
PHILIPS INGENIA ELITION X 3.0T DIGITAL MRI ციფრული ტექნოლოგიის მქონე, უახლესი თაობის პროგრამული და ტექნოლოგიური, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი აპარატია, რომელიც მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობისა და არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანით, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. ანალოგურ მოწყობილობებთან შედარებით, მისი უპირატესობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ მოგახსენებთ:
Compressed Sense
PHILIPS-ის უახლესი ტექნოლოგია, რაც აპარატს იმდენად მაღალ სიჩქარეს სძენს, რომ კვლევის ხანგრძლივობა 50%-ით არის შემცირებული.
VitalEye
მოგეხსენებათ, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დროს პაციენტს მოძრაობა ეკრძალება, რადგან შედეგად არ მივიღოთ არტეფაქტები (ცრუ გამოსახულებები). 3 ტესლიანი მრტ-ს კვლევის დროსაც გაუნძრევლად წოლაა საჭირო, თუმცა, უნებლიე მოძრაობის შემთხვევაში, VitalEye ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, შესაძლებელია კვლევის უნაკლოდ ჩატარება, შეფერხებისა და არტეფაქტების გარეშე. შეგახსენებთ, რომ კვლევის მაქსიმალურად შემცირებული დრო და პაციენტის კომფორტი მნიშვნელოვნად ამცირებს უნებლიე მოძრაობის შემთხვევებს.
3D CINEMA
ტექნოლოგიის წყალობით პაციენტს შეუძლია მოირგოს ჰერმეტული ყურსასმენები და მოუსმინოს სასურველ მელოდიას ან ხმოვან ჩანაწერს, ან 3D ვიდეო მხარდაჭერით კვლევა ჩაიტაროს წინასწარ შერჩეული ვიდეოს ყურებით.
Progress Bar ეკრანიდავენტილაცია-განათებისსისტემა
ხშირად, კლაუსტროფობიის მქონე პაციენტები უარს ამბობენ საჭირო კვლევაზე და ამის მთავარ მიზეზად გვირაბში სივიწროვის, დახურული სივრცის შეგრძნებას ასახელებენ. PHILIPS-მა თავისი უახლესი აპარატი მაქსიმალურად მოარგო პაციენტების კომფორტს, გვირაბის სიგრძე დაამოკლა, ხოლო სიგანე საგრძნობლად გაზარდა. ყოველივე ეს, ახალი თაობის ვენტილაცია-განათების სისტემასა და Progress Bar ეკრანთან ერთად, მინიმუმამდე ამცირებს დახურული სივრცის შეგრძნებას.
O-MAR რეკონსტრუქცია
თუ თქვენ სხეულით იმპლანტს ატარებთ, კვლევის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია ამის შესახებ ექიმთან წინასწარი გასაუბრება! მთავარია, იმპლანტი თავსებადი იყოს მრ ტომოგრაფიასთან. მისი სერიის მიხედვით, უახლესი ციფრული აპარატი ავტომატურად არჩევს შესაბამის რეჟიმს, რათა კვლევა სწრაფად და უსაფრთხოდ ჩატარდეს. O-MAR რეკონსტრუქცია კი, მაქსიმალურად ამცირებს მეტალის არტეფაქტებს.
სპექტროსკოპიისდა Fiber Trak რეჟიმი
PHILIPS-ის აპარატი შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ ორგანოთა როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. მაგალითად, თავის ტვინის შემთხვევაში შესაძლებელია, სპექტროსკოპიული და ტრაქტოგრაფიული კვლევების ჩატარება. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება რეკომენდებულია ონკოლოგიური პროცესების გამოსავლენად და შესასწავლად. Fiber Trak რეჟიმის დამსახურებით კი, კვლევის შედეგი მეტად ინფორმაციული და მნიშვნელოვანია ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისთვის.
Comfort Plus აღჭურვილობა
სქელი და მოქნილი ლეიბი მაქსიმალურად ადაპტირდება პაციენტის ანატომიურ აგებულებაზე. ასე რომ, ხერხემლის პათოლოგიის მქონე პაციენტებს, კვლევის დროს, მაქსიმალურად კომფორტულად შეუძლიათ მოთავსება. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს აქვს ჭარბწონიანი, 250 კგ-მდე პაციენტის მიღების და გამოკვლევის შესაძლებლობა!
შეგახსენებთ, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევისგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას არ აქვს სხივური დატვირთვა, შესაბამისად, მისი ჩატარება ორსულებისა(მეორე ტრიმესტრიდან) და ბავშვებისთვის შესაძლებელი და სრულიად უსაფრთხოა!