ზელდოქსი 80მგ
(ziprasidone)
საერთაშორისო დასახელება - ziprasidone
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - 05AE04
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფსიქოტროპული საშუალებები ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები
შემადგენლობა
შემცველობა:
ლიოფილიზატი კუნთის შიდა მოხმარებისათვის
აქტიური კომპონენტი: ზიპრასიდონის მეზილატი. ზიპრასიდონის მეზილატის ლიოფილური ფხვნილი 40,93 მგ ზიპრასიდონის ხსნარის მოსამზადებლად 20მგ/მლ ინექციისათვის, გამხსნელთან – საინიექციო წყალი (ამპულა) – კომპლექტში.
დამხმარე ნივთიერებები: B-ციკლოდექსტრინის სულფობუტილის ეთერის ნატრიუმის მარილი
კაფსულები;
აქტიური კომპონენტი: ზიპრასიდონის ჰიდროქლორიდი
დამხამრე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ზიპრასიდონი წარმოადგენს როგორც 2A(5HT2A) ტიპის სეროტონინის რეცეპტორების, აგრეთვე 2 ტიპის დოფამინერგული (D2) რეცეპტორების ანტაგონისტს, რაც განაპირობებს პრეპარატის ანტიფსიქოზურ აქტივობას.
ზიპრასიდონი არის აგრეთვე 5HT2C, 5HT1D და 5HT1A რეცეპტორების მძლავრი ანტაგონისტი და აინჰიბირებას ნეირონებში ნორადრენალინის და სეროტონინის უკუმიტაცებას. ზიპრასიდონის სეროტონინერგულ აქტიურობას და მის გავლენას ნეიროტრანსმიტერების უკუმიტაცებაზე უკავშირებენ პრეპარატის ანტიდეპრესიულ მოქმედებას. 5HT1A რეცეპტორების აგონიზმი განაპირობებს ანქსიოლიტურ ეფექტებს. გამოკვეთილი ანტაგონიზმი 5HT2C რეცეპტორების მიმართ განსაზღვრავს შესაძლებელ ანტიფსიქოზურ აქტივობას.
ზიპრასიდონს გააჩნია მცირედი კავშირი სეროტონინისა და ნორადრენალინის ნეირონალურ გადამტანებთან, აგრეთვე H1 ჰისტამინურ და ალფა-1-ადრენორეცეპტორებთან. ამ რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმი განაპირობებს ძილიანობის განვითარების შესაძლებლობას და ასევე ორთოსტატულ ჰიპოტენზიას. ზიპრასიდონი პრაქტიკულად ურთიერთმოქმედებაში არ შედის მუსკარინულ რეცეპტორებთან (ამ რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმი დაკავშირებულია მეხსიერების გაუარესებასთან).
პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიის მონაცემებით (პეტ), 2A ტიპის სეროტონინის რეცეპტორების ბლოკირების ხარისხი შეადგენს პრეპარატის 40 მგ-ის ერთჯერადი მიღებიდან 12 სთ შემდეგ 80%-ს, ხოლო D2 რეცეპტორების ბლოკირების ხარისხი – 50%-ს.
ფსიქომოტორული აღგზნების კუპირებისას მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნება პაციენტებს 15 წუთის შემდეგ და შენარჩუნდება 10 მგ ზიპრასოდონის კუნთშიდა შეყვანიდან 1 დან 2 საათის განმავლობაში, ხოლო 20 მგ შეყვანისას, მოქმედება იწყება 30 წთ. შემდეგ და ეფექტი შენარჩუნდება 4 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ზიპრასიდონის პერორალური მიღებისას საკვებთან ერთად მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღქევა 6-8 საათში. პრეპარატის დღეში ორჯერ მიღებისას, საკვების შემდგომ, 40-80 მგ. ერთჯერადი დოზის ფარგლებში, მისი ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია. 20 მგ დოზის აბსოლუტრი ბიოშეღწევადობა, საკვების მიღების შემდგომ, შეადგენს 60%-ს. უზმოზე ამავე დოზის მიღებისას ბიოშეღწევადობა მცირდება 50%-მდე.
პრეპარატის მიღებისას 2-ჯერ დღეში მყარი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 3 დღის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი შენარჩუნება დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე.
