ვიტრუმი სუპერსტრესი პლუსი / VITRUM SUPERSTRESS Plus
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) - 30 სე1
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 500 მგ
ფოლის მჟავა - 400 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) - 15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 10 მგ
ნიაცინამიდი - 100 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - 12 მკგ
ბიოტინი - 45 მკგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 20 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) - 27 მგ
1 – ექვივალენტურია 30 მგ ალფა-ტოკოფეროლ აცეტატის
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, საღებავი E110, E129.
აღწერილობა: მუქი-წითელი ფერის კაფსულის მსგავსი შემოგარსული ტაბლეტები. დასაშვებია სპეციფიური სუნის არსებობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების კომპპლექსით.
ჩვენებები
რეკომენდებულია როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
- ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზისა და რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, სხვადასხვა დაავადებების, ტრავმების, ოპერაციების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში.
- ინტენსიური ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვის პერიოდში.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში დღეში 1 ტაბლეტი კვების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია განავალის შეფერვა მუქად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია ანალოგიურ პოლივიტამინო-მინერალურ კომპლექსებთან ერთდროული გამოყენება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30 oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
კომპანია “ტაკედას” პრეპარატების უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის მიზნით ნებისმიერი ინფორმაცია არასასურველი რეაქციის შესახებ და პრეტენზიები პროდუქციის ხარისხის შესახებ აუცილებელია შეატყობინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 3, ტელ.: 239 93 82/84, ელ. ფოსტა [email protected]