(Venter)
საერთაშორისო (არაპატენტირებული) დასახელება
სუკრალფატი (sucralfate)
სამკურნალო ფორმა
1 გ ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 1 გ სუკრალფატი.
დამხმარე ნივთიერება: სიმინდის სახამებელი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
წყლულის ან ეროზიის ნეკროზული ქსოვილების ცილებთან ურთიერთქმედებით, პრეპარატი ახდენს დამცავი ფენის ფორმირებას, რომელიც დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იცავს ლორწოვანი გარსის დაზიანებულ უბნებს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან (მარილმჟავა, პეპსინი და ნაღველ მჟავები).
ახდენს პეპსინის აქტივობის ზომიერ ინჰიბირებას.
ამცირებს ფოსფატების გამოდევნას კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან.
სუკრალფატი ცუდად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან და ამიტომ არ ახდენს საგძნობ სისტემურ მოქმედებას. პრეპარატის მცირე რაოდენობა (3-5%) გამოიდევნება ორგანიზმიდან თირკმელებით.
გამოყენების ჩვენება
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.
_ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პროფილაკტიკა.
_ ჰიპერფოსფატემია ურემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.
გამოყენების პირობები და დოზები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში:
შიგნით, 1 ტაბლეტი (1 გ) დღეღამეში 4–ჯერ ან 2 ტაბლეტი (2 გრ) დღე- ღამეში 2-ჯერ, 30–60 წუთით ადრე, ჭამამდე და ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 8 გ. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგძლივობა 4 – 6 კვირას, საჭიროების შემთხვევაში გრძელდება 12 კვირამდე.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პროფილაკტიკა:
1 – ტაბლეტი 2-ჯერ დღეღამეში.
ჰიპერფოსფატემია:
1 ტაბლეტი დღეღამეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე და ძილის წინ.
არამძიმე მდგომარეობის შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება იყოს მცირე.
4 წელზე უფროსი ბავშვებისათვის 1/2 – 1 ტაბლეტი (0,5–1,0გრ.) 4-ჯერ დღეღამის განმავლობაში 1 საათით ადრე საკვების მიღებამდე და ძილის წინ, ანუ დოზაში 40–80 მგ. სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეღამეში, რომელიც დაყოფილია 4-ჯერადი მიღებისათვის.
გვერდითი მოვლენები
შეკრულობა, იშვიათად _ პირღებინება, გულის რევა, დიარეა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, საბავშვო ასაკი, 4 წლამდე, ჰიპერმგრძნობელობა სუკრალფატის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული ჩვენებები
თირკმლის ფუნქციის უკმარისობის დროს აუცილებელია სისხლის შრატში ალუმინის კონცენტრაციის კონტროლი. თუ სუკრალფატით მკურნალობის დროს გამოიყენება ანტაციდები, ისინი მიიღება არანაკლებ ნახვარი საათით ადრე (ან გვიან) სუკრალფატის მიღებამდე.
ორგანიზმში ალუმინის დაგროვების რისკი იზრდება ერთდროული გამოყენებისას იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინს (ზოგიერთი ანტაციდები).
სუკრალფატს შეუძლია შეამციროს ზოგიერთი პრეპარატის შეწოვა (ტეტრაცეკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფტორქინოლონი, დიგოქსინი, თეოფილინი, ვარფარინი, კეტოკონაზოლი, L – თიროქსინი, ქინიდინი, ფენიტოინი). რეკომენდებულია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა მოცემული სამკურნალო საშუალებების და ვენტერის მიღებებს შორის.
პრეპარატის მიღების უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში, არ არის დადგენილი. ორსულობის პერიოდში, პრეპარატის გამოყენება შესაძლოა იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობა დედისათვის, აჭარბებს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის უნარზე და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობაზე
არასასურველი ზემოქმედება მართვის უნარზე და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას, არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა
50 ტაბლეტი შეფუთვაში (5 ბლისტერი, თითოეული 10 ტაბლეტით, მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად).
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი.
პრეპარატი გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი
KRKA, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.