ვიპროსალი B
(Viprosal B)
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
(Viprosal B)
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
სამკურნალო ფორმა და მოქმედი ნივთიერების შემცველობა:
1 გ მალამო ვიპროსალი B® შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით 0.05 მილიერთეულს ჩვეულებრივ გველგესლას მშრალ შხამს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს და 10 მგ სალიცილის მჟავას მალამოს ემულსიურ ბაზაზე. მალამოს ბაზისური კომპონენტებია: ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, ნატრიუმის ცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.
მალამო ვიპროსალი B® წარმოადგენს გარეგანი გამოყენების პრეპარატს სახსრების და კუნთების ტკივილებისას.
ჩვენებები გამოყენებისათვის:
პრეპარატი ტრადიციულად გამოიყენება, როგორც გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნერვული და სახსროვანი ტკივილებისას.
სიფრთხილე! მალამო ვიპროსალი B® არ შეიძლება დატანილ იქნას დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოვერიდოთ მალამოს მოხვედრას თვალებში ან და ლორწოვან გარსებზე.
უკუჩვენებები:
მალამო ვიპროსალი B® არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის დაავადებების, წყლულების ან/და მალამოს კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. მალამოს გამოყენება, ასევე, უკუნაჩვენებია ფილტვების მწვავე ტუბერკულოზის დროს, გულის და თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლილობების დროს, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს, ასევე, სისხლძარღვთა სპაზმების განვითარების მიმართ მიდრეკილებისას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობიდან, უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.
ურთიერთქმედებები.
არ არის აღწერილი
ორსულობა და ლაქტაცია.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
დოზირება.
კანის ზედაპირის სიდიდის მიხედვით მტკივნეულ უბნებზე დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო და შეიზილება კანში 1-2 ჯერ დღეში, ტკივილის ინტენსივობის მიხედვით, ტკივილის სინდრომის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და სიმძიმეზე. დაავადების სიმპტომების შენარჩუნებისას, მიიღეთ კონსულტაცია ექიმთან.
ჭარბი დოზირება.
მალამოს ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა (ინსტრუქცია).
გვერდითი მოვლენები.
მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, მალამოს გამოყენებისას, შეიძლება გაჩნდეს ქავილი, შეშუპება ან ურტიკარია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და მალამოს ჩამორეცხვა კანიდან. ჩამოთვლილი ნიშნები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ დაიტანოს კანზე მალამოს მცირე რაოდენობა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის გამოსარკვევად. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიიღეთ კონსულტაცია ექიმთან.
შეფუთვა.
30 ან 50გ ალუმინის ტუბში. მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
შენახვა და ვარგისიანობის ვადა:
მალამო ვიპროსალი B® უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და საყინულეში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე! შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია!
აფთიაქიდან გაცემის წესი.
III ჯგუფი (პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ).
სარეგისტრაციო უფლების მქონე:
ს.ს. ”გრინდექსი” კრუსტპილსის ქ. #53, რიგა, LV-1057, ლატვია
სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი:
ს.ს. “ტალინის ფარმაცევტული ქარხანა”
ესტონეთი, 11316 ტალინი, ტონდის ქ.#33