მყარი პლაზმური კონცენტრაციის პირობებში ნახევარგამოყოფის საბოლოო ტერმინალური პერიოდი შეადგენს 6,6 საათს.
კუნთშიდა შეყვანის დროს ზიპრასიდონის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%.
ერთჯერადი კუნთშიდა შეყვანის დროს პლაზმური კონცენტრაციის მაქსიმუმი მიიაღწევსა 60 წუთის შემდეგ ან უფრო ადრე. საშუალო დონე მერყეობს 2 დან 5 საათამდე. პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება დოზის გაზრდის შესაბამისად, ხოლო 3-დღიანი კუნთშიდა მოხმარების შედეგად კუმულაცია ძალიან უმნიშვნელოა.
პარენტერული შეყვანის დროს ზიპრასიდონის საშუალო სისტემური კლირენსი შეადგენს 7,5 მლ/წთ/კგ, ხოლო გადანაწილების მოცულობა 1,5 ლ/კგ. ზიპრასიდონის 99%-ზე მეტი დაკავშირებულია შრატის ცილებთან, რაც არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციაზე.
არსებობს ზიპრასიდონის ბიოტრანსფორმაციის 3 გზა, რომლებიც იწვევენ 4 ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნას – სულფოქსიდის ბენზიზოთიაზოლპიპერაზინი (ბიტპ), სულფონის ბიტპ, სულფოქსიდის ზიპრასიდონი და შ-მეთილდიჰიდროზიპრასიდონი.
დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდთან ერთად და დაახლოებით 66 % - განავალთან ერთად. შეუცვლელი ზიპრასიდონის წილი მიღებული დოზისა და შრატში მისი მოცირკულირე მეტაბოლიტების 44%.-ს წარმოადგენს.
ციტოქრომ P450-ს იზოფერმენტი CYP3A4 კატალიზირებას უკეთებს ზიპრასიდონის ჟანგვით პროცესებს. S-მეთილდიჰიდროზიპრასიდონი წარმოიქმნება 2 რეაქციის შედეგად, რომლებიც კატალიზირდება ალდეჰიდოქსიდაზით და თიოლმეთილტრანსფერაზით.
ზიპრასიდონს, S-მეთილდიჰიდროზიპრასიდონს და ზიპრასიდონ სულფოქსიდს გააჩნიათ მსგავსი თვისებები, რომლებმაც შესაძლებელია განაპირობონ QT ინტერვალის გახანგრძლივება. S - მეთილდიჰიდროზიპრასიდონი გამოიყოფა ძირითადად განავლის სახით ან ხდება მისი შემდგომი მეტაბოლიზმი CYP3A4 იზოფერმნეტის მონაწილეობით. ზიპრასიდონ სულფოქსიდი გამოიყოფა თირკმელებით და ასევე შესაძლებელია შემდგომი მეტაბოლიზმი CYP3A4 - ის ზემოქმედებით.
კეტოკონაზოლის (400მგ/დღ-ღ) გამოყენება, რომელიც წარმოადგენს CYP3A4. - ის ინჰიბიტორს, ზრდის სისხლის შრატში ზიპრასიდონის კონცენტრაციის < 40%-ით. კეტოკონაზოლით მკურნალობის დროს შრატში S-მეთილდიჰიდროზიპრასიდონის კონცენტრაცია იზრდება 55%-ით.
ზიპრასიდონის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება სქესსა და ასაკზე არ აღინიშნება.
პერორალურად მიღებული ზიპრასიდონის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის მძიმე ან საშუალოდ გამოხატული დარღვევა იდენტურია ჯანმრთელ პაციენტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკისა.
ზიპრასიდონის კუნთშიდა ინექცია, რომელიც შეიცავს ციკლოდექსტრინს დამხმარე კომპონენტის სახით, ფრთხილად უნდა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები, რადგანაც ციკლოდექსტრინს გამოიყოფა გორგალისმიერი ფილტრაციით.
ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალოდ გამოხატული დარღვევები (ჩაილდ-პიუ A ან B) ციროზის ფონზე, ზიპრასიდონის შრატისებური კონცენტრაცია 30 %-ით მაღალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტებს, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 საათით მეტია.
