ექოკარდიოგრაფიის აპარატი

ექოკარდიოგრაფიის აპარატი

TOSHIBA - Aplio400

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატით TOSHIBA Aplio 400. აპარატის უპირატესობაა მაღალი ხარისხის გამოსახულება. Aplio 400 უზრუნველყოფს გამოკვლევის სიზუსტეს.
აპარატს აქვს ყველა ფუნქცია ულტრასონოგრაფიული კვლევებისთვის თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ინოვაციური მეთოდი, რომელიც ამ აპარატშია განხორციელებული. Speckle tracking - 2D Strain ექოკარდიოგრაფია ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც მიოკარდის დეფორმაციის შესწავლით მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პათფიზიოლოგიური მექანიზმების ახსნისა და ასიმპტომური სტადიის ნაადრევი გამოვლინების შესაძლებლობას იძლევა. Speckle tracking (Speckle -ლაქა, tracking-თვალთვალი, დაკვირვება) ექოკარდიოგრაფიული კვლევის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს სხვადასხვა სიმკვრივის მქონე ორი გარემოს საზღვარზე ულტრაბგერითი სხივების ბუნებრივი გარდატეხვის შედეგად წარმოქმნილი ლაქების – აკუსტიკური მარკერების მოძრაობაზე დაკვირვება. ამ მოძრაობის ანალიზით ორგანზომილებიან რეჟიმში განისაზღვრება გამოსაკვლევი სეგმენტების გადაადგილება, გადაადგილების სიხშირე (სიჩქარე), დეფორმაცია და დეფორმაციის სიჩქარე და გულის ბრუნვითი პროცესები. 2D strain ტექნოლოგია სამ სიბრტყეში – სიგრძივი, ცირკულარული და რადიალური მიმართულებით მიოკარდის დეფორმაციის შედეგების ანალიზითა და გულის შემობრუნებისა (Rotation) და შემოგრეხვა/გახსნის (Twisting/Untwisting) პროცესების აღწერით მიოკარდის სეგმენტური და გლობალური კუმშვადობის, ასევე მისი ბრუნვითი მექანიკის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
2D strain ტექნოლოგიის ფართო გამოყენებას და კვლევის პოპულარობას კი განაპირობებს მეთოდის მაღალი ინფორმატიულობა, შესრულების სიმარტივე და მრავალჯერ გამოყენების შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით მიიღო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეეძინა ამ ფუნქციით აღჭურვილი უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატი TOSHIBA Aplio 400.


კლინიკის სიახლეები