ვიტაფეროლი (ვიტ.D3) წვ.15მლ

ვიტაფეროლი (ვიტ.D3) წვ.15მლ

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). 
ყოველი 1 წვეთი (0.05მლ) შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ა (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად.  
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.  
ვიტამინი D-ს სინთეზი კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულია: 
- UVB (ულტრაიისფერი სხივები)-ის რაოდენობაზე (დამოკიდებულია სეზონზე, დღის პერიოდზე, მზეზე ყოფნის ხანგრძლივობაზე, ღრუბლის საფარზე, ნისლზე);  
- კანის ხილული ზედაპირის ფართობზე  (მზე უნდა ასხხივებდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს); 
- დასხივების ხანგრძლივობაზე (მზის პირდაპირი დასხივება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი, კვირაში 3-ჯერ); 
- კანის ტიპზე  (მუქი შეფერილობის კანის მქონე პირებს გაცილებით დიდი დროის გატარება უწევთ მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ, იმისათვის რომ მოხდეს ვიტამინ D-ს გამომუშავება) . 
საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს.  
ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვული-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება. 

ჩვენება:
ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; 
რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; ჰიპოკალცემიური ტეტანია;
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
მალაბსორბცია; ლაქტაზის აუტანლობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი; 
ორსულობა და ლაქტაცია; ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება: 

შეიცავს:

ყოველი 1 წვეთი შეიცავს (0,05მლ)

% DRI*

ყოველი 2 წვეთი შეიცავს(0,10მლ)

% DRI*

ვიტამინი D3

10,0 მკგ (400 სე)

200

20,0 მკგ (800 IU)

400

დოზირება: 1-2 წვეთი დღეში. 1 წვეთი რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. 2 წვეთის მიღება რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში.
მიღება უმჯობესია კვების დროს. ბავშვთა ასაკში შესაძლოა მისი შერევა რძეში. მიღების ხანგრძლივობა ექიმისრეკომენდაციით.

*%  დღიური მიღების რეკომენდაცია

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

გამოშვების ფორმა:
15 მლ ფლაკონი დოზატორით. პრეპარატი არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს და არომატიზატორებს.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25* ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.