ჩვენებები
ინტრამუსკულური ფორმა
ფსიქომოტორული აღგზნების კუპირება შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში
კაფსულები პერორალური მიღებისათვის
შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პრეპარატი ეფექტურია შიზოფრენიის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური და აფექტური სიმპტომების მკურანლობისათვის, (პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ზიპრასიდონს დღეში ორჯერ დოზით 60 ან 80 მგ. მიღწეულ იქნა სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება MARDS -ის შკალის მიხედვით)
მიღების წესები და დოზები
კუნთშიდა ინექცია:
მოზრდილებში
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ-დან 20 მგ-მდე (მაქსიმალური 40 მგ). 10 მგ დოზა შეიძლება შეიყვანონ ყოველ 2 სთ-ში ერთხელ; 20 მგ – ყოველ 4 სთ-ში (მაქსიმალური 40 მგ). ზიპრასიდონის კუნთშიდა მოხმარების ეფექტურობა 3 დღეზე მეტ ხანს არ არის შესწავლილი. თუ აუცილებელია ხანგრძლივი თერაპია, ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი კუნთშიდა მკურნალობიდან კაფსულებით მკურნალობაზე.
კაფსულები პერორალური მიღებისათვის
კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად
მოზრდილებში
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადეგსნ 40მგ-ს ორჯერ დღეში. შემდგომში დოზა იზრდება კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაქსიმალურ დღიურ დოზამდე _ 160 მგ დღეში ( 80 მგ ორჯერ დღეში) საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურ დოზას შესაძლებელია მივაღწიოთ სამ დღეში.
ხანდაზმული ასაკი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თაბაქოს მოხმარება არ საჭიროებს დოზის ცვლილებას.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის მოშლის დროს
ავადმყოფებს, მსუბუქი და ზომიერად გამოხატული ღვიძლის უკმარისობით, უნდა შეუმცირდეს პრეპარატის დოზა. ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს ზიპრასიდონის გამოყენების გამოცდილება მწირია, შესაბამისად ასეთ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უვითარდება პაციენტთა 1%-ზე მეტს, ზელდოქსის პერორალურად მიღებისას არის შემდეგი:
ასთენია, თავის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, დისპეპსია, სალივაცია, ღებინება, ფსიქომოტორული აგზნება, აკატიზია, თავბრუსხვევა, დისტონია, ექსტრაპირამიდული სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, უძილობა ან ძილიანობა, ტრემორი, არამკვეთრი მხედველობა.
პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს უნვითარდება გულყრები
მოძრაობის დარღვევის ინდექსი (Movement Disorder Burden Score), რომელიც ასახავას ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენის ხარისხს, ზიპრასიდონის მიღების შემთხვევაში შედარებით დაბალია (P< 0,05) ვიდრე ჰალოპერიდოლის ან რეისპერიდონის მიღების შემთხვევაში. ამავე დროს აკატიზიის განვითარების სიხშირე და ანტიქოლინერგული პრეპარატების მოხმარების აუცილებლობა უფრო ხშირია ჰალოპერიდოლითა და რისპერიდონით მკურნალობისას, ვიდრე ზიპრასიდონით მკურნალობის შემთხვევაში.
ზიპრასიდონის ხანმოკლე მიღებისას (4-6 კვირა) ადგილი აქვს სხეულის წონის მატებას საშუალოდ 0,5 კილოგრამით, ხოლო ხანგრძლივი მიღებისას (1 წელი) სახეზე წონის კლება 1-3 კილოგრამამდე.
ზიპრასიდონით შემანარჩუნებელი თერაპიის ფონზე ზოგჯერ აღინიშნება პროლაქტინის დონის მატება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მისი ნორმალიზება ხდება მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.
ნელი დისკინეზია
ზიპრასიდონის, ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების ხანგრძლივი მიღების დროს, არსებობს ნელი დისკინეზიისა და სხვა ექსტრაპირამიდული სინდრომების განვითარების საშიშროება. ნელი დისკინეზიის განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი (ანს)
ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას გამოვლენილია ანს-ს განვითარების შემთხვევები. აღნიშნული გართულება არის ძალიან იშვიათი, მაგრამ პოტენციურად სასიკვდილო.
