ვიტაკომი #30ტ GMP

ვიტაკომი #30ტ GMP
ვიტაკომი
 


საერთ. დასახელება: 
B1+B2+B6+B12+comb. drug


შეფუთვა:  30 ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
  B კომპლექსი


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი B1 (Thiamine mononitrate) .................................... 20 მგ
ვიტამინი B6 (Pyridoxine hydrochloride) ................................ 20 მგ
ვიტამინი B12 (Cyanocobalamine) ......................................... 25 მგ
ვიტამინი B2 (Riboflavine) ...................................................... 25 მგ
ნიაცინი (Nicotinamide) ........................................................... 25 მგ
პანტოთენის მჟავა (Calcium-d-pantothenate) ........................ 25 მგ
ქოლინი (Choline hydrogen tartrate) ....................................... 20 მგ
ფოლის მჟავა (Folic acid)......................................................... 50 მგ
ბიოტინი (Biotin).................................................................. 25მგ
ინოზიტოლი (Inositol) .............................................................. 25 მგ
პარაამინობენზოის მჟავა PABA (P-aminobenzoic acid) ......... 25 მგ

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პოლივიტამინების კომპლექსი. პრეპარატის მოქმედებას განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები:
ვიტამინი B1 - როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ვიტამინი B6 - მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.
ვიტამინი B12 - ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობას იღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში.
ვიტამინი B2 - უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს ჭრილობების დროს.
ნიაცინი - მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
პანტოთენის მჟავა - მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს. აქვს ანტისტრესული მოქმედება, მონაწილეობს სხვა ვიტამინების სინთეზში. ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს, ასევე უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას.
ქოლინი - ორგანიზმის უჯრედების შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მონაწილეობს ფოსფოლიპიდების ცვლაში.
ფოლის მჟავა - მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე - ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.
ბიოტინი - მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია გლიკოგენის ფორმირების პროცესში.
ინოზიტოლი - მონაწილეობს ცხიმების, ქოლესტერინისა და ლეციტინის მეტაბოლიზმში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. უზრუნველყოფს არტერიების კედლების ელასტიკურობას. მნიშვნელოვანია თმის ზრდისათვის.
პარაამინობენზოის მჟავა (PABA) - მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ცვლის პროცესებში, უზრუნველყოფს ნორმალურ საჭმლის მონელებას, არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, მონაწილეობს ერითროციტების ფორმირებაში.

ჩვენება

- B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- B ჯგუფის ვიტამინებისადმი გაზრდილი მოთხოვნა;
- მძიმე სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი;
- ასთენიური და ნევროზული, ასევე სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა;
- არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა;
- "მენეჯერის სინდრომი" (მუდმივი გონებრივი გადაძაბვის მდგომარეობა);
- სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი;
- ნევრალგია;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები.

უკუჩვენება

პრეპარატის კონპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ვიტაკომთან ერთად რეკომენდებული არ არის სხვა B ჯგუფის ვიტამინების მიღება. არ შეიძლება მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება.
B ჯგუფის ვიტამინები აქვეითბენ ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს.
ალკოჰოლი ამცირებს თიამინის შეწოვას.

დოზირება და მიღების წესი
ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა - ჩვენების მიხედვით ინდივიდუალური.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა ალერგიული რეაქციების გამოვლინება ქავილისა და გამონაყარის სახით, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - გულისრევა, ღებინება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი პლასტმასის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!