემავალი დიჰიდრირებული ჭვავის რქის წარმოებული ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინი თრგუნავს სისხლძარღვების გლუვკუნთოვანი უჯრედების ალფა1 და ალფა2 ადრენორეცეპტორებს. იგი ცნს-ის დოპამინერგულ და სეროტონინერგულ რეცეპტორებზე ავლენს მასტიმულირებელ ზემოქმედებას. პრეპარატის გამოყენებისას მცირდება თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაცია, სისხლძარღვების კედლების განვლადობა, თავის ტვინში უმჯობესდება სისხლიმიმოქცევა და მეტაბოლური პროცესები, მატულობს თავის ტვინის ქსოვილის რეზისტენტობა ჰიპოქსიის მიმართ. კოფეინი ავლენს ცნს-ზე მასტიმულირებელ მოქმედებას, ძირითადად თავის ტვინის ქერქზე, სუნთქვისა და ჰიპოქსიის მიმართ ვაზომოტორულ ცენტრებზე. პრეპარატი აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. იგი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ავლენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მასტიმულირებელ ზემოქმედებას: ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირესა და ძალას, არტერიული ჰიპოტენზიის დროს მაღლა სწევს არტერიულ წნევას.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინი სწრაფად (15-20 წთ-ის განმავლობაში) და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში კოფეინის არსებობით.
6 მგ ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ მისი Cmax შეადგენს 25პგ/მლ.
დიჰიდრირებული ჭვავის რქის ალკალოიდები მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინის T ½ შეადგენს არა უმეტეს 2 სთ-ს. იგი ძირითადათ გამოიყოფა ნაღველით.
ჩვენება: ცერაბროვასკულური უკმარისობა (ცერებრული ათეროსკლეროზის შედეგად); თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის შემდგომი ნარჩენი მოვლენები; გონებრივი აქტივობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ორიენტაციის დარღვევა; შაკიკის პროფილაქტიკა; იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დარღვევა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია); მენიერის დავადება; რეტინოპათია (ნაწილობრივ დიაბეტური და ჰიპერტონული); პერიფერიული არტერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა (კერძოდ, რეინოს დაავადება და სინდრომი); ვენების ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება: ნიშნავენ 1-2 ტაბლეტის ოდენობით 2-ჯერ დღეღამეში. პრეპარატი გამოიყენება საკვების მიღებისას, მცირეოდენი სითხის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შეგრძნება. ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის ქავილი, გამონაყარი.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდულური მგრძნობელობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულებში ვაზობრალის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ლაქტაციის პერიოდში ვაზობრალის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლაქტაციის შემცირება.
განსაკუთრებული მითითებანი: არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პაციენტებში ვაზობრალის დანიშვნისას არ არის გამორიცხული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ვაზობრალისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიისა და გულის წასვლა.
ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები: ინახება ნესტისაგან ბავშვებისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა: ტაბლეტები შეფუთვაში.
მწარმოებელი: “Chiesi S.A.” საფრანგეთი