სხივური ამაჩქარებელი VARIAN ETHOS

სხივური ამაჩქარებელი VARIAN ETHOS

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატით ETHOS.

 

▶ რა არის ETHOS-ით რადიოთერაპია?

ETHOS-ი არის ხელოვნური ინტელექტის მქონე რადიოთერაპიის უახლესი აპარატი. ეს ტექნოლოგია შექმნილია რადიაციული თერაპიის სიზუსტისა და პერსონალიზაციის ახალი დონის მისაღწევად. იგი აღჭურვილია ადაპტაციური მკურნალობის შესაძლებლობით, რაც ნიშნავს, სხივური დოზის ადაპტაციას პაციენტის ანატომიასთან მიმართებაში, რეალურ დროში.

▶ ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:

პერსონალიზებული მკურნალობა: თითოეული მკურნალობის სესიაზე ETHOS-ი ადაპტირდება პაციენტის უნიკალურ ანატომიაზე, რაც  ზრდის სხივური თერაპიის სიზუსტეს და უსაფრთხოებას.

რეალურ დროში ადაპტაცია: უწყვეტი ვიზუალიზაციის საშუალებით, ETHOS-ი ახორციელებს მკურნალობის დროის კორექტირებას, რათა მოერგოს პაციენტის პოზიციის, სუნთქვის ან ანატომიის ნებისმიერ ცვლილებას.

მეტი კომფორტი: ადაპტაციური პროცესი ამცირებს მრავალჯერადი სკანირებისა და საიმობილიზაციო მოწყობილობების საჭიროებას, რაც მკურნალობას უფრო კომფორტულს ხდის პაციენტისთვის.

 

შემცირებული გვერდითი ეფექტები: ჯანსაღი ქსოვილების რადიაციული ზემოქმედების მინიმალიზაციით, ETHOS-ი ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

 

მკურნალობის ხანმოკლე დრო: ადაპტიური მკურნალობა ამარტივებს პროცესს, პოტენციურად ამცირებს მკურნალობისთვის საჭირო სესიების რაოდენობას.

მრავალფეროვანი შესაძლებლობები: ETHOS-ით მკურნალობა მოწოდებულია კიბოს ფართო სპექტრისთვის და სტადიებისთვის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება:

 

ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ–კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ–სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია.

 

დასხივების მეთოდები:

 

⦁ 3DCRT - 3 განზომილებიანი კონფორმული რადიოთერაპია;

⦁ IGRT - გამოსახულებით მართული რადიოთერაპია;

⦁ IMRT - ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია;

⦁ VMAT - მოცულობა მოდულირებული არკ თერაპია;

⦁ DIBH - სუნთქვის შეკავების ტექნიკა ღრმა ჩასუნთქვისას;

⦁ RGRT - სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია;

⦁ TBI - სხეულის სრული დასხივება;

⦁ TSI - კანის მთლიანი დასხივება;

⦁ TMI - ძვლის ტვინის სრული დასხივება;

⦁ SRS - თავისა და ზურგის ტვინის რადიოქირურგია;

⦁ SBRT - სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია;

⦁ PET/CT planning - რადიოთერაპიის დაგეგმარება პოზიტრონულ ემისიურ ტომოგრაფზე;

⦁ ART Adaptive Radiation Therapy - ადაპტაციური სხივური თერაპია;

⦁ SGRT - ზედაპირით მართული რადიოთერაპია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიული დეპარტამენტის აპარატურა:

⦁  Varian TrueBeam STX with HD MLC, HyperArc, 6-DoF couch, CBCT, MV imager, KV imager, Respiratory Motion Management;

⦁  Varian VitalBeam with MLC, Rapid Arc, MV Imager, CBCT, KV Imager, Respiratory Motion Management, SGRT;

⦁  TOSHIBA AQUILION LB CT Scanner;

⦁  Vereos Digital PET/CT – Philips;

⦁  Ethos – Artificial Intelligence (AI) Adaptive Radiation Therapy (ART);

⦁  IDENTIFY system;

 

რატომ უნდა ავირჩიოთ  ETHOS-ი?

ETHOS-ი წარმოადგენს რევოლუციურ წინსვლას კიბოს მკურნალობაში,  ხელოვნური ინტელექტი და მისი ადაპტაციური შესაძლებლობები უზრუნველყოფს სიზუსტეს, პერსონალიზაციას და კომფორტს, რაც ხელს უწყობს პაციენტის მკურნალობის უმაღლეს ხარისხს და საუკეთესო შედეგს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

სიახლეები