Vinpocetin
გენერიული დასახელება: ვინპოცეტინი
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ ვინპოცეტინს
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
წამლის ფორმა: ტაბლეტი
ფარმაკოდინამიკა: ვინპოცეტინს გააჩნია კომპლექსური მოქმედების სამკურნალო მექანიზმი. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლისმიმოქცევასა და ცერებრალურ მეტაბოლიზმზე, ასევე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
ვინპოცეტინს გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი:
- იგი ამცირებს დამაზიანებელი ციტოტოქსიური რექციების ინტენსივობას, რომელიც გამოწვეულია მასტიმულირებელი ამინომჟავებით; ვინპოცეტინი აინჰიბირებს როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების, ასევე NMDA-სა და AMPA-ს რეცეპტორების ფუნქციონალურ აქტივობას;
- ვინპოცეტინი ზრდის ადნოზინის ნეიროპროტექტორულ ეფექტს;
- პრეპარატი ასტიმულირებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინში გლუკოზისა და ჟანგბადის შეთვისებასა და უტილიზაციას;
- ვინპოცეტინი ზრდის ნეირონების რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ: ასტიმულირებს გლუკოზის ტრანსპორტირებას ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ენერგიის უნივერსალურ წყაროს. იგი ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმს უფრო ხელსაყრელი აერობული მიმართულებით; პრეპარატი შერჩევით აინჰიბირებს Ca2+ - კალმოდულინ-დამოკიდებულ ცგმფ-ფოსფოდიესთერაზას, თავის ტვინის ქსოვილებში ზრდის ცამფ-ისა და ცგმფ-ის, აგრეთვე ატფ-ის კონცენტრაციას და შესაბამისად ატფ/ამფ-ის შეფარდებას.
- ვინპოცეტინი ასტიმულირებს ნორადრენელინისა და სეროტონინის ცერებრალურ მეტაბოლიზმს; იგი ასტიმულირებს აღმავალ ნორადრენერგულ სისტემას; ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების მექანიზმები უზრუნველყოფენ ვინპოცეტინის ცერებროპროტექტორულ ეფექტს.
ვინპოცეტინი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას:
- თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას;
- ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სისხლის სიბლანტეს;
- ზრდის ერითროციტების დეფორმირებას და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმას;
- უზრუნველყოფს ქსოვილებს შიგნით ჟანგბადის მიწოდებას ჟანგბადის მიმართ ერითროციტების აფინიტეტის შემცირების ხარჯზე.
ვინპოცეტინი შერჩევით აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას:
- აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს;
- ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, საერთო სისხლის მიმოქცევის პარამეტრებზე უმნიშვნელო ზემოქმედების გარეშე. იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშრესა და საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობაზე;
- არ იწვევს “მითვისების” ფენომენს – პირიქით, მისი გამოყენებისას პირველ რიგში ძლიერდება ჯერ კიდევ სიცოცხლის უნარიანი მცირე პერფუზიის იშემიური უბანი.
ჩვენება: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური ან ფსიქიური მოშლილობანი: ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ვრტებრო-ბაზილარული უკმარისობა, ცერებრული ატეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი წარმოშობის დემენცია, ტრავმის შემდგომი და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
ოფთალმოლოგიაში: თვალის გარსის სისხლძარღვებისა და ბადურას ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
ოტიაირიაში: ვინპოცეტინი გამოიყენება პერცეპციური სახის სმენის დაქვეითების, მენიერის დაავადების, ყურებში იდიოპათიური შუილის სამკურნალოდ.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის ბავშვთა ასაკში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მიღების წესი და დოზირება: ხშირ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება დღე-ღამეში 3-ჯერ 5-10 მგ-ის ოდენობით (15-30 მგ დღე-ღამეში). ვინპოცეტინი მიიღება ჭამის შემდეგ.
იმის გამო, რომ ვინპოცეტინს არ გააჩნია ჰეპათო და ნეფროტოქსიური მოქმედება, ამიტომ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.
გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება შთ სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გაზრდა, აგრეთვე ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია.
სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილება – ძირითადად მისი დაქვეითება; კანის სიწითლე.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა (უძილობა ან პირიქით ძილიანობა), თავბრუსხევა, სისუსტე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ღებინება, კუჭის წვა.
კანზე ალერგიული სიმპტომები გვხვდება იშვიათად.
სიფრთხილეა საჭირო: QT ინტერვალის გახანგრძლივებული სინდრომის და იმ პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ხელს უწყობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რეკომენდებულია ელექტოკარდიოგრამის კონტროლი.
ლაქტოზია აუტანლობის შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 41,5 მგ ლაქტოზას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მონაცემები არ არსებობს.
შენახვის ვადა: 5 წელი
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 15-30ºC.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შეფუთვა: 50 ტაბლეტი
გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება
ს.ს. “გედეონ რიხტერი”
ბუდაპეშტი, უნგრეთი