ანს-ს კლინიკური გამოვლინებებია – სხეულის ტემპერატურის მატება (ჰიპერპერექსია), კუნთების რიგიდობა, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობის ნიშნები ( არტერიული წნევის შეცვლა, ტაქიკარდია, პროფუზული ოფლდენა, გულის რითმის დარღვევა). ანს-ს დამატებითი ნიშნებია:
კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატება, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმელების მწვავე უკმარისობა. თუ პაციენტს უვითარდება სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ ანს-ს, ან თუ ადგილი აქვს სხეულის ტემპერატურის უცაბედ მატებას, რომელსაც არ ახლავს ანს-ს სხვა სიმპტომები, აუცილებელია დაუყონებლივ შეწყდეს ყველა ანტიფსიქოზური საშუალების გამოყენება, მათ შორის ზიპრასიდონისაც. ანს-ს შემთხვევები გამოვლენილია ზელდოქსის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.
ზიპრასიდონის ინტრამუსკულური ინექციის შემდგომ ადგილი აქვს შემდეგ გვერდით მოვლენებს:
საერთო ხასიათის: ასთენია (1.1%), თავის ტკივილი (1.8%), ტკივილი პრეპარატის ინექციის ადგილზე (5.2%),
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული წნევის მომატება (1.4%), პოსტურალური ჰიპოტენზია (1.1%), Qთ ინტერვალის გახანგრძლივება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა (1.1%), ღებინება (4.2%).
ნერვული სისტემა: აკატიზია (1.1%), თავბრუსხვევა (3.5%), მომატებული ძილიანობა (6.6%).
ქვემოთჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები აგრეთვე გამოვლენილია პოსტმარკეტინგულ კვლევებში:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: პოსტურალური ჰიპოტენზია, ტაქიკარდია (მათ შორის ტორსადე დე პოინტეს)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ღებინება
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ავთვისებიანი ნეიროლეპსიური სინდრომი
ფსიქიკური: უძილობა
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: გალაქტორეა
კანი და რბილი ქსოვილები: კანის გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
• ზიპრასიდონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა:
• QT ინტერვალის გახანგრძლივება, გახანგრძლივებული QT ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომის ჩათვლით;
• მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე და ქვემწვავე სტადია;
• გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
• პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ არითმიისაწინააღმდეგო IA და III კლასის საშუალებების მიღება (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”)
სიფრთხილით: ზიპრასიდონის ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებიც არიან 18 წლამდე ასაკის და 65 წელზე ზევით, არ არის დადგენილი. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ არითმიის განვითარების ქვემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორები , ზიპრასიდონი უნდა დაენიშნოთ ძალიან დიდი სიფრთხილით, რადგან შესაძლებელია გაღრმავდეს არითმიის წარმოშობის შესაძლებლობა:
• ბრადიკარდია;
• ელექტროლიტური დისბალანსი;
• გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
ავადმყოფებს, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია, კუნთშიდა ზიპრასიდონი უნდა გაუკეთდეს დიდი სიფრთხილით, იმის გამო, რომ ციკლოდექსტრინი, როგორც პრეპარატის დამხმარე კომპონენტი, გამოიყოფა მხოლოდ-და-მხოლოდ თირკმელებით (იხ. პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ზიპრასიდონის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ამ ჯგუფში პრეპარატი დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ანამნეზში გულყრების არსებობისას პაციენტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს დიდი სიფრთხილით.
ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდი. ორსულებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გათვალისწინებით, ზიპრასიდონი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა დედის მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
QT ინტერვალი
ზიპრასიდონი იწვევს QT ინტერვალის მცირე ან ზომიერ გახანგრძლივებას.
ითვლება, რომ არსებობს კავშირი QT ინტერვალის გახანგრძლივებასა პაროქსიზმული პარკუჭოვანი არითმიის (ტორსადე დე პოინტეს) განვითარებას შორის, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისათვის (ასეთივე ეფექტს იწვევს ზოგიერთი პრეპარატი, არითმიასაწინააღმდეგო IA და III კლასის საშუალებების ჩათვლით (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”)). პოსტმარკეტინგულ კვლევებში მსგავსი არითმია განუვითარდა განსაკუთრებული რისკ-ფაქტორებით დატვირთული პაციენტების ძალიან მცირე ნაწილს, და ასეთ შემთხვევებშიც კი არ იყო დადგენილი უცილობელი კავშირი ზიპრასიდონის მიღებასთან
ზიპრასიდონი უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არითმიის განვითარების ქვემოთ ჩამოთვლილი რისკ- ფაქტორები:
ბრადიკარდია
ელექტროლიტური დისბალანსი,
ზიპრასიდონი სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს.
