ვიტანი
VITAN
(ვიტამინის B-კომპლექსის ინექცია)
შემადგენლობა:
ყოველი 3 მლ ამპულა შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდი BP 100 მგ
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი BP 5.0 მგ
ციანოკობალამინი BP 1000 მკგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი BP 100.0 მგ
D-პანთენოლი BP 50 მგ
ნიკოტინამიდი BP 100.0 მგ
ბენზილის სპირტი (კონსერვანტის სახით) 0.9% (w/v)
საინექციო წყალი q.s.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
B ვიტამინების კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტანი გამოიყენება სხვადასხვა ნერვული სისტემის დარღვევების სიმპტომატური მკურნალობისთვის. ვიტანი გამოიყენება ვიტამინი B კომპლექსის ბიოლოგიური ეფექტებისთვის.
პრეპარატ ვიტანის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ექვსი B ვიტამინის ბიოლოგიური ეფექტებით. B ვიტამინები იმ სისტემების კომპონენტებია, რომლებიც არეგულირებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს. თითოეული B ვიტამინი ასრულებს ბიოლოგიურ როლს. მათი ბალანსირებული რაოდენობით მიღება აუცილებელია ნორმალური მეტაბოლური პროცესებისათვის.
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესით გარდაიქმნება პორფირინად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ის მონაწილეობს ნერვული სისტემის, გულის, კუნთების ქსოვილების ყველა მეტაბოლურ პროცესში და სისხლის ანალიზებში, სინაპსზე ნერვული იმპულსის პროცესში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) არის მნიშვნელოვანი კატალიზატორი უჯრედოვანი რესპირაციისა და ვიზუალური აღქმისთვის. რიბოფლავინი ახდენს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების კორექციას, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის წარმოქმნაში, რომელიც ჩართულია ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას (მათ შორის კანისმიერი უჯრედების), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) საჭიროა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს ამინომჟავების მეტაბოლიზმის კოფაქტორს (დეკარბოქსილირების, ტრანსამინაციის და სხვა პროცესები). მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების დოპამინის, ნორეპინეფრინის, ეპინეფრინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია სისლის ნორმალური წარმოქმნისა და სისხლის წითელი უჯრედების განვითარებისთვის. ის ასევე მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმისას, ნუკლეინური მჟავების სინთეზისას და პროტეინებში მეთილის ჯგუფების გადატანისას. ციაკონობალამინი გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მეტაბოლურ პროცესებზე (რნმ, დნმ-ის სინთეზი, ფოსფოლიპიდების და ცერებროზიდების მიელინური ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის, მეთილკობალამინის და ადენოზილ კობალამინის კოფერმენტული ფორმა აუცილებელია გამრავლებისა და უჯრედების ზრდისთვის.
ნიკოტინამიდი სტრუქტურულად ნიკოტინმჟავას ანალოგიურია. ის არის უჯრედებში ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე I (NAD) და II (NADP) დეჰიდროგენაზას მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩართულია ცხიმების, ცილების, ამინომჟავების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილების რესპირაციასა და გლიკოგენოლიზში. გააჩნია გამოხატული ვაზოდილატატორული მოქმედება, თუ მისი გამოყენებისას არ აღინიშნა კანის გაწითლება და თავში სისხლის „დიდი ნაკადის“ შეგრძნება.
D-პანთენოლი, პანტოთენის მჟავას წარმოებული. პანთენოლი ორგანიზმში იცვლება პანტოთენის მჟავად, რომელიც არის A კოფერმენტის კომპონენტი და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, აცეტილქოლინის, კორტიკოსტეროიდის და პორფირინის სინთეზში. ასტიმულირებს კანის, ლორწოვანი გარსების რეგენერაციას და ანორმალიზებს უჯრედოვან მეტაბოლიზმს, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. გააჩნია მარეგენირებელი, მეტაბოლური და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები: ვიტანი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისას:
- ნერვული სისტემის დარღვევები
- ნევრიტი, ნევრალგია, მიალგია
- პერიფერიული ნერვის დაზიანება, ოპტიკური ნევრიტი
- სისტემური დაავადება
- ჰერპესული დაზიანებები, ენცეფალოპათია
- სახსრების დაავადება, ართრიტი
- ათეროსკლეროზი, გულის კორონარული დაავადება.
უკუჩვენებები: ვიტანი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისას:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობის მძიმე და მწვავე ფორმა
- პოლიციტემია (სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის მომატება)
- კიბოსწინარე დარღვევები
- 10 წლამდე ასაკის ბავშვები
გვერდითი ეფექტი:
იშვიათ შემთხვევებში, პარენტერალურად მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის უკმარისობა და ანგიოშეშუპება).
ძალიან სწრაფი პარენტერალური შეყვანისას ან ჭარბი დოზის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური რეაქციები თავბრუსხვევის, გულისრევის, არითმიების, შეტევების სახით.
დოზირება და მიღების წესი:
ვიტანი შეიყვანება კუნთებში დღეში ერთხელ. კუნთებში შესაყვანი საინექციო ხსნარი ინექცირდება კუნთში ღრმად.
დაავადების მსუბუქი ფორმებისათვის ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს 1 მგ-მდე ყოველ 2-3 დღეში.
მკურნალობა სხვადასხვაგვარია სხვადასხვა პაციენტში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გაფრთხილებები:
პრეპარატი არ გამოიყენება დიაგნოზის დასმის მიზნით ზურგის ტვინის ქვემწვავე დეგენერაციის ფარული სიმპტომების განვითარების შესაძლებლობის გამო.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვიტანის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს და არ არღვევს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ვიტანის შერევა არ შეიძლება ერთ შპრიცში სხვა ხსნარებთან ერთად.
ვიტანი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოდოპას, ვინაიდან B6 აქვეითებს პრეპარატის ეფექტს პარკინსონის დაავადების მკურნალობისას. ასევე პირიდოქსინმა შეიძლება დააქვეითოს სისხლში ანტიკონვულსანტების კონცენტრაცია (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, სხვ.).
ალკოჰოლის, კონტრაცეპციული საშუალებების, დიურეტიკების გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს თიამინის დონე. მიზანშეწონილია დამატებითი პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, ვინაიდან მაგნიუმი საჭიროა თიამინის მის აქტიურ ფორმად გარდასაქმნელად.
ალკოჰოლმა, აზოტის ოქსიდმა, ზოგადმა ანესთეტიკებმა, ანტიეპილეფსიურმა საშუალებებმა შეიძლება დააქვეითონ B12 ვიტამინის დონე სისხლში. ციაკონობალამინი შეთავსებადი არ არის მძიმე ლითონების მარილებთან.
ჭარბი დოზა:
სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტების მომატება (აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის შეწყვეტა).
მკურნალობა სიმპტომატურია.
შეფუთვა
5 ამპულა ერთ კოლოფში პლასტმასის სადებით და ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
24 თვე წარმოების თარიღიდან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
SCOTTISH PHARMA
310 (ნაწილი B) შრი კრიშნა ქომ სენტერ,
S.V.როუდი, გორეგაონი (w),
მუმბაი - 400062.