ექიმი - ირინა ჯობავა

ირინა ჯობავა

რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი

1998-2004 წწ.  სოხუმის  ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.

სახელმწიფო სერტიფიკატები სპეციალობებში:

სამედიცინო რადიოლოგია - სერია I ა 60   001163   

რადიაციული თერაპია - სერია I ა 95 01333                   

დიპლომისშემდგომი განათლება 

2004-2009 წწ.  ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, სხივური თერაპიის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი, რეზიდენტი რადიაციული ონკოლოგია; 

2006-2008 წწ. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ.თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურა, სამედიცინო რადიოლოგია;

2008 წელი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა /სერტიფიკატი/ მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ.თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურის პროგრამა; 

2007 წელი „რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა“ ბირთვული მედიცინა  /სერტიფიკატი/კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ. თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურის პროგრამა;

2007 წელი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია /სერტიფიკატი/ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ფ.თოდუას სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში) რეზიდენტურის პროგრამა.

2010 წელი IAEA-საერთაშორისო სერტიფიკატი „რადიაციული ონკოლოგიის ასპექტები ბრაქითერაპიაში“ და „რადიაციული თერაპია და ჯანმრთელობა“, კაუნასის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზა რადიოთერაპიის და ონკოლოგიის დეპარტამენტების ბაზაზე;

სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ლიტვა, კაუნასი – პროსტატის კიბოს მკურნალობა LDR-ბრაქითერაპია (იოდის რადიოაქტიური  მარცვლების გამოყენებით) და  HDR  Iri-192 ბრაქითერაპია, თავ-კისრის კიბოს მკურნალობა HDR  Iri-192 ბრაქითერაპიის გამოყენებით, გინეკოლოგიური კიბოს რადიოთერაპიული მკურნალობის მეთოდი ტელეთერაპიის და  ბრახითერაპიის საკითხები Fellowship;

2013 წელი IAEA-საერთაშორისო სერტიფიკატი „რადიოიზოტოპური და რადიაციული თერაპია“ (რომელიც მოიცავს პროსტატის, თავ–კისრის, სარძევე ჯირკვლის ბრახითერაპიას) კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკა რადიაციული დეპარტამენტი სასწავლო-პრაქტიკული კურსი, ქალაქი კიოლნი, გერმანია Fellowship.

სამუშაო გამოცდილება

მუშაობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში რადიაციული ონკოლოგის, ბრაქითერაპევტის თანამდებობაზე;

2013 წლიდან დღემდე სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-რადიოთერაპევტი, ბრაქითერაპევტი;

2011–2013 წწ. შპს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სხივური გინეკოლოგიის ბრაქითერაპიის განყოფილება, რადიოთერაპევტი, ბრაქითერაპევტი;

2009–2011 წწ. ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, სხივური გინეკოლოგიის განყოფილება, სხივური თერაპევტი, ბრაქითერაპევტი;

2004–2009 წწ. ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სხივური გინეკოლოგიის განყოფილების უმცროსი ექიმი.

საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის, ონკოლოგთა ასოციაციის, ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის, ESTRO, ESGO-ს წევრი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.


სიახლეები