თუ ინტერვალი QT აღემატება 500 მწმ-ს, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”).
გულყრები
ანამნეზში გულყრების არსებობისას საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე.
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცნს/ალკოჰოლი
ზიპრასიდონი ახდენს პირველად ზემოქმედებას ცნს-ზე, ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე მისი ალკოჰოლთან ან სხვა ცენტრალური მოქმედების პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს, მათ შორის, საშუალებებთან, რომლებიც მოქმედებენ დოფამინერგულ და სეროტონინერგულ სისტემებზე.
ზიპრასიდონით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითება ინტრამუსკულური ზიპრასიდონისათვის
პრეპარატი არ უნდა შევურიოთ არცერთ სხვა პრეპარატს ან გამხსნელს საინექციო წყლის გარდა
ფსიქომოტორული აგზნების კუპირების შემდეგ მიზანშეწონილია პაციენტის გადაყვანა პრეპარატის პერორალურ მიღებაზე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში, ზიპრასიდონის კუნთშიდა ინიექციის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
არტერიული წნევა
ზიპრასიდონის კუნთშიდა ინექციის დროს, შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება და ორთოსტატიური ჰიპოტენზია. ამასთან დაკავშირებით საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, განსაკუთრებით ამბულატორულ ავადმყოფებში.
ზემოქმედება ავტომობილის მართვასა ან სხვა ტექნიკით სარგებლობაზე
როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატები, ზიპრასიდონი იწვევს ძილიანობას. ამის თაობაზე გაფრთხილებულები უნდა იყვნენ პაციენტები, რომლებიც მართავენ მანქანას ან სხვა საშიშ მექანიზმებს.
ჭარბი დოზირება
ზიპრასიდონის დოზის გადამეტების შესახებ ცნობები შეზღუდულია.
კლინიკური კვლევების დროს პრეპარატის პერორალურად მიღებული მაქსიმალური დადასტურებიული დოზა იყო 12800 მგ, ავადმყოფს აღენიშნა გადამეტებული სედაცია, მეტყველების შენელება და არტერიული წნევის გარდამავალი მატება (200/95 მმ.ვწყ.სვ.). გულის რითმის კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებანი ან ფუნქციონალური ცვლილებები არ აღინიშნებოდა. პაციენტი 24 საათის შემდეგ გადაყვანილი იქნა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებიდან.
ზიპრასიდონის სპეციფიური ანტიდოტი არ არის. დოზის მძიმე გადამეტების შემთხვევაში, აუცილებელია სასუნთქი გზების აღდგენა და ადექვატური ვენტილაციისა და ოქსიგენაციის უზრუნველყოფა. გონების დაქვეითება, გულყრების შესაძლებლობა, თავისა და კისრის დისტონიური რეაქცია დოზის გადამეტებისას, ღებინების ინდუცირების შემთხვევაში ქმნის ასპირაციის საშიშროებას. აუცილებელია დაიწყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სასწრაფო მონიტორირება, ეკგ-ს შეუჩერებელი რეგისტრაცია, რათა გამოვლენილი იქნას შესაძლო არითმია. იმის გათვალისწინებით, რომ ზიპრასიდონის შეკავშირება პლაზმის ცილებთან საკმაოდ მაღალია, დოზის გადამეტების შემთხვევაში ჰემოდიალიზი არაეფექტურია. ავადმყოფი უნდა დარჩეს სამედიცინო კონტროლის ქვეშ ინტოქსიკაციის სიმპტომების სრულ აღკვეთამ
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზიპრასიდონის ურთიერთქმედება IA და III კლასის არითმიის საწინააღმდეგო და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც აგრძელებენ QT ინტერვალს, ასევე ცნს-ზე მოქმედ პრეპარატებთან და ალკოჰოლთან იხილეთ განსაკუთრებული მითითებების თავში კვლევები სხვა წამლებთან ურთიერთქმედებების შესასწვალად ჩატარებულია ზიპრასიდონის პერორალურად გამოყენების დროს.
