ვაზოპრენი 20მგ #28ტ

ვაზოპრენი
(Vazopren)



სამკურნალო ნივთიერება:
Enalapril maleate


შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: 5მგ, 10 მგ, 20 მგ ენალაპრილის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ავიცელი pH 101, ცელულოზის ჰიდროქსიპროპილი,
მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბოონატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის ორჟანგი 200.

წამლის ფორმა

ტაბლეტი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰიპერტენზიული საშუალება

ჩვენება
გამოიყენება ყველა ხარისხის პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის (თირკმლის დაავადებებით განპირობებული) სამკურნალოდ.

უკუჩვენება
უკუნაჩვენებია იმ პაციენტთათვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემადგენელი კომპონენტების მიმართ, აგრეთვე ანგიონევროზული შეშუპების დროს; ანგიომაკონვერტირებელი ენზიმის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, ორსულობისა და ლაქტაციისპერიოდში, აგრეთვე ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები
ვაზოპრენის პირველი დოზის მიღების შემდეგ არტერიული წნევაქვეითდება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე მკურნალობდნენ დიურეზულებით. დიურეზული საშუალებების მიღება უნდა შეწყდეს ვაზოპრენით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
განსაკუთრებული მონიტორინგია საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკის ქვეშ, როგორიცაა პაციენტები გულის უკმარისობით,  პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის დაქვეიტებით და ჰემოდიალიზის დროს.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის დაავადებების,  განსაკუთრებით კი ღვიძლის უკმარისობის დროს.
პირველი დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ხორხის შეშუპება.

სპეციალური გაფრთხილება
ვაზოპრენი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების საშიშიროების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება მძღოლებისა და მანქანების ოპერატორებისთვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
•    დიურეზულები და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები აძლიერებენ ვაზოპრენის ეფექტს.
•    ბეტა-ადრენობლოკატორები (პროპრანოლოლი, ატენოლოლი და სხვა) აძლიერებნ ვაზოპრენის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
•    ვაზოპრენმა შეიძლება გააძლიეროს ლითიუმის გვერდითი ეფექტები
•    ვაზოპრენისა და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგკლიკემია
•    კალიუმის შემცველ  (პანანგინი, პამატონი) პრეპარატებთან და კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი და ამილოიდი) ერთად გამოყენებამ  შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატებით თანმხლები მკურნალობის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატებს შორის შესაძლო ურთიერთქმედება.

გამოყენების წესი და დოზირება
დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის წამლის მიმართ რეაგირებაზე. ვაზოპრენი გამოიყენება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვების მირებისაგან დამოუკიდებლად, რადგან მისი აბსორბცია არ იცვლება საკვების მიღებისას.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს რეკომენდირებულია 10-20 მგ დღეში. ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 10მგ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი – 20 მგ დღეში.
ვაზოპრენის პირველი დოზის მიღების შემდეგ არტერიული წნევა შეიძლება საგრძნობლად დაქვეითდეს, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ამ პერიოდში დიურეზული საშუალებით. რეკომენდირებულია ვაზოპრენის სიფრთხილით დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ წყალ-მარილოვანი ბალანსი. ვაზოპრენით თერაპიის დაწყებამდე  2-3 დღით ადრე აუცილებელია დიურეზული სასუალების მიღების შეწყვეტა. იმ შემთხვევაში თუ დიურეზიული პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ რეკომენდებულია მისი უფრო მცირე დოზით დანიშვნა – 5მგ და ანკლები, რათა შესაძლებელი გახდეს პრეპარატის საწყისი მოქმედების განსაზღვრა არტერიულ წნევაზე. ამის შემდეგ ახდენენ დოზის ადაპტირებას პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
თირკმლის უკმარისობის დროსაც რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება მცირე დოზებით – 5მგ დღეში, რის შემდგაც ინდივიდუალურად ყოველი პაციეტისთვის საზღვრავენ პრეპარატის დოზას.
გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზაა -2.5-5მგ დღეში, პრეპარატის საწყის ეფექტზე ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ამის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით შემანარჩუნებელ დოზამდე – 20მგ, რომელიც შეიძლება განაწილდეს დღეში ორი მიღების სახით.

თირკმლის უკმარისობის დროს აუცილებელია მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა და დოზირების შემცირება.

თირკმლის სტატუსი        კრეატინის             საწყისი დოზა
კლირენსი მლ/წუთ
_______________________________________________________________
მსუბუქი დაზიანება        <80>30მლ/წ             5-10მგ/დღ
საშუალო სიმძ. დაზ.        <=30>10მლ/წ            2.5-5მგ/დღ
მძიმე დაზიანება    <=10მლ/წ            2.5მგ ჰემოდიალიზის  
ჩვეულებრივ ასეთი ავადმყოფები                   დღეებში
იმყოფებიან ჰემოდიალიზზე


გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გამონაყარი კანზე, ხველება, ხორხოს შეშუპება, გემოვნების გაუკუღმართება, სწრაფად განვითარებადი დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ფაღარათი და  კუნთების კრუნჩხვა.

იშვიათად აღინიშნება: ლეიკოპენია, შარდში ცილისა და გლუკოზის არსებობა, თირკმლის უკმარისობა, შარდის გამოყოფის შემცირება.
ზემოთ მოყვანილი და სხვა  გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში დაყოვნებლივ საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირ გამოვლინებად ითვლება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, რაც ვითარდება ტაბლეტების მიღებიდან რამოდენიმე საათში. ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია მკურნალობა იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზიით.
სისხლმიმოქცევიდან ვაზოპრენის ელიმინაცია შესაძლებელია ჰემოდიალიზის ან პეროტონელაური დილიზის გზით.

შენახვის წესები
ორიგინალურ შესაფუთში მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს
25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობა

დამზადების თარიღიდან სამი წელიწადი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის პერიოდის გასვლის შემდეგ!

შეფუთვა

პრეპარატი შეფუთულია 7 ტაბლეტის შემცველ ბლისტერში, რომელიც დამზადებულია თეთრი გამოუმჭვირვალე ალუმინის ფოლგისაგან. ოთხი ბლისტერი მოთავსებულია (28 ტაბლეტი) მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი

რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა და ქვეყანა

სოფარმა, ბულგარეთი
1220 სიფია, ილიენსკოს ქ. #16