ზიპრასიდონის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ზიპრასიდონი არ ახდენს მაინჰიბირებელ მოქმედებას CYP1A2,CYP2C9 და CYP2C19 -იზოფერმენტებზე. ზიპრასიდონის კონცენტრაციები, რომლებიც იწვევენ CYP2D6 და CYP3A4 ინჰიბირებას ინ ვიტრო, სულ ცოტა 1000-ჯერ აღემატებიან პრეპარატის კონცენტრაციას, რომელიც საჭიროა ამ იზოფერმენტების ინჰიბირებისათვის ინ ვივო. აღნიშნულიდან გამომდინარე ზიპრასიდონსა და იმ პრეპარატებს შორის, რომლებიც ამ იზოფერმენტებით მეტაბოლიზდებიან არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.
ლითიუმი
ერთდროული მიღების დროს ზიპრასიდონი ზემოქმედებას არ ახდენს ლითიუმის პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.
დექსტრომეტორფანი
ზიპრასიდონი არ ახდენს გავლენას დექსტრომეტორფანის მეტაბოლიზმზე
პერორალური კონტრაცეფტივები
ზიპრასიდონის მიღება არ ცვლის ესტროგენისა (ეთინილესტრადიოლი, რომელიც არის CYP3A4 - ის სუბტრატი) და პროჟესტერონის შემცველი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკას.
კავშირი ცილებთან
ზიპრასიდონი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს. In vitro კვლევებში ვარფარინი და პროპრანოლოლი (პრეპარატები ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხით) არ ახდენდნენ ზემოქმედებას ზიპრაზიდონის შეკავშირებაზე პლაზმის ცილებთან.
სხვა პრეპარატების ზემოქმედება ზიპრასიდონზე
ზიპრასიდონი განიცდის მეტაბოლიზმს ალდეჰიდოქსიდაზის და მცირე ხარისხით, CYP3A4 იზოფერმენტის ზემოქმედებით.
ალდეჰიდოქსიდაზის კლინიკურად მნიშვნელოვანი ინჰიბიტორები და ინდუქტორები უცნობია.
კეტოკონაზოლის (400მგ დღ/ღ) მიღება (CYP3A4 მძლავრი ინჰიბიტორი) იწვევს ზიპრასიდონის Cmax და AUC გაზრდას დაახლოებით 35 %-ით, რასაც ნამდვილად არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
კარბამაზეპინის (200 მგ 2-ჯერ 24 სთ-ში) მიღება - CYP3A4 ინდუქტორი, თავის მხრივ, იწვევს AUC -ის და Cmax -ის შემცირებას 30%-ით, რასაც აგრეთვე არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
ციმეტიდინი – ციტოქრომ P450-ის არასპეციფიური ინჰიბიტორი, არ ახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას ზიპრასიდონის ფარმაკოკინეტიკაზე.
ბენზტროპინი, პროპრანოლოლი, ლორაზეპამი – არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას ზიპრასიდონის კონცენტრაციის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე
შენახვის პირობები და ვადები
ინტრამუსკულური ზიპრასიდონი
შენახვის ვადა
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული თარიღის გასვლის შემდეგ. დადგენილია მზა ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 24 საათის განმავლობაში 25ºC და 7 დღის განმავლობაში 2-8ºC. თუმცა მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პრეპარატის ხსნარი მაშინვე უნდა იქნეს გამოყენებული ან არაუგვიანეს 24 სთ-ისა 2-8ºC.
შენახვის პირობები
30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
მოარიდეთ ბავშვებს. ფლაკონი უნდა ინახებოდეს ორიგინალურ მუყაოს შეფუთვაში მოერიდეთ პრეპარატის გაყინვას, რათა თავიდან აიცილოთ გამხსნელის ამპულის გაფუჭება.
ხსნარის მომზადების ინსტრუქცია
ფლაკონის შემცველობას აზავებენ 1,2 მლ საინექციო წყალში. ფლაკონი უნდა აირიოს ფხვნილის საბოლოო გახსნამდე. შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილულ ჩანართებს. ყოველი ფლაკონიდან უნდა ავავსოთ პრეპარატის მხოლოდ ერთი დოზა, ხოლო ნარჩენი გადავასხათ.
გამოშვების ფორმა
20,40,60 და 80მგ 30ც კაფს.
20 მგ/მლ+1.2 მლ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
შენახვის პირობები
არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის ვადა
4 წელი. არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით